საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, სახალხო დამცველის ოფისის და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე: „ხუდონჰესი - სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“ არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მოდერატორმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ხაიშიდან ჩამოსულ აქტივისტებს შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო, ისინი ცდილობდნენ გამომსვლელებისთვის, რომელთაც საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ, ხელი შეეშალათ და სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცათ.
კითხვის დასმის უფლება ითხოვეს სტუდენტებმა, რომლებსაც პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებმა დებოშით უპასუხეს. ერთ-ერთ მათგანს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, მიხეილ კირცხალიას ხაიშელი აქტივისტების ლიდერი ოთარ ჭკადუა ხელითაც შეეხო და დაემუქრა.