გაჩერებული ჭიათურა შეიძლება ამუშავდეს, ოღონდ სპეციალური პირობებით, რომელიც გაფიცულებს უკვე არ მოსწონთ

გაჩერებული ჭიათურა შეიძლება ამუშავდეს, ოღონდ სპეციალური პირობებით, რომელიც გაფიცულებს უკვე არ მოსწონთ

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს. განცხადება კომპანიის წარმომადგენელმა სამმხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გაირკვა, რომ მაღაროელები კიდევ ერთი თვის ხელფასს აიღებენ.

კომპანიასთან, რომელმაც კრიზისის გამო მუშაობა შეაჩერა, ახლა მოლაპარაკებებს სახელმწიფო და პროფკავშირები მართავს. სწორედ ამ სამმხრივ ფორმატის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, უზარმაზარი ფინანსური ზარალისა და დახურული წარმოების მიუხედავად, მაღაროელებისთვის ხელფასისა ჩარიცხვა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უშუალოდ ჭიათურაში გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ წარმოადგინა ამ შეხვედრაზე პოზიცია მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გეგმაზე. მოხდება ამ გეგმის დეტალური განხილვა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განახლებას ეხება. არის კომპანიის მზაობა, განაახლოს სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით, ასევე მზად არის, გასცეს ერთი თვის ანაზღაურება. ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული და ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მოგვიანებით, კომპანიამ დააზუსტა, რომ რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება. ეს კი კადრებისა და პროცესის ოპტიმიზაციას მოიცავს. კონკრეტულად კი პირობები ასეთია:

- საწარმოს სტრუქტურული რეორგანიზაცია;

- ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია;

- შიდა ვაკანსიების გამოცხადება;

- თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაწყება;

- უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო პირობების დანერგვა.

შედეგად, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში განახლდება. საუბარია სრულყოფილი რეორგანიზაციის პროცესზე, რომელიც ყველა დასაქმებულს, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

აღნიშნული პროცესები ემსახურება არარენტაბელური წარმოების გაჯანსაღებას, ეფექტიანობის ზრდას და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას.

კომპანიაში კატეგორიულად აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება. დამატებითი ინფორმაცია კი რეორგანიზაციის ეტაპების, ვაკანსიებისა და გადამზადების შესაძლებლობების შესახებ ეტაპობრივად გასაჯაროვდება.

როგორც ჩანს, არსებული პირობები გაფიცულ მაღაროელებს დიდად არ მოსწონთ. ქალაქში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამმხრივი კომისიის შეხვედრა გააპროტესტეს, რომელსაც მაღაროელები არ ესწრებოდნენ.

გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, სანამ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მუშა პროცესი მათი პირობებით არ განახლდება.

ვაგრძელებთ აქციებს და ვიცავთ საზღვრებს. ჩვენი ახალი გეგმა გავაცანით მაღაროელებს და მოქალაქეებს. მოთხოვნა იყო, რომ პროფკავშირების ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რისთვისაც ხელმოწერები შევაგროვეთ. რათა, პირველადი პროფკავშირი ჭიათურამ ხელში დავიჭიროთ და კანონის გზით ბრძოლის მეტი შესაძლებლობა გვქონდეს. არჩევნების გზით პეტრიაშვილს ვაჩვენებთ, რომ მისდამი ხალხის ნდობა არის ნული.

მეორეა, რომ შეიქმნას ფონდი, სადაც შემოსავლიდან 5% ჩაირიცხება. ფონდის შექმნისთვის 1000 ხელმოწერა გვჭირდება, რათა შემდეგ სახელმწიფოს მივმართოთ, რომ ეს არის ხალხის მოთხოვნა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განუცხადა ბიზნეს მედიას მიქაცაძემ.

მისი ცნობით, გუშინდლიდან, როდესაც სამმხრივი კომისიის შეხვედრა შედგა, პერიოდში სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ან თავად პროფკავშირისგან გამოხმაურება არ ჰქონიათ. ამრიგად, მაღაროელები აქციებს აგრძელებენ და მოითხოვენ, რომ მუშა პროცესი უნდა აღდგეს იმ პირობებით, რასაც გაფიცულები ითხოვენ.

DDDzia რა უნდათ ნეტავ მუშებს?
ესენი არ იყვნენ სოციალიზმის დამხობას რომ ზეიმობდნენ?
კონტრრევოლუციას ხელს უწყობდნენ, ქაქუცებს, მაღლაკელიძეებს, ჟორდანიძეებს, ჩხენკელებს და კიდევ უამრავ მსგავსთ ლამის წმინდანად რიცხავდნენ, რაკი ისინი რევოლუციონერებს ებრძოდნენ, ხოცავდნენ, წვავდნენ?
რევოლუცია თქვენთვის იყო თქვე რეგვენებო, მაგრამ რანიც იყავით ისინი დარჩით და კი გადაგაგდოთ ზემოთჩამოთვლილთა შთამომავლებმა და დააბრუნეს კაპიტალიზმი.
კაპიტალიზმი კიდევ ასეთია.
ახლა ისხედით და სახელოები ღეჭეთ.
მორჩა კინო.
1 საათის უკან