„რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა - ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მხრიდან ამ კითხვის დასმის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებით ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა თეა წულუკიანის სახლთან აქცია გამართეს.
ცხადია, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და განსაკუთრებით 2008 წლის ომის საკითხი მტკივნეულია რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელმაც ერთდღიანი ომი ისე აწარმოა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, სამხედროებს თავზე გადაახიეს სამხედრო გეგმა და ომის დაგეგმვა და წარმოება პოლიციურ ძალას გადაულოცეს, თან ისე, რომ პროცესში ჩართული იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. დიახ, მტკივნეულია, რადგან ომის ისე აწარმოეს, რომ არ ჰქონდათ ევაკუაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო მშვიდობიან მოსახლეობაში.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს. წულუკიანი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატი ქართველი სამხედროების გასამართლება არ არის და არც ამის სურვილი არსებობს. მისი თქმით, კომისიის მიზანია, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების, სააკაშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის, მისი მოადგილის, ჯანაშვილის და სხვა პოლიტიკური პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მე ჯერ კიდევ სტრასბურგში ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში, ომის მესამე დღეს შემოიტანა საჩივარი აგვისტოს ომის თემაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს იყო რამდენიმე ფარატინა ფურცელი. მე მაინც ვერ მომატყუებენ, რა იდო იმ საჩივარში, რადგან ეს საჩივარი ჩემ მიერ დარეგისტრირდა, ანუ წარმოებაში იქნა მიღებული. ეს მოხდა საღამოს ჟამს, როდესაც ადეიშვილის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან დამირეკა ბატონმა დავით თომაძემ ჩემს მობილურ ტელეფონზე, რაც არასდროს არ ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ჩემი ნომერი, ოფიციალური არხებით ვურთიერთობდით, ვინაიდან მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები და თანაც პირად ნომერზე შემოვიდა მისი ზარი. მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა და მან რეალურად ტელეფონით შემოიტანა საჩივარი. მეუბნებოდა, რომ ჩვენ გვიბრძანეს, დავტოვოთ იუსტიციის სამინისტრო, რადგან რუსები მოდიან და მიიღეთ საჩივარი, ზეპირად დაარეგისტრირეთო. ვურჩიე, რომ მეილით მაინც მოესწრო რაღაცის გამოგზავნა და ეს რაღაცა მან სიჩქარეში გამოაგზავნა, რასაც მივეცი მსვლელობა და ასე დარეგისტრირდა, ეს არის ფაქტი.
სტრასბურგის განაჩენში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად. ასევე, რატომ ავიწყდებათ, რომ იქ არ იყო მარტო ანწუხელიძე? იქ იყო კახაბერ ხუბულური, იქ იყო უშანგი სოფრომაძე. მათი ღირსება სამართლებრივად ჩვენ დავიცავით რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, გორში რომ ბომბი ჩამოვარდა, ის საერთოდ გატანილი იყო“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს 16:00-ზე პარლამენტთან მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. „ანწუხელიძე უკვდავია“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს, რომელთა განცხადებით, წულუკიანმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული, ვიღაცის პიარისთვის“. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თეა წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს.
„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდის ზეპატრიოტიზმზე“, - დაწერა ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც არაერთხელ დასდო საქართველოს ბრალი ომის დაწყებაში.
„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“, - ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! - ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი - „უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა - ეს არის ეროვნული ღალატი! გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? და თქვენ, საერთოდ, ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!
ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი - „უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა - ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის! არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ფაქტი ისაა, რფომ რადიკალები ცდილობენ, რომ მორიგი საპროტესტო მუხტი წულუკიანის განცხადების გარშემო ააგორონ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს, რომ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება და ის, რომ გმირები ცოცხლები ყოფილიყვნენ, ეს ფაქტის კონსტატაციაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.
„ის, რომ წულუკიანის განცხადების საპროტესტოდ მოქალაქეები მის სახლთან შეიკრიბნენ ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა და მეორე, ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი თან არაეფექტიანი, თან აბსოლუტურად ფაშისტური ქმედებების განხორციელება არ აიხსნება, ასეთი ქმედებები განწირულია წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასთან. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. აქ თეა წულუკიანის როლი საკვანძოა, ის არის კომისიის ძალიან კარგი თავმჯდომარე, კარგად მიჰყავს კომისიის საქმიანობა და ამით გაღიზიანებულები არიან ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელიც საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობს როგორც მოწვეული ექსპერტი, აცხადებს, რომ გიორგი ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლების პირადი მძღოლი იმ დროს იყვენ შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია. მისივე განცხადებით, სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ დღეებში გარდა იმისა, რომ რუსი გენერლების პირადი მძღოლების ფუნქციას ასრულებდნენ, რესტორნებშიც ერთად სიამოვნებით ქეიფობდნენ და აზრადაც არ მოსვლიათ თავდადება გამოეჩინათ.
„გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია თუ ლადო ვარძელაშვილი, და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ - ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად - აზრადაც არ მოგსვლიათ?
გენერალი ჩობანი, პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციაში დასასვენებლად შეყვანის მაგივრად - რატომ არ „ჩააძაღლე“ და ლუციფერის ბანაკიდან, ჯვარცმული ავაზაკისა არ იყოს, დღეს ხომ „წმიდა მოწამეთა“ დასში მოგიხსენიებდით? ეს თქვენი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი კუდიანი დედაკაცი კი დააოკეთ, გირჩევთ, თორემ, რაც გენერალ ჩობანს დააკელით, ზუსტად ის არ აცდება!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ასე ძალიან არ აგვიანებდა ხოლმე გადაწყვეტილების მიღებას ის ავადმყოფი, როცა რამე სურდა.
კბენით მასაჟის მკეთებელი პრასტიტუტკა ხომ ერთ დღეში ჩამოიყვანა თბილისში. თვითმფრინავიც კი გაუგზავნა, მალე რომ მისულიყო.