დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. კომისიაში განხილვის შემდეგ საკითხი საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნათელა მაჭავარიანმა წარმოუდგინა.დეპუტატების გადაწყვეტილებით, ახალი სახელები შემდეგ ქუჩებს დაერქვა. ესენია:
საბურთალოს რაიონში მდებარე მერაბ ალექსიძის ქუჩის მონაკვეთები, ასევე ამავე რაიონში ვასო გოძიაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ქუჩა და მასთან მდებარე სამი შესახვევი, რომლებსაც შესაბამისად, აკადემისკოსის, გეოფიზიკოსისა და მათემატიკოსის მერაბ ალექსიძის I,II და III შესახვევევი და არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის (1921 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე) სახელები დაერქვათ.
მეცნიერებათა დოქტორის სანდრო ურუშაძის სახელი მიენიჭა ამავე რაიონში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე მდებარე უსახელო სკვერს.
ახალი სახელები დაექვათ დიდუბის რაიონში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩასაც.
იუნკერების ოფიცრის მიხეილ იოსელიანის სახელწოდება მიენიჭა მიხეილ ჭიაურელის ქუჩასთან არსებულ უსახელო ქუჩასა და მასთან მდებარე I ჩიხს. ამავე რაიონში მდებარე ნოდარ ბოხუას და კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩებს შორის არსებულ უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე ჩიხს კი პროფესორ შალვა გოგიძის სახელი დაექვა, ხოლო აკაკი ბელიაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო ქუჩასა და მასთან მდებარე შესახვევს იუნკერის შალვა ერისთავის სახელი ეწოდა.
ასევე ახალი სახელი მიენიჭა ნაძალადევის რაიონში მახათას აღმართთან მდებარე ოთხ უსახელო შესახვევსა და ორ ჩიხს და მათ მახათას აღმართის სახელი ეწოდათ.