„ამერიკამ ჩაითრია უკრაინა ამ მდგომარეობაში, თუმცა ტრამპს უჭირავს კარტები, რომლითაც ბაიდენი თამაშობდა“

„ამერიკამ ჩაითრია უკრაინა ამ მდგომარეობაში, თუმცა ტრამპს უჭირავს კარტები, რომლითაც ბაიდენი თამაშობდა“

Times Now-ზე მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეკონომისტმა, ჯეფრი საქსმა გააკრიტიკა აშშ-ის მთავრობა უკრაინის ომთან მიმართებაში, ბაიდენის ადმინისტრაციას კი „არაკომპეტენტური“ უწოდა. საქსმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ომის დასრულებას. მან ასევე გაიხსენა 2022 წლის 15 აპრილის სტამბულის სამშვიდობო შეთანხმება და აღნიშნა, რომ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინა რუსეთს, მით უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

თქვენს სტატიაში, რომელიც 2022 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, საუბარია სტამბულის მოლაპარაკებაზე, სადაც თურქეთი იყო შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტ ზელენსკი ახლა დასუსტებულია?

ჯეფრი საქსი: პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაასრულოს ომი. მას შეუძლია უკრაიის გადარჩენა, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი. კატასტროფა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნატოს გაფართოვება უკრაინიდან რუსეთის საზღვრამდე გადაწყვიტა. რუსეთი 30 წელია ამბობს მოერიდეთ ჩვენს საზღვრებს, ჩვენ არ გვინდა ამერიკული სამხედრო ბაზები ჩვენს საზღვრებზე, ჩვნ არ გვინდა ამერიკული რაკეტები. ამერიკამ ეს არ გაითვალისწინა და 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა აიძულა ნატო გაეფართოვებინა უკრაინით და საქართველოთი, ეს კი რუსეთს არ მოეწონა.

2014 წელს კი აშშ-მ უკრაინის გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და ჩამოაგდეს პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერდა ნეიტრალიტეტს. მთავრობა, რომელიც გადატრიალების ემდეგ მოვიდა, სხვა გზა აირჩია. მინსკი1-ის და მინსკი2-ის შეთანხმება ითვალისწინება უკრაინის ტერიტორიაზე ეთნიკურ რუსებითვის რეგიონების გამოყოფას და ავტონომიის მინიჭებას, ამას მხარს უჭერდა გაეროს უშიშროების საბჭოც. თუმცა, აშშ-მ უკრაინაში გადატრიალების შემდეგ მოსულ მთავრობას უხრა: „თქვენ არ უნდ დაეთანხმო გაეროს უსაფრთხოეის საბჭოს შეთანხმებას. 2021 წელს პრეზიდენტმა პუტინმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების ახალი შეთანხმება, ასევე ნატოს გაფაროვება უკრაინის გარეშე მომხდარიო, ამაზე აშშ-მ უარი თქვა.

როდესაც 2020 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამერიკამ უკრაინას უთხრა: „თქვენ არ უნდა დანებდეთ, ჩვენ ზურგს გიმაგრებთ“. ამას მოჰყვა ის, რომ უკრაინელები დაშორდნენ მოლაპარაკების მაგიდას და გააგრძელეს ომი, რასაც დაახლოებით, მილიონი მსხვერპლი მოჰყვა. რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის ბრძოლა კრგად არ წარმართა. მათ საგრძნობლად ბევრი მიწა დაკარგეს.

როგორ ხედავთ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის ურთიერთობას, განსაკურებით 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შემდეგ?

- ძალიან უსიამოვნო იყო იმ ფაქტს ყურება. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკამ ჩაითრია უკრაინა ამ დგომარეობაში და ახლა პასუხისმგებელი სწორედ ამერიკაა. თუმცა, ტრამპს უჭირავს კარტები, რომლითაც ბაიდენი თამაშბდა. ბაიდენის ადმინისტრაცია იყო არაკომპეტენტური. მან დიდი ზიანი მიაყენა უკრაინას. უკრაინაში ხალხის უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუნდაც ამის გამო ტერიტორიები დათმონ. უკრაინის ახალგაზრდობას არ სურ უაზრო სიკვდილი. ხლგაზრდები ფრონტის ხაზზე პირდაპრ ქუჩიდან მიჰყავთ, მათ არასაკმარისი მომზადება აქვთ და ამის გამო ისინი იხოცებიან. ამ საშინელი ვითარებისკენ უკრაინას აშშ-მ უბიძგა. წლების განმავლობაშ ვაფრთხილებდი უკრაინელებს და ვეუბნებოდი: „თქვენ გახდებით ევროპის ავღანეთი, ფრთხილად იყავით“. იყო შეერთებული შტატების მტერი რთულია, მაგრამ უფრო საბედისწეროა იყო მეგობარი.

რუსებისთვის მოლაპარაების ერთ-ერთი მთაარი საკითხი ტერიტორიებს დათმობა იქნება?

- სტამბულის 2022 წლის შეთანხმება სავსებით გონვრული იყო და ურაინა აღარ დაკარგადა ტერიტორიას. რუსეთი თავის გეგმას მჰყვება. უკრაინის მთავრობას არ უნდა ეთქვა, რომ მათ სურთ ნატოში გაწევრიანება. უკრაინის მთავროას უნდა შეესრულებინა მინსკის შეთანხმება. მათ ხელი უნდა მოეწერათ სტამბულის სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

თქვენს სტატიაში ამბობთ, რომ ქვეყნებს, რომლებიც ამ კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ, შეუძლიათ მოლაპარაკებას შეუწყონ ხელი. მათ შორის ახსენეთ ინდოეთი. თქვენ კვლავ ხედავთ ინდოეთის როლს?

- თუ შეთანხმებას პრეზიდენტი პუტინი დაარღვევს, ისინი ვინც შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, რა თქმა უნდა, უკან დაიხევენ. ეს არ არის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, ასეი შეთანხმება იდება გლობალურად. თუ ერთი მხარე დაარღვევს, დამრღვევს დიდი ხარჯბი დაეკისრება - ქვეყნის ყველა სავაჭრო პარტნიორი, ფინანსური პარტიორი უკან დაიხევს. რუსეთს კარგი ურთიერობა აქვს ინდოეთთან და ჩინეთთან. მაგრამ, თუ რუსეთთმა და უკრაინამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და შემდეგ რუსეთმა შეთანხმება ნებაყოფილობით დაარღვია, ეს აუცილებლად დააზარალებს ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვებთან ურთიერთობაში.

შემიძლია დავამატო ისიც, რომ ინდოეთი უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. თუმცა, ეს სხვა განხილვის თემაა. მაგრამ, მე მინდა ინდოეთ ვნახო, როგორც მუდმივი წევრი, რადგან ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

თქვენ გსურთ, რომ ინდოეთი იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. თუ ხედავთ ამ მისწრაფების განხორციელებას უახლოეს მომავალში?

- მიმაჩნია, რომ მსოფლიოშ არსებობს ოთხი დიდი ძალა - აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ეს ქვეყნები ქმნიან მასიურ ეკონომიკას, ოთი ბირთვული ძალაა, ოთხი ტექნოლოგიურად დახვეწილი ქვეყანაა. რა თქა უნდა, ინდოეთს მუდმივი ადგილ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბლოკირებას ჩინეთი ახდენს. ჩინეთიც და ინდოეთიც მულტილატერალიზმის მიმდევრია. როგორც შორიდან დამვირვებლს, არ მომწონს აშშ და ინდოეთი ჩინეთის წინააღმდეგ რომ არიან. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია მსოფლიოსთვის ან ინდოეთისთვის. მინდა, რომ ინდოეთს და ჩინეთს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ. თუ ჩინეთი იტყვის, რომ დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინდოეთს როგორც მეექვსე მუდმივ წევრს, ეს მაშინვე მოხდება. გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთის როლი მნიშველოვანი იქნება.

როგორც ეკონომისტი როგორ ხედავთ ინდოეთის ეკონომიკურ ტრაექტორიას?

- ინდოეთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად იზრდება. ინდოეთის ეკონომიკა წელიწადში 6%-ით იზრდება. ეს ნიშნავს ყოველ ათწლეულში გაორმაგებას. განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიების სრულყოფილება ინდოეთის ზრდის გასაღებია, პრემიერ-მინისტრის მიზაიც ესაა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ინდოეთის პეფრსპექტივის მიმართ.

ამერიკის, ჩინეთის, კანადის, მექსიკასა და ევროკავშრის შორის სატარიფო ომები დაიწყო. ტრამპი ინდოეთსაც დაემუქრა სატარიფო ომით. რას იტყვით ამაზე?

- პროტექციონიზმი ცუდი იდეაა. თუ პროტექცონისტად მიდიხარ, მაშინ არ გენდობიან. ეს არის ყალბი უსაფრთხოება. ინდოეთს ჰქონდა არაეფექტური ეკონომიკა, სანამ არ დაიწყო მისი გახსნა მსოფლიოსთვის. იგივე ეხება ჩინეთსაც. ახლა, აშშ არღვევს საერთაშორისო მიწოდების ქსელებს. დიახ, შეიძლება მეტი ინდუსტრია მოხდეს ამერიკაში, მაგრამ ეს იქნება ძვირადღირებული ინდუსტრია. ის არ იქნება კონკურენტუნარიანი ჩინეთთან. ის არ იქნება კონურენტუნარიანი ინდოეთთან და სხვა ლიდერ ქვეყნებთან მიმართებაში. ასე რომ, მიდგომა, რომელსაც აშშ ახორციელებს, აბსოლუტურად თვითდამამარცხებელია. ვფიქრობ, ეს რამპის სტრატეგიული შეცდომაა.

როგორ უყურებთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს? ტრამპის მიერ ისრაელის მხარდაჭერამ შესაძლოა გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაძლო ესალაცია?

- ახლო აღმოსავლეთს ორი მთავარი პრობლემა აქვს - ერთი ისრაელი და პალესტინაა და მეორე ირანია. როდესაც საქმე ეხება ისრაელსა და პალესტინას, საჭიროა აშკარა გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რომ უნდა იყოს ორი სახელმწიფო - პალენსიტნის სახელმწიფო და ისრაელის სახელმწიფო, რომლბიც გვერდიგვერ მშვიდობიანად იცხოვრებენ. ეს იქნება მშვიდობის გასაღები.

ტრამპს სურს, რომ კანადა გახდეს აშშ-ს 51-ე შტატი, სურს გრელანდიის მიერთება და პანამის არხზე ასევე გამოთქვამს პრეტენზიას. რას ფიქრობთ ამაზე?

- ვფირობ, რომ ეს არასწორი აბიჯია. ტრამპის მისაბაძი პრეზიდენტი არის უილიამ მაკკინლი, რომელიც იმერიალისტი იყო. მაკკინლიმ დაიწყო ომი ესპანეთის იმერიასთან, რის გამოც ფილიპინები გახდა შეერთებული შტატების კოლონია. რატომ იყო კუბა შეერთებული შტატების კოლოია? რატომ არის ჯერ კიდევ პუერტო რიკო აშ-ს ტერიტორია, იმიტომ რომ ეს მოჰყვა მაკკენლის იმერიულ ომს. ასე რომ, ტრამპი იგივეს გაკეთებას ცდილობს. სხვათა შორის აშშ მოძალადეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში. მან დაამხო ათობი ავრობა, განახორციელა რეჟიმის შეცვლის ფარული ოპერაციები. ეს არის ბულინგი. დიდი იმედი მაქვს რომ ტრამპი შეცვლის გადაწყვეტილებას და საღი აზრი გაიმარჯვბს.

წყარო: https://www.timesnownews.com/videos/times-now/newshour/jeffrey-d-sachs-most-trusted-geopolitical-exclusive-on-us-and-trumps-role-in-russia-ukraine-war-video-119342040

 

trampi მარტო ეს ერთია ამერიკაში საღად მოაზროვნეეე???


არიქა ნაცებო........დავაი დასცხეთ--- ეს პუტინის აგენტია, არიქა .... არიქა

მიდი ტრამპ მიდი.... დავაი..... იქნებ რამე საჩვენოდაც გამოაცხო .
..ხალხნი ვართ ...... რა იცი-- ყველაფერი ხდება
შენ მიდი, მიდი--იცოდე არ სემარცხვინო--- მე აქედან გბალეშიკობ
3 დღის უკან