ზელენსკი ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება, ამავე დროს ამერიკას აკრიტიკებს

ზელენსკი ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება, ამავე დროს ამერიკას აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-ის გადაცემა „60 წუთს“ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ჩასულიყო უკრაინაში, რათა თავად ნახოს რუსული შემოჭრის შედეგები. ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა თეთრი სახლის მიდგომა მხოლოდ უკრაინაზე ზეწოლის შესახებ.

CBS News: დღეს, შეგიძლიათ თქვათ, რომ შეერთებული შტატები გვერდით გიდგათ?

ვოლოდიმერ ზელენსკი: გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით არის. მაგრამ, ეს პაუზა ეჭვს მიჩენს. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რომ ამერიკა არა მარტო მხარს გვიჭერს, არამედ მინდა ეს ვიგრძნო. ამიტომ, დონალდ ტრამპს ვეპატიჟები უკრაინაში, რათა თავის თვალით ნახოს რა ხდება ომის ფრონტზე.

შეგიძლიათ შეერთებული შტატების გარეშე ყოფნა?

- ვფიქრობ, შეერთებული შტატების გარეშე ჩვენ დიდ ზარალს მივიღებთ, როგორც ადამიანურს, ასევე ტერიტორიულს. ასე რომ, არ მინდა ამის წარმოდგენა. ასეა თუ ისე, ჩვენ დავასრულებთ ამ ომს. შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღო. აქედან დაახლოებით 100 მილიარდი იყო სამხედრო, რომლის უმეტესი ნაწილი დაიხარჯა აშშ-ში ამერიკული იარაღის წარმოებაზე.

რას ეტყვით ამერიკელ ხალხს, ვისი ჯიბიდანაც თქვენ ამ სამი წლის განმავლობაში მიიღეთ 175 მილიარდი დოლარის დახმარება?

- ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. უკრაინა იცავს ჩვენს საერთო ღირებულებებს, ასევე ვიცავთ მთლიანად ევროპას. მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის. მაგრამ მათი პატივისცემის მიუხედავად, ვინც ახლა კვდებიან, არიან უკრაინელები. ამიტომაც ვამბობ, რომ იარაღის მიცემით სხვა ქვეყნები იცავენ საკუთარ ხალხს.

მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს დახმარება პრაქტიკულად შემცირდა. გასულ თვეში თეთრმა სახლმა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა გამოაცხადა, მაგრამ ეს არ განხორციელდა. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ პუტინთან მოთმინებას კარგავს.

თეთრმა სახლმა გამოაცხადა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა, მაგრამ ის ძალაში არ შევიდა. რატომ?

- პუტინის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთან არაერთხელ მილაპარაკია. ასე რომ, როცა მეკითხებით, რატომ არ მუშაობს ცეცხლის შეწყვეტა, სწორედ ამიტომ. პუტინს არასოდეს სურდა ომის დასრულება. პუტინს არასდროს სურდა, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით. პუტინს სურს, რომ მთლიანად გაანადგუროს ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ხალხი.

პუტინის ჯარები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს იკავებენ. დაახლოებით 200 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეხვედრის ერთ მომენტში გინდოდათ აგეხსნათ ვიცე-პრეზიდენტ ვანსისთვის თქვენი შეხედულებები ვლადიმერ პუტინთან გარიგების შესახებ. კონკრეტულად რისი თქმა გინდოდათ?

- ვიცე-პრეზიდენტს აქვს პოზიცია, რომელიც პირველად არ მომისმენია. ის პუტინის ქმედებებს ამართლებს. მთავაზობენ თამაშის შეცვლას, მაგრამ თამაშში შესვლა არ მინდა. რუსი აგრესორია და ჩვენ ვართ მსხვერპლი.

პუტინი ამბობს, რომ სრული ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვს უკრაინის სამხედროებს განიარაღებას, გარანტიას იმისა, რომ უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს...

- პირველ რიგში, პუტინს რაიმის მოთხოვან არ შეუძლია. პუტინი ფსონს ვერ დადებს რაიმე პირობაზე, როგორც ისევე ჩვენ არ შეგვიძლია რუსებს რაიმე პირობა წავუყენოთ. უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ამერიკამ ჩვენი დახმარება შეწყვიტა. პუტინს სურს ჩვენი სუვერენიტეტის განადგურება. ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა მის შესაჩერებლად ძლიერი ნაბიჯები უნდა გადაგდას.

როგორც ჩანს, პუტინის მიმართ სიძულვილს გრძობთ...

- უკრაინისთვის ახლა არც თუ ისეთი რთული პერიოდია, ვიდრე ეს იყო ომის პირველ დღეებში. თავიდან ჩვენ მხარდაჭერის გარეშე ვიყავით. მალევე უკრაინის ირგვლივ გაერთინდა ევროპა და ამერიკა. ისინი პუტინის კარის გალავნები გახდნენ. ახლა ბრძოლის ველზე ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ახლა გაურკვეველი სიტუაციაა, რაც პარტიორებისგან მოდის. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის პოზიცია იმუშავებს ომის დასასრულებლად. თუმცა, ზოგიერთ საკითხებში პარტნიორის მხრიდან გაურკვევლობას ვგრძნობთ. ვიცით, ვინ არის პუტინი და მისი არ გვჯერა.

თქვენ ითხოვთ, პატრიოტის სარაკეტო სისტემებს. თითო სისტემა, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარი ღირს. თქვენ საუბრობთ მათ გადახდაზე. როგორ აპირებთ ამას?

- არსებობს უკრაინის დასაცავად რამდენიმე ნაბიჯი. პირველი - ერთი პატრიოტის სარაკეტო სისტემა, რომელიც ღირს 1,5 მილიარდი დოლარი, მზად ვართ ვიყიდოთ. გვჭირდება დაახლოებით ათი ასეთი სისტემა, რათა დავიცვათ ისეთი ქალაქები სადაც ბევრი ხალხია. ამ ათ სისტემის შესაძენად 15 მილიარდია საჭირო. მზად ვართ ეს თანხა გადავიხადოთ. ამ ფულს ვიშოვით. მეორე ვარიანტია, როგორც ბაიდენს, ასევე ტრამპსაც ვუთხარი, რომ გაეკეთებინათ მისი შესყიდვა, ან დახმარების სახით გამოგვიგზავნეთ-თქო. არ დავასახელებ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ შეერთებული შტატების საკუთრებაში არსებული სისტემები. არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ამერიკული „პეტრის“ სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციბი იქ არ არის.

როგორ ფიქრობთ, რა არის სასწორზე ამ მომენტისთვის?

- მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხეშია. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სპეკულაცია, საფრთხე რეალურია. პუტინის საბოლოო მიზანია რუსეთის იმპერიის აღორძინება და ნატოს მფარველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების დაბრუნება. და ის, რომ შეერთებული შტატები ნატოს ნაწილია, ნიშნავს, რომ ისინი ჩაერთვებიან ნებისმიერ პოტენციურ კონფლიქტში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=MWLPmrDNeis