„ზურაბიშვილი აგრძელებს გარე დავალებების შესრულებას - ვხედავთ, რომ განგებ ხდება საქართველოს გარიყვა ამერიკის ორბიტიდან“

„ზურაბიშვილი აგრძელებს გარე დავალებების შესრულებას - ვხედავთ, რომ განგებ ხდება საქართველოს გარიყვა ამერიკის ორბიტიდან“

სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს გარე დავალებების შესრულებას - ის აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ გახდა სხვა ქვეყნის გუბერნატორი. ზურაბიშვილი ახლა არის ცნობილი ორგანიზაციის სტიპენდიანტი, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც გარკვეული განცხადებები გააკეთა და დასავლეთს მოუწოდა უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რა შედეგს გამოიღებს სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟი?

- სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს გარე დავალებების შესრულებას - სრულიად სამარცხვინოდ, ყოფილი პრეზიდენტი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ გახდა სხვა ქვეყნის გუბერნატორი. ზურაბიშვილი ახლა არის ცნობილი ორგანიზაციის სტიპენდიანტი, იქ იღებს ხელფასს და იმ ძალების დაკვეთით, რომელსაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ებრძვის, აგრძელებს მავნებლობას საქართველოს წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანას სთხოვდეს საკუთარი თანამოქალაქის დასჯას. მისი სამშობლო ვერ გახდა საქართველო და ამ აზრზე არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.

თქვენი აზრით, გაძლიერდება თუ არა ზეწოლა დასავლეთის მხრიდან ქართულ ოცნებაზე?

- იმაზე მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს, რასაც აკეთებენ. სანამ ომი არ შეწყდება უკრაინაში და ზოგადად, არ გადაიხედება ევროპის პოლიტიკა, მსგავსი გამოხტომები და არამეგობრული ჟესტები საქართველოს წინააღმდეგ გაგრძელდება. ნელ-ნელა იკვეთება, რომ ცდილობენ მაქსიმალურად, ეკონომიკურად დააზიანონ მოსახლეობა და უკვე ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობა გამოვიდეს ხელისუფლების წინააღმდეგ და არ არის გამორიცხული, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც რუსეთსაც კი არ გადაუდგამს - რუსეთს ეჯიბრებიან არამეგობრულ და არაადეკვატურ ქცევებში. ვიდრე არის ნაცმოძრაობის საცეცები მიმოფანტული რამდენიმე პარტიაში, მათი მეშვეობით შეეცდებიან აქ სიტუაციის არევას.

რამდენად უნდა ველოდოთ ფინანსურ და ეკონომიკური სანქციებს და რამდენად არის შესაძელებელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგეს?

- უვოზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ მცდელობები, თუმცა იბლოკება და სერიოზული პროცედურები მიდის. გარდა ამისა, ევროკავშირში მოქმედი გარკვეული ძალები ბევრჯერ ცდილობდნენ მსგავსი ნაბიჯების გადადგმას, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების შემდეგ, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია საპასუხო ნაბიჯების გადადგმა და იმ ყველაფრის დანგრევა, რასაც წლების განმავლობაში ვაკოწიწებდით.

ქართული ოცნების წყალობით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც მის პატრონებს აქ სხვა ინტერესები გაუჩნდათ, შეუცვალეს დავალება და მყისიერად ვიხილეთ სხვა ზურაბიშვილი, რომელიც ადრე დარბოდა აქ, შეხვედრებს აწყობდა სხვადასხვა სუბიექტებთან .. პოლარიზაციის შესამცირებლად და შემდეგ თავად გახდა პოლარიზაციის გენერატორი და დღესაც იგივეს აგრძელებს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ინტერესებში არ არის აქ სიტუაციის მეტად დაძაბვა.

ქართული ოცნება დღემდე ელოდება საქართვდელო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ამ დრომდე ვერ მოხდა. როდის უნდა ველოდოთ ამ ნაბიჯს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიჭერს დონალდ ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით?

- ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ვხედავთ, რომ ტრამპი დაკავებულია მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მსოფლიოსთვის გლობალური საკითხებით. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის უკრაინაში ომის შეწყვეტა. ტრამპს ბევრი საერთო აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან როგორც ღირებულებითი, ასევე შეხედულებების მხრივ და თუ მოხდება ამ ინტერესების თანხვედრა, რაღაც პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

როდესაც საუბრობენ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, თუ ეს ამერიკის ინტერესებშიც არის, წესით, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. საქართველოზე სტაბილური პარტნიორი ამერიკას კავკასიაში არ ჰყოლია და ორმხრივ ინტერესებშია ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და უფრო გაღრმავდეს - რაც იყო, ეს ფორმალური, სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელსაც სერიოზული ქმედებები არ მოჰყოლია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად. ბოლო პერიოდში თითქოს ვხედავთ, რომ განგებ ხდება საქართველოს გარიყვა ამერიკის ორბიტიდან.

თომა თუნდაც ორი სიტყვით, ირიბად რომ ეხსენებინა საქართველო ამას რა უნდოდა?! კარგით რა.... ერთხელ და სამუდამოდ დანებეთ ვიღაცის იმედად ყოფნას თავი.
3 დღის უკან