1. ნაციონალური ტელეარხები უკვე დიდი ხანია ახალ სავაჭრო ჯიხურებს -,,ნუგეშს” აპიარებენ. აქ საკვები პროდუქტი სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფია.
გიგი უგულავა პირადად უწევს რეკლამას ,, ნუგეშს” და ამ ქსელში ხალხს ეპატიჟება...
როგორც აღმოჩნდა ქსელის დამფუძნებლები ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ადამიანები არიან. ეს დოკუმენტებითაც დასტურდება. მოსახლეობის, თუ ხელისუფლების ნუგეში - პასუხი ამ კითხვაზე ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟში.
2. არის თუ არა ელიტური კორუფცია საქართველოში. პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ოპონენტებს 9 წლის წინანდელი მაგალითი გაახსენა და კონკრეტული ფაქტების დასახელება ითხოვა.
ნახეთ მაგალითები ნანა ლეჟავას სიუჟეტში, რომლებიც პრეზიდენტის ტრიბუნიდან არ ჩანს.
3. წინ წყარო ის სოფელია, სადაც კობა სუბელიანი თბილისიდან გასახლებულ დევნილებს კერძო სახლებს სთავაზობს. აღმოჩნდა, რომ სოფელში გაუსაძლისი პირობებია და სახლები დანგრევის პირასაა.
ანა გოჩიაშვილის რეპორტაჟი წინწყაროდან, სადაც ყურადღებას დევნილებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ითხოვს