„ამ ოპოზიციას გადაშენება უწერია, ბურჯანაძე ვინმეს ახსოვს?!“

„ამ ოპოზიციას გადაშენება უწერია, ბურჯანაძე ვინმეს ახსოვს?!“

კახა კალაძე უალტერნატივოა, - ასეთნაირად აფასებს ირაკლი კობახიძე მოქმედი მერის საქმიანობას და კალაძის პერსონალურ რეიტინგსა და გაკეთებულ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას. კობახიძის თქმით, მერობაზე არავითარი შეზღუდვა არ არის და, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვითაც, განუსაზღვრელი რაოდენობით შეიძლება კენჭისყრა მერის პოზიციაზე, მაგრამ საბოლოოდ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მიიღებს.

არჩევნებამდე 7 თვით ადრე მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ, პირველ რიგში, თბილისში და შემდეგ უკვე ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს მერისა და საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას კი კონკურენციის არავითარი რესურსი არ აქვს, ამიტომაც თავს არიდებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაქსაქსული ოპოზიციის კიდევ ერთი თავსატეხია, რამაც ოპოზიციაში დაპირისპირება გაამძაფრა. ნაცმოძრაობა არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას აზრით, რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში, რადგან რეიტინგი არ აქვთ. ისინი ელოდებიან პატრონების მესიჯს, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში.

დაბნეულები არიან, რა უნდა ქნან ახლა? ვისთან უნდა მივიდნენ? მონაწილეობას თუ მიიღებენ, პირწმინდად დამარცხდებიან. თან ახლა ის ფონდები არ ჰყავთ, რომლებიც უპრავებდნენ სიგიჟეებს - ტრამპმა დახურა- აცხადებს ზარქუა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, ნებაყოფლობით არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკადრო პოლიტიკაზე არასდროს უფიქრია და წარმოდგენა არ აქვს, ვინ შეიძლება იყოს დედაქალაქის მერი. ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკი იმაზე, ვინ უნდა იყოს დედაქალაქის მერი და ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბარი იმის მცდელობაა, რომ ყურადღება გადაიტანონ თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩაითვალოს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველაფერი რიგზე იყო.

ეს არის პროპაგანდისტული სვლა. თუ ოპოზიცია ჩაერთვება ამ წყლის ნაყვაში, მთლად უკეთესი ხელისუფლებისთვის. რა დროს ქალაქის მერზეა საუბარი, როცა 6 თვის შემდეგაა არჩევნები. 6 თვის შემდეგ ამ ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ რა ვითარება იქნება, ვინმეს შეუძლია პროგნოზის გაკეთება?- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება დედაქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ერთი მთავარი გამოწვევაა - პროტექციონიზმი, ეს ყველა ხელისუფლების დროს პრობლემა იყო. როგორც წესი, ვისაც ხელისუფლებაში მიესვლება, აკეთებს იმას, რაც უნდა. ქალაქიც და ქვეყანაც, ილიას რომ დავესესხოთ, კარგსაც კი ფეხებზე ჰკიდია.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქს კი არა, მთლიანად ქვეყანას აქვს გამოწვევები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რაც უშუალოდ თუ ირიბად აისახება საქართველოზე. ჩვენს დედაქალაქს სხვაგვარი გამოწვევები აქვს, სხვა ქალაქებს კიდევ განსხვავებული გამოწვევები.

გამოწვევები არაერთია. მაგალითად, როგორ უნდა განიტვირთოს დედაქალაქი საცობებისგან. ესაა ნომერ პირველი გამოწვევა მხოლოდ თბილისისთვის კი არა, რომისთვის, პარიზისთვის, ნიუ-იორკისთვის. ახალგაზრდობაში უცხოეთში როდესაც მიწევდა კონფერენციებსა და სწავლებებზე ჩასვლა, მიკვირდა, როცა იძახდნენ, რომ საცობის და პარკირების პრობლემა ჰქონდათ. ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო საცობი. ნახევრად ხუმრობით გეტყვით, გუშინ სახლიდან მომავალმა სახლთან მოშორებით პარკირების ორი ცარიელი ადგილი დავინახე და კინაღამ იქ დავაყენე მანქანა, ვიფიქრე, როგორ გავუშვა ეს შანსი ხელიდან-თქო. გესმით, უკვე რაზეა საუბარი? ამ პრობლემის გადაჭრა არაა ადვილი. ამას ემატება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. ძალიან ბევრი ადამიანი დედაქალაქში პოულობს საჭმელს, საშოვარს, სამსახურს, სწავლას, ამას ემატება მშენებლობები, ეს ყველაფერი ზრდის დედაქალაქის დატვირთვას, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი რას ფიქრობს, რამდენად არის კალაძე უალტერნატივო, თუ ალტერნატივის მქონე, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. შესაძლოა, მმართველ გუნდს აქვს კალაძესთან დაკავშირებით სხვა გეგმა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გარდა სახელისუფლებო პარტიისა, თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულნი თავიანიათ პროგრამაზე. ხვიჩიას პარტია იძახის, მე უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობაო, ეს პარტია რამდენად მძლავრია და რამდენად შეძლებს საკვანძო პოზიციის დაკავებას ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ეს კიდევ სათუოა. დანარჩენი პარტიები როცა ამბობენ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ არ გადაგვიწყვეტიაო, ეს უკვე მათი პრობლემაა. ეს ისეთი პრობლემაცაა, რომ ეს ხალხი პოლიტიკას ჩამოშორდება, რაც ცუდი არ არის.

თვითონვე აკეთებენ ჰარაკირს. ბურჯანაძე ვინმეს ახსოვს, ასეთი პოლიტიკოსი? ახალ თაობას რომ უხსენო, ვერ იტყვის, ვინ არის. ასეთები ჩვენს პოლიტიკაში ძალიან ბევრია. მათ პოლიტიკური გადაშენება უწერიათ უბრალო რამიდან გამომდინარე. ერთი, რომ თავიანთი არასერიოზული პოლიტიკური ქმედებებით ადგილი ვერ დაიმკვიდრეს პოლიტიკაში და მეორე დიდი უბედურებაა, თუკი ვინმე კიდევ შემორჩა ამ პოლიტიკურ პარტიებში, მათ არ აქვთ რეალური განსაზღვრული პროგრამა, ამიტომ რა უნდა გააკეთონ, როცა ხელისუფლებას ოპონირებას ვერ უწევენ და ერთმანეთთან ლანძღვასა და კამათის რეჟიმში გადავიდნენ. ვის გამოარჩევს უცხოეთი მათგან და ვის დაავალებს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ეს გამოჩნდება“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ლევკოთეა ბურჯანაძე მე მახსოვს. გამსახურდიამ რომ გააუქმა ორი ლესბოსელის მიერ დაწესებული 8 მარტი, ბურჯანაძემ დააბრუნა უკან კონსტიტუციაში.
მეტი კვალი ანზოროვნას არ დაუტოვებია.
7 საათის უკან