დაშავებული სამხედროები აშშ-ში გასამგზავრებლად ემზადებიან (ვიდეო)

დაშავებული სამხედროები აშშ-ში გასამგზავრებლად ემზადებიან (ვიდეო)

დაშავებული ქართველი სამხედროები მსოფლიო პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. მსოფლიო პარაჩემპიონატი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში 3-13 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს  სხვადასხვა კონფლიქტში დაშავებული ჯარისკაცები მიიღებენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და  ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი სამხედროები პარაოლიმპიადისთვის ორი კვირის მანძილზე ინტენსიურად ვარჯიშობდნენ. მომზადება მათ სპორტის სამ სახეობაში - ცურვაში, პნევმატური იარაღიდან  და მშვილდისრიდან სროლაში გაიარეს.

პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შიდა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩემპიონატისთვის 13 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.

ქართველი ჯარიკაცები პარაოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ში 2 მარტს გაემგზავრებიან.