ახალი სანომრე ნიშნის შეცვლა სავალდებულო არ იქნება

ახალი სანომრე ნიშნის შეცვლა სავალდებულო არ იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, 2014 წლის შემოდგომიდან სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2030 წლამდე იქნება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ოთარ დანელიას განცხადებით, სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ აღებული, ძველი სანომრე ნიშნის იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს.
როგორი იქნება ახალი სანომრე ნიშნები, ამ საკითხზე for.ge. ოთარ დანელიას ესაუბრა.

ევროსტანდარტების მიხედვით შექმნილის სანომრე ნიშნების შემთხვევაში რა სტანდერტები იქნებ გათვალისწინებული?

ოთარ დანელია: გავითავლისწინეთ ის, რომ ხელშეკრულება იქნებოდა ხუთწლიანი ვადით. საკამოდ გრძელვადიანია ხელშეკრულებისთვის ხუთი წელი და შესაბამისად, გავითვალისწინეთ ხუთი წლის მანძილზე რა საჭიროებები შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში და მათ შორის იყო დიზაინი. პირველი, ეს არის სტანდარტი, რომელიც უახლოვდება ევროსტანდარტს. ჩვენ, ყველა პროექტს, რომელსაც ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ ევროსტანდარტებს და დირექტივებს, ვინაიდან მეორედ არ მივუბრუნდეთ აღნიშნულ თემას.

ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც. მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის იქნება განლაგებული სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა - სახელმწიფო დროშის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარდების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები.
სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება?

- ის საფასო პოლიტიკა, როგორც დღეს არის დიფერენცირებული ყველა სანომრე ნიშანზე, ანალოგიურად, გავრცელდება ახალ სანომრე ნიშნებზეც, ანუ ფასებში ცვლილება არ იქნება.

ხშირად, მანქანის მფლობელები უპირატესობას ანიჭებენ ფასიან სანომრე ნიშნებ. ვისაც უკვე აღებული აქვს ძველი ფასიანი სანომრე ნიშანი, ახალ სანომრე ნიშანში გადასაცვლელად დამატებითი თანხა ექნებათ გადასახდელ?

- სავალდებულო არ იქნება, რომ მძღოლებმა შეცვალონ ძველი ნომრები. ძველ ნომრებს ვადა უგრძელდებათ 2030 წლამდე. შესაბამისად, შეცვლა არაა სავალდებულო. თუმცა, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ძველი ფასიანი სანომრე ნიშანი გადაცვალონ იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში და ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ იქნება საჭირო. დავუშვათ, თუ ჰქონდა 200 ლარიანი ნომერი, გადაიხდის დაბეჭვდის თანხას მხოლოდ 35 ლარს, ეს არის დამზადების ღირებულება, ხოლო ახალ სანომრე ნიშანში ფულს არ იხდის.

რაც შეეხება აშშ-დან და იაპონიიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, მათ თუ ექნებათ საშუალება, რომ ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები?

- რა თქმა უნდა. იცით, რომ ხშირად წვალობდნენ - ხან ჭრიდნენ ამ სანომრე ნიშანს და ხან კეცავდნენ, რომ ჩატეულიყო იმ სანომრე ყალიბში, რაც მოჰყვება იაპონურ და ამერიკულ მანქანებს ქარხნულად. შესაბამისად, ესეც გათვალისწინებულია ახალ პროექტში. სანომრე ნიშანი არის ზუსტად იმ ზომის რა სტანდარტიც არის იაპონიიდან და ამერიკიდან იმპორტირებული მანქანის სანომრე ყალიბი. თავისუფლად შეძლებენ იგივე ზომის ნომერი დამატებითი ზემოქედების გარეშე დააყენონ.

როგორც ცნობილია, ახალი სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით უნდა ჩატარდეს ტენდერი. როდის გამოცხადდება ტენდერი და გარდა ქართული კომპანიისა, უცხოურ კომპანიებს თუ ექნებათ მასში მონაწილეობის საშუალება?

- უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. შესაბისად, ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.