„ლელოს“ ლიდერები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ უკვე ცნობილია რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კანონდარღვევის გამო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. მას, შესაძლოა, 1-წლიანი პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა დაემუქროს. ბადრი ჯაფარიძეს კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტში 16-საათამდე მისულიყო და შეკითხვებისთვის ეპასუხა. თუმცა ეს შანსი არც ჯაფარიძემ გამოიყენა და კომისიის სხდომაზე არც ის მივიდა.
„ლელოს“ ლიდერებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს, მიზეზები კი, სოციალურ ქსელში განმარტეს. ყოფილი ბანკირები ყოფილ ხელისუფლებასთან ბიზნეს-რეკეტში თანამონაწილეობას უარყოფენ, მათი მისამართით არსებულ კითხვებს კი მხოლოდ პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
შეკითხვები შპს „მაგნატის“ საქმის ფიგურანტების მისამართით დაზარალებული ბიზნესმენის გამოკითხვის შემდეგ უფრო მეტი გაჩნდა.
კანონით დადგენილი პროცედურების დაწყებას „ლელოში“ მუქარა უწოდეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის კოალიციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოწვევა უპასუხოდ არ დარჩება და რომ წინააღმდეგობა უფრო გააქტიურდება.
რაც წლების წინ მოხდა, ამაზე თავად ალეკო ელისაშვილი სთხოვდა პასუხს მამუკა ხაზარაძეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, „ლელოს“ ლიდერის ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა. ახლა კი ბრიფინგზე იდგა და თავდახრილი ისმენდა პარტიის წევრების განცხადებებს, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ თითქოს პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
„არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ ვაპირებ“ - დაწერა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა „არასერიოზული და კომიკურია“.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
საგამოძიებო კომისიამ, 25 მარტს ნავთობკომპანია „მაგნატის“ ჩამორთმევის საქმე განიხილა. მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
„გაიარა ომის ეპიზოდმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანამ ომი გადაიტანა, სექტემბრის თვეში „თიბისი ბანკის“ მაშინდელმა მენეჯმენტმა მოითხოვა ჩემი კომპანიისგან თანხების დაფარვა“, - განაცხადა კომისიაზე ჯემალ ლეონიძემ.
ლეონიძის თქმით, ბადრი ჯაფარიძის წარმომადგენელი დაუკავშირდა მისი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ნოდარ ხადურს და განუცხადა, რომ კომპანიის წილის ყიდვა სურდა „თიბისი ბანკს“.
ჯემალ ლეონიძის ადვოკატის, როინ მიგრიაულის განცხადებით „მაგნატის“ წილის გადაფორმების მოლაპარაკებებში იძულებული გახდნენ მოლაპარაკება ისე დაესრულებინათ, როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელს სურდა.
„გაკოტრების წარმოებას სამი მმართველი ახორციელებდა იმ პერიოდში. თვიდან იყო მეურვე, შემდეგ გაკოტრების მმართველი და ბოლოს სააღსრულებო ბიურო ჩაერთო, როგორც მმართველი. მალე დაასრულეს მისი გაკოტრების საქმის წარმოება, რადგან მისი სრული ქონება არ იქნა ბოლომდე მოძიებული.
„მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთი ეპიზოდია, როდესაც თიბისი ბანკმა მოამზადა შეთანხმება თავისი იურისტების მეშვეობით. ამ შეთანხმების თანახმად, „მაგნატის“ 5% უნდა დარჩენოდა ერთ-ერთ სუბიექტს, რომელზეც წილი ჰქონდა გადანაწილებული. თუ არ ვცდები, ბატონი ბუჩუკური იყო ასეთი, ვისზეც იყო ეს 5% რეგისტრირებული. მგონი, ეს ბოლო 5% იყო, რადგან დანარჩენი პროცენტები უკვე გადანაწილებული ჰქონდა. მე ვცდილობდი ყველანაირად, რომ არ მომხდარიყო ამ 5%-ის დათმობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ მოლაპარაკების ოთახში შემოდის ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ახლა ამ შეთანხმებას თქვენ ხელს არ მოაწერთ, ეს მოლაპარაკება ჩაიშლება და ეს 5% არ დაგრჩებათ. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბატონი ბუჩუკური, ბანკის იურისტი და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც თიბისი ბანკის წარმომადგენელს სურდა“, - განაცხადა ადვოკატმა როინ მიგრიაულმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ელის, რომ ბიზნესმენ ლეონიძის მსგავსად სხვა დაზარალებული ბიზნესმენებიც ალაპარაკდებიან. მისი აზრით, ეს მხოლოდ ჟურნალია. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ანალოგიურ დანაშაულებში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბევრი სხვა ადამიანიც ადანაშაულებს, ამიტომ ეს საგამოძიებო კომისია მათ მისცემთ სტიმულს, რომ ამაზე საუბარი ღიად დაიწყონ.
„ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კომისიაზე მიუსვლელობით, როცა ამ კომისიას ცირკი უწოდა, როგორც პოლიტიკოსმა, ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. მეორეც, მან გამოიჩინა კანონის წინაშე უპატივცემულობა. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ყველამ უნდა დაინახოს, რომ მსგავსი საქციელისთვის პასუხი მოეთხოვებათ. ასევე, ამით ხაზარაძემ ირიბად დაადასტურა, რომ იმ საშინელ გარიგებებში ნამდვილად იღებდა მონაწილეობას. ხაზარაძემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის დროს, კეზერაშვილთან ერთად რეკეტს ახორციელებდა ქართული ბიზნესის და ბიზნესმენების მიმართ.
ჩემს ახალგაზრდობაში სანამ კინო დაიწყებოდა ე.წ. ჟურნალს უჩვენებდნენ ხოლმე. მაყურებელს კინოს ყურებისთვის ამზადებდნენ, სწორედ ეს ვიხილეთ 25 მარტს საგამოძიებო კომისიაზე, სადაც ბიზნესმენმა ლეონიძემ და მისმა ადვოკატმა ამ რეკეტის სქემა ღიად გაშიფრეს. ამიტომ უნდა ველოდოთ ახლა კინოს ჩვენებას, როცა ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ღიად დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსები და ბანკირები კი არა, ავაზაკები და ხალხის მძარცველები არიან“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, კიდევ უფრო ბევრი საქმეები გამოჩნდება, სადაც ახალი ფიგურანტები გამოიკვეთებიან. ხოლო საზოგადოება, მათ შორის „ლელოს“ ამომრჩეველიც ნათლად დაინახავს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის მთავარ ჯაჭვს წარმოადგენენ.
„შესაძლოა, დღის სინათლეზე ისეთი საქმეები გამოვიდეს, რომ ნიურნბერგის პროცესსაც კი გაუტოლდეს. ხაზარაძე - ჯაფარიძე არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის სახე და წარმომადგენლები. საუბარი იმაზე, რომ „ლელო“ და მათი ლიდერები სულ სხვა ხალხია და ისინი არ არიან კავშირში, გასვრილები იმ 9 წელთან, ტყუილია. სწორედ ამ კომისიის დახმარებით გახდება კიდევ უფრო ნათელი, ვინ იყო და ვინ არის რეალურად ხაზარაძე. მან ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებდა, როგორც ათეთრებდა სააკაშვილის მოპარულ და წართმეულ მილიონებს თავის ბანკში. ამიტომ ხაზარაძეს და მის საქმიანობას, მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ის სახელი უნდა დაერქვას, რაც რეალურად არის. მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე“,-ამბობს გვენეტაძე.
აქამდეც უნდა მო......ყნათ ეგ ხაზარაძე
მაგ მაგნიტის საქმე ისედაც მთელმა საქართველომ იცოდა...
აი ნაცები რომ მაშინ ჩვენმა ,,დიდმა მეგობრებმა,, არ დაასჯევინეს, იმიტომ არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დიდ გულზე,
იმიტომ გულაობენ ესენიც...
ქოცის მარტივი ლოგიკააა------როგორ ნაცებმა მილიონები მოიპარეს და მე რომ ერთი ორი კაპიკი გავაკეთო არ შეიძლებაა??, მეც მყავს ოჯახი....და წავიდააა----- ისევ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი
და რომ ეს ესე იქნებოდა და ნაცების ამ დაუსჯელობით ქვეყანა რო არ დალაგდებოდა, ეს რააა .... ამერიკელებმა არ იცოდნეეენ??.(სინამდვილეში
საქართველოს მმართველებმა)..
იცოდნენ როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ქვეყანა რომ არ დალაგებულიყო, აი სწორედ ეს უნდოდათ იმ ჩათლახებს.
,,მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭერებაო,,
აი სწორედ იმიტომაც არ დაასჯევინეს ამათ ნაცები..... ტემბოლე რო ნაცები იმათი გამოზრდილები არიან...
ანუ საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრიდნენ კუდს??
მოკლედ საქართველოს დალაგება ყველაზე მეტად ამერიკელებს არ აწყობდათ--აწყობთ (სხვა კეთილებ მოწყობილებთან ერთად)
ამ თემაზე აქ ბევრი გვაქვს ნაწერი მეცა და სხვებსაც
ხოოდა ვენაცვალე ტრამპს--- იქნება და ის ამერიკა მართლა ტრაკში ააფეთქოს ....
რასაც რუსთავლეზე სალიუტებს ისროდნენ, მაღარიჩად იმას მარტო მე გავისვრი...
სულ იმას ვამბობ----ეგენი მეშვიდეები არიან მეთქი.... ჰოოოდა იქითკენაც მიდის ამერიკის საქმე
ჩვენაააა????....ჩვენ როგორ ეს 30 საუკუნე გავძელ--გამოვიარეთ, ისე ამ ჩათლახებსაც მოვინელებთ...
.ოღონდ ეს აფხაზეთ--სამაჩაბლოს ამბები მოგვარდეს და მითომ ამ 40 წლის მანძილზე არც არაფერი გვტკენია
არადა ...აუუუუუფ........თუნდაც მარტო ამ 40 წლის მანძილზე რა გადაიტანა საქართველომ??...
..და წარმოიდგინეთ 30 საუკუნე??---მტერს და ავს---სუ ამერიკა რუსეთს ჰქონდეს