შსს-მ რუსთავის საქალაქო სასამრთლოში 5 ადმინისტრაციული დავა წააგო

შსს-მ რუსთავის საქალაქო სასამრთლოში 5 ადმინისტრაციული დავა წააგო

პენსიაზე გასულმა დმანისის პოლიციის თანამშრომლებმა თავიანთი სახელფასო დავალიანების საქმის მიხედვა გადაწყვიტეს. 2011 წლის 3 იანვარს, რუსთავის საქალაქო სასამრთლოში სარჩელი შეიტანეს - ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო მთავრი სამმართველოს წინააღმდეგ.

დმანისის ყოფილი პოლიციელები - კოლა მოსაშვილი, ილიკო გირგვლიანი, ალექსანდრე ადუაშვილი, ოთარ ტატუაშვილი და ვახტანგ ავალიშვილი - შსს-გან 1998-1999 და 200-2003 წლის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

მათ სარჩელზე 2011 წლის 16 თებერვალს, მოპასუხე ქვემო ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოს იურისტმა სასამრთლოს განუცხადა, რომ ხელფასის მოთხოვნის საქმეს, უკვე ხანდაზმულია და შსს-არაფრის გადახდას გეგმავს. ”იმ წლებში ჩვენ უწყებას არ ქონდა საკმარისი სუბსიდიები, რომ ამ ადამიანებისთვის შრომის ანაზღაურება გადაეხადა” - უთხრა მოსამართლეს სამმართველოს წარმომადგენელმა ანა კაპანაძემ. ”გაგეშვით მაშინ სახლში?!” – კაპანაძეს დარბაზიდან შსს-ს მევალეები გამოეხმაურნენ.

პენსიონერი პოლიციელები ქვემო ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოსგან სხვადასხვა თანხას ითხოვდნენ. საქმე იმაში იყო, რომ მომჩივანთაგან ზოგისთვის 1998 და 2000 წლების ხელფასი გადახდილი იყო და ზოგისთვის - არა. თავის დროზე ანაზღაურებაც ყველას სხვადასხვა ჰქონდა. საბოლოო ჯამში შსს-გან თითოული შემდეგ თანხას ითხოვდა: კოლა მოსაშვილი – 897ლარი, ილიკო გირგვლიანი - 1499ლარი, ალექსანდრე ადუაშვილი – 1231 ლარი, ოთარ ტატუაშვილი – 1715 ლარი და ვახტანგ ავალიშვილი – 864 ლარი.

რუსთავის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე ეკატერინე პარტენიშვილმა ხუთივე მომჩივანის საჩივარი დააკმაყოფილა და ქვემო ქართლის სამხარეო მთავრ სამმართველოს საერთო ჯამში 7 000 ლარის გადახდა დააკისრა. განხილული ხუთი ადმინისტრაციული დავიდან შსს-ს ორი საქმის, არცერთ სასამრთლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლება არ აქვს. ამ საქმეების შემთხვევაში სადავო თანხა ათას ლარს არ აღემატება და, შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საბოლოოა.