ჯაბა სამუშია და მამუკა კაციტაძე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას მიესალმებიან

ჯაბა სამუშია და მამუკა კაციტაძე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას მიესალმებიან

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას, საკრებულოს დეპუტატები გამოეხმაურნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ცნობილი გახლდათ ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივა, რომელსაც მას პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პრობლემის მოხსნის ერთობლიობას მოიცავს.

"ერთის მხრივ ეს გახლავთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კონტროლის მექანიზმის შექმნა და ასევე ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებობლობა, რაც უბიუჯეტობის დასასრულს ნიშნავს. ეს კი დედაქალაქის თვითმმართველობაში ცენტრალური სახელმწიფო მმართველობის შემოღებას აგვაცილებს თავიდან’’,–განაცხადა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც საკითხისადმი საქმიანი მიდგომით არის გამოწვეული და რომ ის საფრთხე, რაც ქალაქს უბიუჯეტობის გამო შეიძლებოდა შექმნოდა, 2014 წლის არჩევნებისთვის თავიდან იქნება აცილებული.

"მიუხედავად თბილისის საკრებულოს არაერთგზის მცდელობისა, რომ დედაქლაქში დაძლეულიყო საბიუჯეტო კრიზისი,  დღემდე ეს პროცესი გადალახული ვერ იქნა.

ჩვენ ამ  კრიზისის დაძლევის მიზნით ნაციონალურ მოძრაობას არაერთი სხვადასხვა ვარიანტით მივმართეთ, თუმცა მათგან  ყველთვის ხისტი პოზიცია იყო და ისინი ცდილობდნენ, რომ  გაეტანათ ის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც არჩევნების წინ   მათი პარტიის ინტერესების გამტარებელი იქნებოდა.

ახლა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და თბილისის მერიას კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ. მათივე წინადადება იყო, რომ მხარს დაუჭერდნენ საკრებულოს მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს. ამ ხნის განმავლობაში საკრებულოში ბიუჯეტის ახალ ვარიანტზე მიმდინარეობდა მუშაობა, რის შედეგადაც თბილისელებზე ორიენირებული ფინანსური დოკუმენტი მივიღეთ.

ამ ბიუჯეტში იქნება ის რეგულაციებიც, რომლითაც ჩვენ  მის ხარჯვით ნაწილზე მოვახდენთ კონტროლს’’,–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ.