ზურაბიშვილის ახალი გეგმა, ანუ საბრალონი

ზურაბიშვილის ახალი გეგმა, ანუ საბრალონი

31 მარტს, საქართველოს პარლამენტთან აქცია ლოზუნგითდგება ხალხის გაზაფხულიგაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ასევე ერთგვარი სამოქმედო გეგმა გააცნო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი. მისივე განმარტებით, პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, მორიგი გეგმა განწირულია მარცხისთვის.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს. ზურაბიშვილის განცხადებით, წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.

მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები, გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებს წამოწევს წინ, მარცხისთვის განწირულია. მისივე განმარტებით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.

12 წელიწადზე მეტია უკვე, რაც ქართული საზოგადოება ელოდება, როდის იტყვის ოპოზიცია გეგმას - რაიმე მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?! ოპოზიციის შემადგენლობაში არიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისდროინდელი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას არ უნდა, რადგან არ სურს იმ მოვლენების განმეორება, რასაც იმ ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იმდროინდელ პერსონებს წამოწევს წინ და დაახლოებს ხელისუფლებასთან, იმთავითვე განწირულია მარცხისთვის.

ის სირთულეები, სიმძიმეები და პრობლემები, რაც სახელმწიფოს მართვას ახლავს, არ არის ყველასთვის მისაღები, მით უმეტეს, ოპოზიციას აკლია ისეთი გაბედული და თავის თავში დარწმუნებული პერსონა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი - მისი გაბედულება იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ მიშას თავდაჯერებამ იქონია გადამწყვეტი გავლენა ვარდების რევოლუციის დროს მის ხელისუფლებაში მოყვანაში.

ამასთან, საგარეო ფაქტორები მოქმედებდა მანამდე, რომ მომხდარიყო რევოლუცია, შეცვლილიყო ხელისუფლება, თუმცა, [დასავლეთში] ის უფრო სურთ, რომ დააშინონ ქართული ოცნება და მორჩილი გახადონ, ვიდრე ის, რომ ოცნება გადავარდეს და მოვიდეს დღევანდელი დასავლეთისთვის სრულიად უცნობი პოლიტიკური ჯგუფი. ასე რომ, რეალური რევოლუციური დაკვეთა შეიძლება არც გარედან იყოს ისეთი მკაფიო და არც შიგნიდან იყოს ატაცებული ხელისუფლების შეცვლის იდეა. ამიტომ, მიყვებიან პროცესებს ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ლიდერად გყავდეს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან სალომე ზურაბიშვილი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია თუ სხვა, რადგან მათ ქვეყნის გაყიდვა შეუძლიათ.

როგორ შეიძლება პოლიტიკაში ლიდერად გყავდეს სალომე ზურაბიშვილი, გვარამია, მელია, ხაბეიშვილი და სხვები, რომლებიც ორ შაურად ყიდიან საქართველოს ინტერესებს?! როგორ შეიძლება იმ ხალხმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რომლებიც ტაშს უკრავდნენ ზელენსკის, არისტოვიჩს და სხვებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთთან ომში უნდა ჩაებას, უკრაინასთან ერთად უნდა იომოს და ასევე, იძახდნენ, რომ შავი ხვრელი გადის საქართველოდან რუსეთზე?!

არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა - ასე არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს და ამ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ პარტიის სათავეებში, პოლიტიკაში მოღვაწეობა ისე უნდა აეკრძალოთ, როგორც ფაშისტებს აეკრძალათ, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.

31 მარტის აქციას უმრავლესობაში გამოეხმაურნენ: „ქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პირობას დებს, რომვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე ქართულ ოცნებასხელს ვერ ააღებინებს. მდინარაძის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია და მისი გუნდი ამაყობს, რომ მტკიცე უარი თქვაგარედან თავსმოხვეულ მითითებებზე და სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე“.