სახელმწიფო გლეხებისგან ყურძენს წელს სხვადასხვა ფასით ჩაიბარებს

სახელმწიფო გლეხებისგან ყურძენს წელს სხვადასხვა ფასით ჩაიბარებს

წელს რთველის სუსიდირებაში ცვლილებები შევა. მართალია, ფერმერების ხელშეწყობა ისევ გაგრძლედება, მაგრამ მათ მიერ მოწეულ ყურძენს სხვადასხვა ფასი დაედება. ამის ინიციატორი კი ამჯერად სახელმწიფო იქნება.

2025 წლის რთველის პერიოდში ხარისხიან და დაბალხარისხიან ყურძენს მთავრობა უკვე სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას თქმით, მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის, რთველის პერიოდში, სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს. შესაბამისად, წელს მიღებული გადაწყვეტილებით, შესყიდვის დროს ფასი მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე ფასში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება.

ქართული ღვინის წარდგენა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ვენახიდან, იწყება; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს მაღალი ხარისხის. მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის, რთველის პერიოდში, სახელმწიფოს უწევს ჭარბი ყურძნის შესყიდვა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ფერმერისგან კვლავ ჩაიბარებს ჭარბ ყურძენს, თუმცა, შესყიდვის დროს ფასი გვექნება დიფერენცირებული - მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე ფასში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება. ყურძნის ხარისხში, შაქრიანობასთან ერთად, იგულისხმება ყურძენი სიჯანსაღე, რაც დაავადებების არარსებობას ნიშნავს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ჯერ დამუშავების საგანია მეთოდები, რომლითაც ყურძნის შეფასება მოხდება. ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი და, შესაბამისად, ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

დაანონსებულ ცვლილებებს ასე თუ ისე დადებითად აფასებენ მეღვინეები.თბილღვინოსდამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა შესაცვლელია და საერთოდ ამ პროგრამიდან გამოთავისუფლებული თანხა ღვინის მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდისკენ უნდა მიიმართოს.

გასაგებია, რომ ყურძნის სუბსიდირება სოციალური პროექტია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ორი კომპონენტი აქვს. ერთი - ეს არის ჭარბი ყურძნის შესყიდვა, რომელიც არ შეესაბამება იმ ხარისხს და ბიუჯეტიდან იმ საბაზრო ფასს არ უნდა იხდიდეს, რასაც იხდის. კარგია, თუ ამ შემთხვევაში ცვლილებები შევა, ამას მივესალმები.

მეორე კომპონენტია, როდესაც თუნდაც კერძო კომპანიებს უვსებენ ყოველ კილოგრამზე გარკვეულ თანხას, რაც ჩემი აზრით, დიდი ხმის წინ უნდა შეწყვეტილიყო. თუ არ ვცდები, ყოველწლიურად სუბსიდიაზე დახარჯული თანხა 100 მილიონ ლარს აღემატება, როდესაც მარკეტინგზე გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარსაც კი ვერ აღწევს. წარმოიდგინეთ, ამხელა გამოთავისუფლებული რესურსი ღვინის მარკეტინგზე რომ დაიხარჯოს, იმ გზაზე სვლა აგვიჩქარდება, რის დასაწყისშიც ახლა ვართ. მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - აღნიშნაბიზნესპარტნიორთანმარგველაშვილმა.

არსებობს კიდევ უფრო კრიტიკული შეფასებაც. მაგალითად, სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ყურძნის სუბსიდირებას საერთოდ არ ეთანხმება.

ყურძნის სუბსიდირება, აბსოლუტურად სოციალური პროექტია და კავშირი არ აქვს ღვინის ბიზნესთან. ჩემი აზრით, ყურძნის .. ჩაბარების არასწორი პრაქტიკაა. აქ საუბარია, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიიღოს, რომ ჩააბაროს. მონეტიზაცია სად შეიძლება რომ მოხდეს - ყურძნით თუ ღვინით? როცა გლეხმა იცის, რომ მას შეუძლია, სადღაც ჩააბაროს ყურძენი, რა თქმა უნდა, ცდილობს მონეტიზაცია მოახერხოს ყურძნით.

ძალიან საინტერესო მგონია კოოპერატივების მოდელი. მისი მხარდაჭერა იქნებოდა ფანტასტიკური. ეს ყველა ქვეყანაში რთულია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ გერმანიაში უკვე ერთ-ერთი საინტერესო მოდელია განსაკუთრებით საშუალო და დაბალფასიან ღვინოებში. ისეთი რამ უნდა იყოს, რომ გლეხმა მართლა ღვინო აწარმოოს, ნორმალური ღვინო და ეს არ იყოს სახლის ღვინის დონე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაავადებულია ხოლმე. აქ მიდის სწორედ ის, რაც მე არ მომწონს, ქვევრის ფენომენის ექსპლუატაცია - ეს ქვევრია, მამა-პაპები ასე აკეთებდნენ და ამ დროს ღვინო შეიძლება ძალიან დაავადებული იყოს“, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.