"ჩმორი", "თესლი", "უზრდელი ბიჭი", "გამოდი თუ ვაჟკაცი ხარ" - ამ სიტყვებით პარლამენტარ მურმან დუმბაძის შვილი, მუხრან დუმბაძე მერაბ ღოღობერიძეს მიმართავს. სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც Ambebi.ge-ს მერაბ ღოღობერიძემ მიაწოდა, მუხრან დუმბაძე შეხვედრას და საქმის "გაიასნებას" ითხოვს.
როგორც მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, კახა კუკავამ ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველ ნომრად წარადგინა, მუხრან დუმბაძე კი დაშინება-დაშანტაჟებით გზით ცდილობს, პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორებას. გარდა ამისა, ღოღობერიძე აცხადებს, რომ მუხრან დუმბაძე მასზე გულმოსულია და ვერ პატიობს დუმბაძეების სახლთან მუყაოს მასალისგან დამზადებული მეჩეთის ფიგურის მიტანას, რითაც მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მურმან დუმბაძის შეცვლილი პოზიცია გააპროტესტა.
Ambebi.ge მუხრან დუმბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც არ უარყო მერაბ ღოღობერიძესთან შეხვედრის და "საკითხის გარკვევის" სურვილი. ის აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძემ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ყველა ქართველი, ისიც შესაბამისად იმოქმედებს ღოღობერიძესთან შეხვედრისას. დუმბაძე არ აკონკრეტებს, თუ რა შეურაცხყოფაზეა საუბარი და რას მოიმოქმედებს მერაბ ღოღობერიძესთან შეხვედრის დროს.
Ambebi.ge გთავაზობთ აუდიო ჩანაწერის შინაარსს:
მ.ღ: მუხრან, კიდევ ერთხელ გეუბნები, ნასვამი ვარ და ვერ გნახავ დღეს.
მ.დ: რას მებავშვები, შენი ნახვა მინდა, დღეს, ხვალ, ზეგ...
მ.ღ: მითხარი, რატომ უნდა მნახო?
მ.დ: რომ გნახავ, მერე აგიხსნი, რატომ უნდა გნახო.
მ.ღ: საკითხი?
მ.დ: საკითხი არა ისა... ჩამოგითვალო ბიჭო?! გეუბნები ნახვა მინდა და უნდა გნახო და რას მემალები ბიჭო.
მ.ღ: მე შენ გემალები?
მ.დ: მემალები აბა რა, ბიჭო. ნომერი იცი და დამირეკე ტელეფონზე.
მ.ღ: შენ მე მემუქრები და გთხოვ, ბათუმლები ვართ და ნუ გადავალთ ზღვარს.
მ.დ: რომ გნახავ, მე შენ აგიხსნი...
მ.ღ: რას ამიხსნი, ქურდი არ ხარ ძველი ბიჭი, რომ ამიხსნა.
მ.დ: რა ძველი ბიჭი და რა გემუქრები და რა ძველობაზე მელაპარაკები, უნდა გნახო და დანარჩენს მერე "გავაიასნებთ".
მ.ღ: რას "გავაიასნებთ"?
მ.დ: აი ბიჭო, არ მინდა ახლა "ლაუნდ სპიკერით" ლაპარაკი, გნახავ და დაგელაპარაკები, ნუ მემალები.
მ.ღ:მე გემალები?
მ.დ: უზრდელი ბიჭი ხარ შენ.
მ.ღ: შენ არ ხარ უზრდელი?
მ.დ: ამ წუთას სად ხარ? ნუ მემალები, გზაში შევხვდებით...
მ.ღ: და რას იზამ?
მ.დ: შენნაირ ბიჭებს ხომ იცი როგორ ექცევიან? უზრდელი ბიჭი ხარ და ისე უნდა მოგექცე, სად ხარ მითხარი, უნდა გნახო. ვაჟკაცი კაცი ხარ?
მ.ღ: შენ თუ შაობა და ძველბიჭობა გინდა, მე წლებია ვერბრძვი ამას და თუ ძველბიჭობა გინდა...
მ.დ: მე შენ უნდა გნახო და რაფერც უზრდელ ბიჭებს ექცევიან, ისე უნდა მოგექცე. ჩემთან ოჯახში რომ იყავი, მე არ ვიყავი მაშინ სახლში... მთელი ცხოვრება არაკაცურად იქცევი, ცუცუკივით იქცევი
მ.ღ: მამაშენთან რომ ვმეგობრობდი, მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი?
მ.დ: მე შენი ნახვა მინდა მეთქი, ხომ გითხარი, რომ შეგხვდები მაშინ დაგელაპარაკები. ნუ მიგრძელებ ლაპარაკს, უნდა გნახო. არ ვიცი ახლა შენ ჩანაწერებს აკეთებ ალბათ.
მ.ღ: შევეცდები გნახო... შევეცდები, რომ გნახო.
მ.დ: თუ ვაჟკაცი ხარ, უნდა გნახო, გამოდი ქუჩაში, ჩმორი ხარ შენ ბიჭო, ვერ გამოდიხარ, გამოდი და შემხვდი, როგორც ვაჟკაცი. შემხვდი, თუ კაცი ხარ ვაბშე, რაის კაცი ხარ მარა...
მ.ღ: შენ ახლა მეუზრდელები.
მ.დ: უზრდელი ხარ კი არ გეუზრდელები. როგორც უზრდელ კაცს, ისე უნდა მიგაღებინო და გნახო. არ ხარ კაცი, რაის კაცი ხარ შენ.
მ.ღ: შევეცდები მუხრან ბატონო...
მ.დ: მაგარი ჩმორი ხარ, ჩმორი ხარ ბიჭო, შეურაცხყოფას გაყენებ და ქუჩაში არ გამოდიხარ რაა. სადაც გინდა დადე ჩვენი ჩანაწერი.
მ.ღ: შევეცდები რომ გნახო. წლების განმავლოაბში ქუჩაში რომ გამოვდიოდი, მამაშენთან ერთად, შენ არსად არ ჩანდი. წლები გამოვდიოდი, რომ შენნაირი პატარა ბიჭები დამეცვა, ეს მეკადრება ახლა, რომ მურმან დუმბაძის შვილმა მე ასე მაკადროს, ესაა ჩემი შეცდომა. ესაა, ჩვენი დემოკრატია, ესაა ხელისუფლება, რომ მურმან დუმბაძის შვილი ასე მექადნება.
მ.დ: გარეთ გამო თუ ვაჟკაცი ხარ, შენ თუ ქართველი ხარ ბიჭო, შენნაირი ქართველი ვინაა, ტფუ შე ჩმორო, გამოდი ბიჭო კაცი თუ ხარ გამოდი.
მ.ღ: მე "ნაციონალური მოძრაობის" არ შემშინებია, არამედ მურმან დუმბაძის შვილის შემეშინდეს.
მ.დ: ბანძი ხარ შენ, ბანძი. ვისაც ამას მოასმენინებ ყველა გეტყვის რომ ბანძი ხარ.
მ.ღ: ვინ მამაშენი?
მ.დ: თესლი ხარ შენ, ჩმორი, გამოდი ვაჟკაცურად უნდა დაგელაპარაკო.
მ.ღ: მუხრან, მე ის კაცი არ ვარ, რომ მურმან დუმბაძის შვილმა ასე "მებლატაოს". ვინ იყო და არის ჩმორი, გასაგებია.
მ.დ: შენ თუ ვაჟკაცი ხარ გამოდი გარეთ, ჩმორი ხარ
მ.ღ: გამოვალ, დღესვე, მუხრან.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/98182-qchmoriq-qthesliq-quzrdeli-bitciq-murman-dumbadzis-vazhis-muqarisshemcveli-skandaluri-chanatseri.html#ixzz2uu8YcyzE