შს მინისტრმა  თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი პირადად მიულოცა

შს მინისტრმა თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი პირადად მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა. მინისტრმა  სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის სამინისტროს 54 თანამშრომელი ქალბატონი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დღესვე, შს მინისტრის სახელით, შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის 213  თანამშრომელ ქალბატონს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელი გაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე სქესის პირთათვის  დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ქალი პოლიციელის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ოჯახური ძალადობის ფაქტებსა და  ტრეფიკინგის საქმეებზე  მუშაობისას. უახლოეს პერიოდში  შს სამინისტროში დასაქმებულ ქალთა რაოდენობის გაზრდა 20%-მდე  იგეგმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი პირველად 2013 წელს აღინიშნა და  შს ყოფილი მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტრადიციად  დამკვიდრდა.