„ომის დაწყება მეცხრეხარისხოვანი თემაა, ომის დანაშაული კი - უმძიმესი სასჯელია - ომის დანაშაულების გამო გაასამართლეს მილოშევიჩიც და ფაშისტური გერმანიის ლიდერებიც...“

„ომის დაწყება მეცხრეხარისხოვანი თემაა, ომის დანაშაული კი - უმძიმესი სასჯელია - ომის დანაშაულების გამო გაასამართლეს მილოშევიჩიც და ფაშისტური გერმანიის ლიდერებიც...“

2004-2008 წლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული მდგომარეობა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ამასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია N1633 - დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიამ, რომელმაც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს, გასულ კვირას გენერლები - ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი, ასევე ომის ვეტერანი ლაშა ქოიავა დაკითხა. მართალია, ზაზა გოგავამ კოდორის ხეობიდან ქართული მოსახლეობის ევაკუაცია თავის თავზე აიღო, მაგრამ რეალურად, უმაღლესი მთავარსარდლის დანაშაული გამოიკვეთა, ხოლო გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ექსმერი, გიგი უგულავა სამხედრო ოპერაციებში ერეოდა.

რა მოხდა რეალურად 2008 წლის აგვისტოში? რა წერია ევროსაბჭოს ყბადაღებულ რეზოლუციაში და დადგება თუ არა პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხი ომის დანაშაულის გამო? For.ge-ს სტუმარია ყოფილი სამხედრო მფრინავი, გენერალი ამირან სალუქვაძე.

რატომ შეიქმნა კომისია?

ამირან სალუქვაძე: დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-დან 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობს.

2004-დან 2012 წლამდე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება და ასე შემდეგ ანუ ის, რაც ხდებოდა პენიტენციალურ სისტემაში არა მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს, არამედ - სასჯელაღსრულების სისტემის გამოყენება, როგორც პოლიტიკური, ასევე პირადი ანგარიშსწორების მიზნით. ამ ნაწილში, უკვე სამი საქმე მოვისმინეთ: ბესიკ ხარძიანის, „მაგნატი“-სა და სუპერმარკეტების ქსელის „იბისი“-ს წართმევის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება და ამ ნაწილში, უნდა გამოვყოთ ომის წინა პერიოდი - როგორ მივედით ომამდე; დიპლომატია - როგორ და რა გაკეთდა, თუ იგრძნობოდა ომის საფრთხე. თურმე, „მშვიდად“ იყვნენ, მაგრამ ომამდე ორი წლით ადრე, ვინ იყო მშვიდად, საქართველოში? პირადად მე, აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე, თავდაცვის სამინისტროს გადავეცი წერილი, რომელშიც წინასაომარ საშიშროებაზე ვწერდი და რჩევებს ვაძლევდი, რა უნდა გაკეთებულიყო. მიიღო კიდეც თავდაცვის სამინისტრომ ეს წერილი, მაგრამ შედეგი - ნული. სხვათა შორის, ეს წერილი შეგნებულად არ გამომიქვეყნებია... ვინ ვერ გრძნობდა ომის საშიშროებას, არ ვიცი და მეორე თემა - როგორ მოემზადა სახელმწიფო ომისთვის? ეს შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ერთია, სუფთად თავდაცვის სისტემის მომზადება, მეორეა - ეკონომიკის, რადგან ქვეყანას გარკვეული რესურსები სჭირდება საომრად, მესამე - მოსახლეობის მომზადება, თავისი სამოქალაქო თავდაცვით.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ ვაწარმოეთ ომი. მისი თქმით, ომამდეც და ომის პერიოდშიც, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა. მესამე ეტაპია ომის შემდგომი პერიოდი, დაწყებული ცხედრების გამოყვანით, დამთავრებული - საერთაშორისო არენაზე საკუთარი ინტერესების დაცვით, ვგულისხმობ ტალიავინის დასკვნასა და ევროსაბჭოს ავადსახსენებელ 1633 რეზოლუციას. ეს საკითხებია, რაც ამ კომისიის სხდომებზე უნდა გაირკვეს. კომისია არც მოქმედი სამხედროების გამოკითხვას აპირებს და ზოგადად, არც ჯარს ეხება, ამიტომაც არ მიდის გარკვეული თემების ჩაშლა და დეტალებში შესვლა, მით უმეტეს, კომისიის წევრები არ არიან სამხედრო პირები. დროებით საგამოძიებო კომისიას პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური საკითხები აინტერესებს.

მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები, სრულიად საქართველოს მდიდარ „ენჯეოთა“ გულშემატკივრები და ზოგადად, ლიბერალური „ბაბლი“, საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაციის მიზნით, პროვოკაციულ კითხვას სვამს - ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში?

- ვინ დაიწყო ომი? ვინც დაწერა 2014 წელს, რომ ომი დაიწყო საქართველომ და საქართველომ დაბობმა ცხინვალი, დღეს ის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ჰყავთ შერაცხული და ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ 2024 წლამდე, მის ლეგიტიმაციასაც არ სცნობდნენ და აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე - თუ, მაგალითად, 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური იყო, 2024 წელს, ლეგიტიმური როგორ გახდა?

მმართველი პარტიის ოპონენტებს ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის აღიარება არ უნდათ. ამ რეზოლუციით, ჩვენ ანუ საქართველოს გვბრალდება ესკალაციის გადაყვანა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებაზე. რას ნიშნავს ესკალაცია?  - ესკალაცია არის კონფლიქტი, დგას სამშვიდობო, იძაბება ვითარება, სროლებია, პროვოკაციები, მატულობს დუღილის ტემპერატურა და ამას უწოდებენ ესკალაციას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი დაიწყო 3 აგვისტოს, 4-ში, 6-ში, ან სულაც ივლისში, რადგან სულ სროლები იყო, მაგრამ აგვისტოს „ხუთდღიანი ომი“ მე ხომ არ დამირქმევია? თვითონ დაარქვეს და ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მილიონები დახარჯა კობა ნაყოფიამ, მაგრამ ვინმეს რამეში გამოადგა?

როცა ხელისუფლებაში იყვნენ, 8 აგვისტოს გადიოდნენ ძმათა სასაფლაოზე, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა 2012 წელს, 2013 წლიდან, „ნაციონალებმა“ თარიღი შეცვალეს და 7 აგვისტოდან გადიან. 7 აგვისტო რა თარიღია? სადმე წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში? 7 აგვისტო ზუსტად ის თარიღია, რაც თვითონვე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისივე ტელევიზიით აჩვენეს. არადა, 7-ში კი არა, 8-ში დაიწყო ომი, რადგან 8 აგვისტოს დაფიქსირდა რუსეთის შემოჭრა საქართველოში.

ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც, სწორედ 8 აგვისტოს ფიქსირდება რუსეთის შემოჭრა საქართველოში და ამას ხმა მისცა ქართულმა დელეგაციამ. ყველაფერი გააკეთეს საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოს დაბრალებოდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაზრდა. ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაშივე წერია, რომ რუსეთი ახორციელებდა საპასუხო ქმედებებს და ამას ხმა მისცეს. აღარაფერს ვამბობ ომის დანაშაულებზე, რომლებიც დაიბრალეს და ამასაც ხმაც მისცეს. არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო ამ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერდა.

ომის დაწყება მეცხრეხარისხოვანი თემაა, ომის დანაშაული კი პირიქით - უმძიმესი სასჯელია. ომის დაწყების გამო, ჯერ არავინ გაუსამართლებიათ მსოფლიოში, ომის დანაშაულების გამო გაასამართლეს მილოშევიჩიც და ფაშისტური გერმანიის ლიდერებიც... იმაზე კი არ უნდათ საუბარი, რატომ დაიბრალეს სამხედრო დანაშაულები, ცდილობენ, ერთუჯრედიანი და პოპულისტური თემა - ვინ დაიწყო ომი - წამოსწიონ და ყურადღება გადაიტანონ.

უზარმაზარი ტექსტია ამ რეზოლუციაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტები. ამ მუხლებში იმაზე კი არ არის საუბარი, რა გვბრალდება, არამედ - რა დავიბრალეთ. ხმა რომ მისცა ქართულმა დელეგაციამ დაიბრალა ყველაფერი ის, რაც ოკუპანტმა რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს ტერიტორიაზე. ის, რომ ჩვენ ეს არ ჩაგვიდენია, საქართველომ უკვე, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაიცვა ჰააგასა და სტრასბურგში.

ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციის მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 მუხლების მიხედვით, საქართველომ დაიბრალა აკრძალული იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ან უნებლიედ მოკვდინება - პირდაპირ ასე წერია რეზოლუციაში:

ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა განზრახ დახოცეს და სწორედ ეს დააბრალეს საკუთარ ჯარს! რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო ხელისუფლებაში? ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ რეზოლუციები რჩება. ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციისთვის მხარი კი არ უნდა დაეჭირათ, დემარში უნდა მოეწყოთ! ოკუპანტმა რუსეთმა მოაწყო დემარში, მაგრამ საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა და დღეს მეუბნებიან, რომ კომისიის შექმნით, პუტინს ასიამოვნა ხელისუფლებამო, არადა, პუტინსაც და სეპარატისტებსაც ასიამოვნეს საშვილიშვილოდ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს!

შეცდომებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, რადგან წარმოუდგენელია სხვაგვარად, როცა აგვისტოს ომამდე, ათასობით ოფიცერს უშვებ ჯარიდან და მთელ რიგ სამხედრო სტრუქტურებს აუქმებ, მათ შორის, აკადემიას, სამხედრო დაზვერვას და ასე შემდეგ. მთელი რიგი დივერსიული გადაწყვეტილებები მიიღეს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს, სწრაფად და ეფექტიანად ვერ აღდგებოდა.

კომისიას აინტერესებს პოლიტიკური საკითხები, სტრატეგიული დონის მმართველობის და მმართველების ჩართულობა, როგორ იყო ორგანიზებული სახელმწიფოს მართვა, ომის მართვა, ომის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში არ შესულან კომისიის წევრები, დაკითხვების დროს, მაინც გამოვლინდა გვარები, რაც მოსახლეობამ ისედაც იცოდა - ჭორის დონეზე, ან გადმოცემით.

გენშტაბი და შეიარაღებული ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვაზე აგრესიისგან, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გენშტაბის საქმე არ არის, ამისთვის არსებობს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები. უმაღლეს მთავარსარდალს გენშტაბისთვის უნდა ეთქვა, რომ თუ სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ვკარგავთ კოდორს და ვერ ვინარჩუნებთ, უნდა დაევალებინა მოსახლეობის ევაკუაცია. ეს დავალება უნდა მიეცა უმაღლეს მთავარსარდალს გენერალი გოგავასთვის.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და ამას სხვა დონის მტკიცებულებები სჭირდება, კომისიას სხვა უფლებამოსილება და სხვა მანდატი აქვს. თუ კომისიამ გამოკვეთა დანაშაული, გადასცემს მასალებს პროკურატურას.

ლაზი ომის დაწყების თემა აქციეს მთავარ საკითხად, თითქოს იმ წლებში მეტი არაფერი მომხდარიყოს. ეს სხვა დანაშეულებზე პასუხისმგებლობის გაბიაბურების მიზნით კეთდება და თავის დაძვრენის ხრიკია. გაიძახიან აბა რა უნდა ექნათ არ ეპასუხათ ამდენი დაბომბვის გამოო?
უნდა ეპასუხათ, მაგრამ როგორც უპასუხეს ისიც სახეზეა.
სამხედროები იყვნენ იგნორირებული, ბრძანებებს სამოქალაქო პირები გასცემდნენ, ზოგი რუს გენერლებს მოახლეებივით დასდევდნენ.
საფრთხეების შეუფასებლად და პრევენციული ღონისძიებების გარეშე მოქმედებდნენ. როცა სიტუცია გართულდა, სამხედროებისა და სამღვდელოების გარდა ყველამ მიატოვა ფრონტის ხაზი.
კოდორი აფხაზეთად მონათლეს, აუარებელი ტექნიკა შეზიდეს, მერე კი თოფის გასროლის გარეშე მიატოვეს ყველაფერი და რაც მთავარია, ადგილობრივი, წინასწარ განიარაღებული მოსახლეობა.
მკაფიოდ უნდა განემარტოს მოსახლეობას, რომ აქ მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და არა ვინმეს დაჭერა - არდაჭერა.
ამ კომისიის დასკვნით ვინმეს დაპატიმრება იქნება მაშველი რგოლი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.
დღესაც სწორედ ამით სპეკულირებენ, 20 წლის წინათ რუსებთან ბრძოლისათვის იჭერენ ხალხსო.
თითქოს ვინმე სამხედროებს ასამართლებდეს, გულამომჯდარი გაჰყვირიან გენერლებს კომისიაზე შეურაცხყოფას აყენებენ და პირდაპირ ეთერში აწამებენო, მაშინ როცა თვითონ, სწორედ მათ დააბრალეს ყველაფერი, თუკი რაიმეს დაბრალება შეეძლოთ.
1 დღის უკან
მარბიელი "ომის დაწყება" და "საომარი მოქმედების დაწყება" სულ სხვადასხვა რამაა - ომი დაიწყო იმან, ვინც ჯარი შეიყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ რუსმა და აქ სადაო არაფერია! საერთაშორისო საზოგადოება მაშინვე შეთანხმდა, რომ რუსის მიერ ომის იყო არაპროპორციული პასუხი და დაწყება მოჰყვა საქართველოს მიერ ცხინვალში საომარი მოქმედედის დაწყებამ! ამიტომ უწოდეს ამ ომს "პროვოცირებული" და ამიტომ აგვიკრძალეს ჩვენ, დამარცხებულებს შორსმსროლელი იარაღის შეძენა (???)
1 დღის უკან