საფრანგეთის ექს ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. საქართველოში მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და „ტელე იმედის“ გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.
პარალელურად, მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კიდევ ერთ სკანდალურ საქმეზე. საქმე ეხება კეზერაშვილის კავშირს იარაღის ბიზნესთან. ამ საკითხით კი საქართველოს გარდა უცხო ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებიც არიან დაინტერესებულები. მწერალი და პულიცისტი ირაკლი კაკაბაძის თქმით, მთავარმა პროკურორმა დაუდასტურა, რომ იარაღით არალეგალური ვაჭრობის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომ იარაღის ბიზნესში იყვნენ ჩართული, ამის ინფორმაციამ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვნიას გარდაცავლების შემდეგ გამოჟონა. ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ ტრანს-ნაციონალური იარაღით მოვაჭრეთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს იარაღის გაყიდვის გზად იყენებდა. სწორედ, აქედან ხდებოდა რუსული და სხვა ტიპის იარაღების გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ვენესუელა, პერუ, კოლუმბია, ირანი და სირია.
სწორედ, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ფართოდ მოიკიდა ფეხი ამ ტრანს-ნაციონალურმა ჯგუფმა. როგორც კაკაბაძე ამბობს, ამ ჯგუფის გააქტიურება ძალიან დიდ კონფლიქტში მოვიდა 2004 წლის დეკემბერში ზურაბ ჟვანიასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2008 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი სვამდა კითხვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
წერილი, რომლითაც სახელმწიფო მდივანმა, ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს კიევში, სოფიაში, ამერიკის ცენტრალურ დაზვერვას ვაშინგტონში, „ეფ-ბი-აი“-ს, შიდა მოხმარებისთვის გაუგზავნა, ვიკილიკსის საშუალებით გავრცელდა. ასევე გავრცელდა აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის გაგზავნილი წერილი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში.
არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესში კეზერაშვილის საქმიანობა და როლი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან, ძალიან მალე, საქართველოში ამერიკის ფედარალური ბიუროს წარმოამდგენლები ჩამოდიან. მათი ჩამოსვლის და საუბრის მთავარი თემა, იარაღის უკანონო ვაჭრობაში საქართველოს მონაწილეობა იყო. საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ ყურადღება მიექცია ამ საკითხისთვის.
პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ 2008 წელს ომის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ოთარ ბერძენიშვილმა ამერიკის ელჩს ჯონ ტეფტს შესჩივლა, რომ საქართველოს მხარეს ძალიან კაბალური პირობები ჰქონდა დადებული „ბელთრეიდინგთან“, რომელიც გაფორმებული იყო სეიშენის კუნძულებზე და არანაირი ლიცენზია არ გააჩნდა იარაღით ვაჭრობაზე. კაკაბაძე ამბობს, რომ საქართველოში იარაღის კონტრაბანდას პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია კურირებდა. მისი თქმით, კეზერაშვილის როლი ამ ბიზნესში საკმაოდ მიზერული იყო.
სწორედ კომპანია „ბელთრეიდინგიზე“ საუბრობს თავის წერილში სახელმწიფო მდივანი.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაადასტურონ საჭიროება მოთხოვნაში ჩამოთვლილ შაშხანებსა და ჭურვებზე, 2007-2008 წლებში დათარიღებული დოკუმენტები კვლავ არის თუ არა მოქმედი თავდაცვის სამინისტროსთვის? რა როლს ასრულებდა სეიშელში დარეგისტრირებული „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ ამ ტრანსაქციებში? რა პირობებია იმ კონტრაქტით გათვალისწინებული, რომელიც დაიდო საქართველოს სამინისტროსა და „ბელთრეიდინგის“ შორის ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ შაშხანები და ჭურვები შეიძინა.
იღებს თუ არა საკომისიოს „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ ამ მომსახურების გაწევისას. იყო თუ არა სხვა კომპანიები ჩართული ამ ტრანზაქციებში, არის თუ არა მესამე მხარე საკომისიოს მიმღები? მოგეთხოვებათ, „ბელთრეიდინგისა“ და „კონსალტინგის“ შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვამოწმებთ იმ პირების კეთილსინდისიერებას, ვინც ჩართულია იარაღის ექსპორტსა და იმპორტში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც დაეხმარება აშშ-ის მთავრობას, გასწიოს მონიტორინგი ამერიკული თავდაცვის კუთხით. ეს კიდევ გაამყარებს ჩვენს ნდობას, იარაღით სავაჭრო ურთიერთობებში.
რა ურთიერთობები გააჩნია „ბელთრეიდინგს“ საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან? არის თუ არა „ბელთრეიდინგისთვის“ ცნობილი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ჰქვია ექსპორტი. არის თუ არა „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ მართებულად რეგისტრირებული სეიშელის მთავრობის მიერ გაყიდვების სფეროში? რამდენად იცავს იმ თავდაცვის წესებს, რაც სეიშელზე და დანარჩენ მსოფლიოში არსებობს“, - წერს სახელმწიფო მდივანი.
For.ge. ირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თქვენ მუდმივად საუბრობდით, რომ პრეზიდენტის ოჯახი ჩართული იყო იარაღის ბიზნესში. როგორ გახდა თქვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი?
ირაკლი კაკაბაძე: მე მქონდა ჩემი კონტაქტები. ვმუშაობდი „თბილავიამშენში“. სწორედ ამ დროს მომიწია ურთიერთობა თემურ ალასანისთან და გუდისთან. ძალიან საეჭვო იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოება. ამაზე მაშინვე ვილაპარაკე. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ იმ მოვლენებზე, რომელიც შემდეგ განვითარდა.
რა გაქვთ მხედველობაში?
- ჟვანიას გარდაცვალების მერე საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა „ბელთრეიდინგთან“, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული. ეს იყო ნახევრად კრიმინალური წარმოშობის ორგანიზაცია, რომელიც შემჩნეული იყო იარაღით ვაჭრობაში. მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს ომის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ოთარ ბერძენიშვილი მივიდა ამერიკის ელჩთან და შესჩივლა, რომ საქართველოს მხარეს ძალიან კაბალური პირობები ჰქონდა დადებული ამ ორგანიზაცაიასთან, რომელიც გაფორმებული იყო სეიშენის კუნძულებზე და არანაირი ლიცენზია არ გააჩნდა იარაღით ვაჭრობაზე.
ეს დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში ხდებოდა?
- დიახ. მან სთხოვა ამერიკის ელჩს, რომ ამერიკელებს გაერკვიათ ვინ არის ეს კომპანია. ამერიკელებმა ჩაატარეს გამოძიება. არსებობს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის წერილი, სადაც იგი საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით პირდაპირ ამბობს, რომ კომპანია „ბელთრეიდინგი“ დაკავშირებულია კრიმინალურ ორგანიზაციასთან და შემჩნეულია იარაღით ვაჭრობაში.
2009 წელს უკვე საქართველოს მთავრობას სთხოვენ პასუხს, უპასუხოს კითხვებს რატომ აქვს საქართველოს მთავრობას დადებული კაბალური კონტრაქტი ამ ორგანიზაციასთან, რომლის მიხედვითაც „ბელთრეიდინგი“ არაა ვალდებული მოაწოდოს იარაღი იმ გადამხდელის ფულის სანცვლოდ, რომელსაც მას საქართველოს მთავრობა აწოდებს. ეს ყველაფერი დოკუმეტებით არის. ეს მასალები მოგვიანებით ინტერნეტით გავრცელდა.
როგორ ფიქრობთ, ამერიკული მხარის ინტერესეში იყო ამ კაბალური ხელშეკრულების გასაჯაროვება?
- მე ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა ამერიკის მთავრობის მიერ. თუმცა, ეს „ვიკილიკსმაც“ გაავრცელა. აქ მთავრი ისაა, რომ საბუთების ავთენტურობაში ეჭვი არავის არ შექავს. არის ორი წერილი. ერთი ყოფილი ელჩის, ბატონი ჯონ ტეფტის წერილი, რომელიც მან კონდოლიზა რაისს გაუგზავნა, რომელიც ასევე „ვიკილიკსში“ გამოქვეყნდა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში, ეს წერილი 2008 წლით თარიღდება და მეორე უკვე ჰილარი კლინტონის წერილი, თავისი ახსნა განმარტებებით.
რა გავლენა ჰქონდა ამ ბიზნესში დავით კეზერაშვილს, რა იყო მისი როლი, რომელზეც ამავე წერილში საუბრობდა ტეფტი?
- კეზერაშვილის როლი არ იყო ძალიან მაღალი. ის საკმაოდ დაბალი დონის შემსრულებელი რგოლი იყო. მის ზემოთ იდგა ტრანსნაციონალური მაფია, რომელსაც სათავეში ედგა რუსეთის გრუ-ს მაღალჩინოსანი. რუსეთის „ფეესბეს“ გენერალ-პოლკოვნიკი თემურ ალასანია და გუდისი. ეს არის ტრანსნაციონალური მაფია. ამაში ჩართულია ევროპის, ამერიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.
ეს არის ტრანსნაციონალური იარაღით მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს იყენებდა როგორც იარაღის გაყიდვის მთავარ გზად. სწორედ აქედან ხდებოდა რუსული და სხვა ტიპის იარაღების გაგზავნა სხვადასხვა ქვეყნებში. ეს შეიძლება ყოფილიყო ვენესუელა, პერუ, კოლუმბია. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილი ვიზიტად დადიოდა ამ ქვეყნებში. ასევე, იყო ირანიც და სირიაც, რაზეც ძალიან დიდი ეჭვები და ფაქტობრივი მასალაც არსებობს.
ამ მაფიაში თემურ ალასანიას როლი არის უმნიშვნელოვანესი. ის გახლავთ რუსეთის მოქალაქე, რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი გენერალია. 80-იანი წლებიდან გაეროში განიარაღების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო. კეზერაშვილი არავინ არაა თემურ ალასანიასთან და გუდისთან შედარებით. კეზერაშვილი როგორც თავდაცვის მინისტრი, ასრულებდა მათ ბრძანებებს. მან იცოდა რას აკეთებდა ალასანიას და გუდისის მაფია.
როგორც ცნობილია, იარაღით ვაჭრობაში ჩართული აღმოჩნდა ფინანსურად ისეთი შეძლებული ცნობილი ადამიანი, როგორიც არის გაიდამაკი, ებრაელი მილიარდერი. როგორც წესი, ეს ადამიანები ცნობილნი არიან მყარი კავშირებით მსოფლიოში. ფაქტია, რომ კვალი ძალიან შორს მიდის. როგორ ფიქრობთ, გამოძიება კეზერაშვილზე შეჩერდება?
- რა თქმა უნდა, ქართული არმიის გენერალიტეტს აქვს ამაზე ინფორმაცია. სხვათაშორის ჰილარი კლინტონი თავის წერილში აგრეთვე ასახელებს არალეგალურ ბულგარულ კომპანიას, რომელიც ეხმარებოდა მათ იარაღის ვაჭრობაში. აქედან გამომდინარე, კვალი ბულგარეთზეც გადის. თვითონ კეზერაშვილი იმ დონის ფიგურა არაა, რომ მასზე იყოს გამოძიება გაჩერებული. აქ ბევრად დიდ ზვიგენებთან გვაქვს საქმე.
და მოხდება ამ ზვიგენების დაკავება?
- ბევრ მათგანს რუსეთისგან იმუნიტეტი აქვს მიღებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თემურ ალასანიას ამერიკაში დაჭერისგან იცავს რუსეთის იმუნიტეტი. ის გახლავთ რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი გენერალი. მას სპეციალური იმუნიტეტი აქვს,რომელიც მთელი ცხოვრება ექნება. ასე რომ, რამდენად იქნება შესაძლებელი თემურ ალასანიას დაჭერა, ეს ძალიან ძნელი სათქმელია. მას მოსკოვი ბოლომდე დაიცავს. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება - რუსეთი, საქართველოს საშუალებით, ომის დროსაც კი აწარმოებდა ირაღით ვაჭრობას სხვადასხვა ქვეყნებში.
მინდა შეგახსენოთ კეზერაშვილის ახლობელი ნინუა. არსებული ინფორმაციით, ნინუა იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვინც ხშირად ჩადიოდა დუბაიში ცნობილი იარაღით მოვაჭრე ბუტის ოფისში. ბუტი მოგეხსებათ, რომ ამერიკის ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს, მის ადვოკატებს მომზადებული ჰქოდათ სარჩელი ამერიკის სააპელაციო სასამართლოში და როგორც ირკვევა, კეზერაშვილის დაპატიმრების შემდეგ, სარჩელის შეტანისგან თავი შეიკავეს...
- ბუტიც იგივე ბიზნესში იყო, რომელშიც იყო ალასანია და გუდისი. მათი დაჯგუფებაა კომპანია „ბელთრეიდინგი“, რომელიც საქართველოს გავლით ვაჭრობდა რუსული იარაღით. მათი ინტერესები იკვეთებოდა და, რა თქმა უნდა, ისინი თანამშრომლობდნენ კიდევაც.
ამ ბიზნესში საქართველო რომელი წლიდან ერთვება?
- 2004 წლის 11 სექტემბრის დასაწყისში შედგა პირველი შეხვედრა. სწორედ ამ დღიდან, ალასანიას და გუდისის კლანი ოფიციალურად ცდილობს ხელში ჩაიგდოს საქართველოში იარაღის საწყობის ტრასა. ბევრმა ადამიანმა იცის ალასანიას როლი იარაღის ბიზნესში. თქვენ წარმოიდგინეთ, თემურ ალასანიას და გუდისის მაფია ბევრად უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე საქართველოს მთავრობა თავისი გავლენით.
გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ამ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა ალ-ქაიდასთან...
- ცნობილია, რომ გუდისმა იარაღის პარტია ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაუტანა თალიბებს. რა თქმა უნდა, ექნებოდათ კავშირი. როგორც გითხარით, გაეროს განიარაღების კომიტეტს ხელმძღვანელობა ალასანია რუსეთის კვოტით. თავის დისშვილზე ბევრად უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა თემურ ალასანიას და ის დანიშნული იყო კგბ-ეს კვოტით. ალასანია-გუდისის მაფიას არა მარტო საქართველოში ჰქონდა იარაღის გადაყიდვის წერტილები, არამედ მთელს მსოფლიოში. სააკაშვილის გაპრეზიდენტების მერე აქტიურად და საკმაოდ შემოსავლიანად იყენებდნენ საქართველოს.
დაახლოებით რა რაოდენობის იარაღია გაყიდული ამ ჯგუფის მიერ საქართველოდან?
-10-15 მილიარდი დოლარის იარაღი გაიყიდა საქართველოდან. გარდა ამისა, ცალკე ჩატარდა შესყიდვები. ეს თანხა გაორმაგდა.
რაც შეეხება თემურ ალასანიას შვილს, ნიკა ალასანიას. მასაც იგივე გავლენა ჰქონდა ამ ბიზნესში, როგორც კეზერაშვილს? და როგორი იყო მიხელი სააკაშვილის როლი?
- კეზერაშვილი არ მიმაჩნია იმ დონის ფიგურად, რომ ჩააბამდნენ ამ საქმეში. შეიძლება თემურ ალასანიას ბიჭი, ნიკუშა იყო ჩართული ამ შეხვედრებში. ის ოჯახის წევრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მითუმეტეს იარაღის გადამზიდველებში ასე არის. არ მგონია, რომ საქართველოს მთავრობა ბევრ რამეში ჩაებათ.
თვითონ სააკაშვილის როლიც არ იყო ძალიან გაცნობიერებული. უბრალოდ, მას უთხრეს, რომ უნდა გაჩუმებულიყო და ის ჩუმად იყო. მას ძალიან ეშინოდა ბიძამისის. ჩემი თანდასწრებით რამდენმეჯერ აქვს დარეკილი მიშასთვის და პირდაპირ აქვს ნაბრძანები, რა უნდა გაეკეთებინა. ის უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ასე რომ, რამდენად ჩაახედებდნენ კეზერაშვილს და სააკაშილს თავის დიდ მაფიაში, გარდა იმისა, რაც საქართველოში უნდა მომხდარიყო, ეს მე არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერში ახედებდნენ.
მაგრამ, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, საქართველოს ტერიტორია ტრანზიტულ ტერიტორიად გამოიყენებოდა მსოფლიოში იარაღის უკანონო ვაჭრობისათვის. ამ დანაშაულში ისინი მონაწილეობდნენ.
არის ასეთი ინფორმაციაც, რომ ცხვრის კონტეინერებთან ერთად გაჰქონდათ ფოთის პორტიდან იარაღი. ასევე სხვადასხვა სახმელეთო გზებით მიდიოდა. მე ველაპარაკე მთავარ პროკურორს და მითხრა, რომ ამ საქმეს იძიებს. ჩვენ საშინელი ამბები გადავიტანეთ და თუ ამას თავისი სახელი არ დაერქვა, სიმართლე არ ითქვა, ხალხი ამას არ მოითმენს.