პოლიტიკური კეთროვანი  - არც „აქ“ დაედგომება და არც „იქ“ იღებენ

პოლიტიკური კეთროვანი  - არც „აქ“ დაედგომება და არც „იქ“ იღებენ

გიორგი გახარია ორ ცეცხლშუა მოექცა. 14 აპრილს საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გამო, მას მთელი ოპოზიცია აუჯანყდა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2 აპრილს დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად დადო შეთანხმება, რომ ისინი საგამოძიებო კომისიაზე არ მისულიყვნენ. ამ საგანგებო ბრიფინგიდან 13 დღეში კი ექს-პრეზიდენტის წინაშე დადებული პირობა პირველი გახარიამ დაარღვია. ყველა ელოდება რა, რეაქცია ექნება თავად ზურაბიშვილს, თუმცა ექს-პრეზიდენტი დუმს.

საგამოძიებო კომისიაზე გახარიას დაკითხვამდე პარლამენტში არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი დაიბარეს, რომელთაგან არც ერთი არ მივიდა. ამის გამო მათ ბრალი წაუყენეს, გირაო შეუფარდეს და პატიმრობა ემუქრებათ. გახარია ერთადერთია ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს შორის, ვინც კომისია აღიარა და მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხები გასცა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კომისიაზე მისვლით გიორგი გახარიამ, პირველ რიგში, თვითდაზიანება მიიყენა. მათი აზრით, ის არ არის სანდო პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციის ფორმატში ყოფნას იმსახურებს და მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთობის მთავარი პრობლემა გახარიაა. მათი აზრით, გახარიას სიტყვებს გახარიას წინააღმდეგ იყენებს „ქართული ოცნება“ და ამტკიცებს, რომ პოსტი ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფმა პრემიერმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოთხოვნით დატოვა.

ყოფილი პრემიერის გუნდში ფიქრობენ, რომ შეთანხმების დარღვევა ღირდა იმ ჩვენებად, რომელიც კომისიას გახარიამ მისცა და აქვე ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფორმატის დატოვებით დაიმუქრნენ. თავად გახარია კი ამბობს, რომ არავის საქმე არ არის, მით უმეტეს ოპოზიციის, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილებებიც კი ვერ მიუღია, ჰკითხოს, სად მივა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გამორჩეულად ფავორიტი პრემიერი ისეთივე დაღმასვლით მიდის ოპოზიციურ ფლანგზე, როგორც ბუტაფორიული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„გახარიას უნდა ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი თავის ისე პოზიციონირება, თითქოს რადიკალურ ნაცკლასტერს არ წარმოადგენს, თუმცა „ნაცმოძრაობასთან“, სხვადასხვა საკრებულოებში, ალიანსები აქვს შეკრული, მათ დღის წესრიგს ტირაჟირებს და ამ დროს, უნდა, გულწრფელი და სპეტაკი ლიდერი იყოს. ეს ყველაფერი არის ფარსი. ის რომ გახარია არ არის სანდო და ნებისმიერ წუთს შესაძლოა უღალატოს პოლიტიკურ პარტნიორებს, ეს „ოცნებაზე“ კარგად არავინ იცის. ახლა, როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც მიხვდნენ რა ვირეშმაკობასაც აკეთებს და ამიტომ მის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს. 14 აპრილს, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარია არის ცრუპენტელა და ფარისეველი. იმდენად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ჰქონდა და იმდენად ბევრი ტყუილი ილაპარაკა, რომ საბოლოო ჯამში, სულ აიხლართა. პარლამენტარებს აბრალებდა, თითქოს ისინი იტყუებოდნენ. გახარია არის დაუხვეწავი, იაფფასიანი შარლატანი, რომლის ვირეშმაკობები რადიკალურ ოპოზიციაშიც კი მიუღებელი აღმოჩნდა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ფაქტია რომ გიორგი გახარია სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანებმა დაგმეს და კომისიაზე მისი სრული ლუსტრაცია მოხდა.

„ის გაურკვევლობა, რომელიც დარჩა გახარიას მხრიდან, აპირებენ თუ არა პარლამენტში შესვლას ან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ ღიაა. გახარია პოლიტიკური წონადობით არაფერს აღარ წარმოადგენს. ის დაახლოებით ისევეა, როგორც გიორგი ვაშაძე ან ლევან ხაბეიშვილი. იმის წარმოჩენა, თითქოს ის არის ლიდერი, მენეჯერი, ეს ყველაფერი მას შემდეგ გაქრა, რაც მან გუნდი მოღალატეობრივად მიატოვა და მთელი ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა. მე მიკვირს ასეთ ადამიანს ოპოზიციაში როგორ ენდობიან და რატომ უკვირთ, რომ ის მათ ორ შაურად გაყიდის. გახარიას პირადი პოლიტიკური მომავალი აღელვებს და ოპოზიციას იმ წამს გადააგდებს და პარლამენტში შევა, როგორც კი ამას საჭიროდ ჩათვლის“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე ფაქტობრივად აღიარა, რომ ის ამერიკის ელჩის ზეწოლის შედეგად გადადგა. ამერიკის მაშინდელი ელჩის კელი დეგნანის გამოქვეყნებული განცხადებიდან რამდენიმე საათში პრემიერის თანამდებობა დატოვა და ასეთი პოლიტიკოსის მიმართ, როგორ შეიძლება ნდობა არსებობდეს?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გახარია ამ სიტუაციიდან, რომელშიც ახლა ოპოზიცია იმყოფება, ხეირის ნახვას ცდილობს. საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ ის დისტანცირდება ოპოზიციის ამ ნაწილისგან, რომელიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ჰარაკირის იკეთებს. შესაბამისად, ის პოზიორობს ოპოზიციური ამომრჩევლის წინ და არჩევნებისთვის პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული.

„როგორც ჩანს, ოპოზიციას, რომელსაც მათი უფროსები, დასავლეთიდან უთითებენ, რომ არ ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ აღიარონ პარლამენტი და არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, რითაც პირდაპირ პოლიტიკურ ჰარაკირის იკეთებენ, გახარიამ გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს. მისი კომისიაზე მისვლის გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული და იმის ჩვენება, თითქოს მას არ ეშინია და ოპოზიციის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით კითხვებს არ გაურბის. ვიცით, რომ იგი „ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლის ხმებით გადის, მაგრამ ამ ხალხის მხარდაჭერა როდემდე ეყოფა, შესაძლოა დაკარგოს და ამიტომ ოპოზიციის ხმებზე ნადირობს.

თან ოპოზიციას ეუბნება, რომ თქვენთან ვარ და თან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ის ცდილობს მესამე პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდეს და მისი გათვლები სწორედ ამას ემსახურება. ოპოზიცია ახლა მიხვდა მის ეშმაკობას, ამიტომაც მოაქციეს ცეცხლის ქვეშ. როგორც ვხედავთ, მას დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან, ოპოზიციას ვგულისხმობ, უფრო შორსმიმავალი პოლიტიკური ხედვები აქვს და ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებს. ვნახოთ, აქედან რას მიიღებს და რა სახის დივიდენდს მოიპოვებს, მაგრამ ოპოზიციას რომ ერთი ნაბიჯით უსწრებს, ეს ფაქტია“, - ამბობს საყვარელიძე.

მარბიელი სინდიოფალას რომ გავხარ აბაშიძევ, განა რამდენს გიხდიან ამდენი შხამის ნთხევაში!
თუმცა შენგან რა გასაკვირია, შენ ხომ იმ ლევან აბაშიძის შთამომავალი ხარ, ხრესილში საკუთარ შვილიშვილს რომ ებრძოდა - ტყვეებნის გაყიდვა როგორ აკრძალეო!
4 საათის უკან
Gami გახარიას ხლესტაკოვამდე და ოსტაპ ბენდერამდე ბევრი უკლია, კვაჭი კვაჭანტირაძემდე ხომ საერთოდ... გახარია თუქსუსია, ბაჩა- ბაზი კეკლუცობის ფაზაში.
2 საათის უკან
Aburjga Tasmanieli გახარიას მიმართ რასაც ეს კომისია ელაპარაკებოდა შიგა და შიგ სიმპატიებიც კი გამიჩნდა! კომისიის არგუმენტები არ არის დამაჯერებელი! განსაკუთრებით ხრესილის საგუშაგოსთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული ბრალდება! ვერ დავიჯერებ, რომ გახარიამ იქ საგუშაგო იმიტომ ააშენა, რომ საქართველოს მტრობდა?! ამას შეიძლება შეცდომა ვუწოდოთ, მაგრამ არა მტრობა! ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ კომისია გახარიას დასადანაშაულებლად შეიქმნა! გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მინდა გითხრათ, არ ვყოფილვარ და არც ვარ გახარიას მომხრე! დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
2 საათის უკან
ლაზი გახარიას შეიძლება ბევრი რამე ეშლება და არც ის არის გამორიცხული, სხვის ჭკუაზე ემოქმედა, მაგრამ მისი დანარჩენ ოპოზოციასთან ერთად გახვეტა მაინც არ იქნება სწორი. ის ერთად ერთი კაცია ოპოზიციაში, რომელთანაც ნორმალრი საუბარი შეიძლება და არც უხამსად მიმართავს არავის. მისი პარტიაც მეტ ნაკლებად მოზომილი ქცევით გამოირჩევა დანარჩენებისაგან.
უფრო მეტიც, საერთოდ არ იყო საჭირო კომისიის მიერ მისი საქმის ახლა წამოწევა, რამაც გააუბრალოვა 2008 წლის მოვლენების ტრაგიკული სურათი.
ე.წ. "გავრილოვის ღამის", გახარიას გადადგომის და 2008 წლის ომის, ერთ სიბრტყეში განხილვა, ტაქტიკური კი არა, ნამდვილად სტრატეგიული შეცდომაა.
2 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ლაზი, ძალიან საღად, სამართლიანად მსჯელობთ! ამ კომისიამ გახარიას "საქმის" წამოწევით ძალიან დიდი? ბრიყვული შეცდომა დაუშვა! არ შეიძლება მატარებლების შეჯახების საკითხის და ფერმაში სახურავიდან წყალის ჩასვლის გამო ნამჯის დაზიანება ერთად განიხილებოდეს!
50 წუთის უკან