ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომიასთან მოუწევს პასუხის გაცემა, რა სქემით მონაწილეობდა მათი ბანკი ბიზნესების რეკეტის სქემაში 

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომიასთან მოუწევს პასუხის გაცემა, რა სქემით მონაწილეობდა მათი ბანკი ბიზნესების რეკეტის სქემაში 

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დილემის წინაშე დგანან - მივლენ თუ არა ისინი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შემსწავლელ სხდომაზე, სადაც მათ ერთ-ერთი ბიზნესმენი მისთვის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, წილების წართმევაში წინა ხელისუფლებასთან ერთად ხაზარაძე - ჯაფარიძესაც ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტის სხდომაზე დაიბარა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, „მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.

„ყველას კარგად გვახსოვს, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი იმუქრებიან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ჯარიმით ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელსაც ღალატი აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ვიცით, თუ რა ხდებოდა, თუნდაც 2008 წლის ომი რომ ავიღოთ. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ ამ საგამოძიებო კომისიის დანიშნულებაა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანოს. ასევე ამხილოს ის ადამიანები და საბანკო კომპონენტი, რომელიც მას ბიზნესის რეკეტში ეხმარებოდა და მოპარულ ფულს უთეთრებდა.

„სააკაშვილის რეჟიმის დროს, არავისთვის აღარ არის დასამალი, რომ ბიზნესზე თავდასხმა და რეიდები ხდებოდა. სააკაშვილის კლანის წევრებზე ამ ბიზნესის გადაფორმებისთვის მათ დამხმარე ბანკი სჭირდებოდათ. მათ შორის ციხიდან ხდებოდა დაპატიმრებული ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევა და გადაფორმება. ამისთვის კი სჭირდებოდათ სანდო ბანკირი და ბანკი. სწორედ ასეთი იყო „თი-ბი-სი ბანკი“ და მისი მეპატრონეები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. ამიტომ ახლა პირველი ამოცანაა, რომ ამ საგამოძიებო კომისიამ, „ნაციონალურ მოძრაობას“, პირველი პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანოს. მეორე ამოცანაა, ინდივიდუალური დანაშაულებზე გასვლა და საგამოძიებო კომისიამ ამ გამოკითხვების შედეგად, საგამოძიებო მასალები პროკურატურას გადაუგზავნოს.

კიდევ უფრო ბევრი და მძიმე დანაშაულები გამოვა დღის სინათლეზე. ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომ ამ კომისიაზე არ მისვლა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ წინასწარ გააფრთხილა ყველა. პასუხისმგებლობა არ ასცდება არავის, ვინც კომისიის წინაშე წარსდგომაზე უარს იტყვის ან განზრახ არ ითანამშრომლებს კომისიასთან, ან კიდევ დეზინფორმაციას მიაწვდის საგამოძიებო კომისიას“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ხაზარაძეს აქვს შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მის ირგვლივ მიმდინარე ბრალდებებს სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს წერტილი დაუსვას. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ მათი პოზიცია საზოგადოებამ მოისმინოს.

„თუ ხაზარაძე კომისიაზე არ მივა, მის მიმართ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებს. იმ უამრავი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მის მიმართ, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამიტომ ხაზარაძის გადასაწყვეტია, მივა თუ არა ის კომისიაზე. მას თუ სურს თავისი პოლიტიკური რეაბილიტაცია განახორციელოს, აჩვენოს საკუთარ ამომრჩეველს, რომ მართალია. მის ადგილას მე თუ მართალი ვიქნებოდი, კომისიაზე ნამდვილად მივიდოდი. თუ ის ასე არ მოიქცევა, ის უბრალოდ პასუხისმგებლობას ვერც ერთი მხრიდან ვერ გაექცევა. არსებობენ უამრავი მოწმეები, რომლებსაც მოუწევთ ჩვენებების მიცემა და მოყოლა იმ დეტალების, როგორ ხდებოდა ამ წილების გადაფორმება და რა სქემაში იყო ხაზარაძე ჩართული, ამიტომ მას დამალვა ვერაფერს უშველის“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ხაზარაძეს ურჩევნია საკუთარი ავტორიტეტის და პარტიის გადასარჩენად ამ კომისიაზე მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

trampi კიდევ ერთხელ ქუნემ კოლუმბი კოხაბიტაციისთვის
აქამდეც უნდა მო......ყნათ ეგ ხაზარაძე
მაგ მაგნიტის საქმე ისედაც მთელმა საქართველომ იცოდა...
აი ნაცები რომ მაშინ ჩვენმა ,,დიდმა მეგობრებმა,, არ დაასჯევინეს, იმიტომ არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დიდ გულზე,
იმიტომ გულაობენ ესენიც...
ქოცის მარტივი ლოგიკააა------როგორ ნაცებმა მილიონები მოიპარეს და მე რომ ერთი ორი კაპიკი გავაკეთო არ შეიძლებაა??, მეც მყავს ოჯახი....და წავიდააა----- ისევ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი
და რომ ეს ესე იქნებოდა და ნაცების ამ დაუსჯელობით ქვეყანა რო არ დალაგდებოდა, ეს რააა .... ამერიკელებმა არ იცოდნეეენ??.(სინამდვილეში
საქართველოს მმართველებმა)..
იცოდნენ როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ქვეყანა რომ არ დალაგებულიყო, აი სწორედ ეს უნდოდათ იმ ჩათლახებს.
,,მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭერებაო,,
აი სწორედ იმიტომაც არ დაასჯევინეს ამათ ნაცები..... ტემბოლე რო ნაცები იმათი გამოზრდილები არიან...
ანუ საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრიდნენ კუდს??
მოკლედ საქართველოს დალაგება ყველაზე მეტად ამერიკელებს არ აწყობდათ--აწყობთ (სხვა კეთილებ მოწყობილებთან ერთად)
ამ თემაზე აქ ბევრი გვაქვს ნაწერი მეცა და სხვებსაც
ხოოდა ვენაცვალე ტრამპს--- იქნება და ის ამერიკა მართლა ტრაკში ააფეთქოს ....
რასაც რუსთავლეზე სალიუტებს ისროდნენ, მაღარიჩად იმას მარტო მე გავისვრი...
სულ იმას ვამბობ----ეგენი მეშვიდეები არიან მეთქი.... ჰოოოდა იქითკენაც მიდის ამერიკის საქმე
ჩვენაააა????....ჩვენ როგორ ეს 30 საუკუნე გავძელ--გამოვიარეთ, ისე ამ ჩათლახებსაც მოვინელებთ...
.ოღონდ ეს აფხაზეთ--სამაჩაბლოს ამბები მოგვარდეს და მითომ ამ 40 წლის მანძილზე არც არაფერი გვტკენია
არადა ...აუუუუუფ........თუნდაც მარტო ამ 40 წლის მანძილზე რა გადაიტანა საქართველომ??...
..და წარმოიდგინეთ 30 საუკუნე??---მტერს და ავს---სუ ამერიკა რუსეთს ჰქონდეს
13 საათის უკან
დოი ხაზარაძე ნამდვილად მონაწილეობდა ყველაფერ ბინძურ ფინანსურ მაქინაციებში ნაცების სასარგებლოდ და დაინტერესებულ პირებს შეუხლიათ მოიძიონ იმ პერიოდში უკვე ძლიერი და მყარად მომუშავე შპსეები სად გაქრა,როგორ გააკოტრრს და მერე ციხეში გამოკეტეს ხალხი....
6 საათის უკან