საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ძვირადღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საქართველოს თავდაცვის უწყება სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული და სხვა ავტომანქანების  ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახორციელებს.

ინფორმაცია სარგებლობაში მყოფი ავტომანქანების ჩამონათვალისა და მათი საექსპერტო შეფასების შესახებ მოცემულია დანართში N1.

ხოლო მოსაწოდებელი ავტომანქანების სასურველი მახასიათებლები და სავარაუდო რაოდენობები მოცემულია დანართში N2. წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ავტომანქანის სახეობა;

ავტომანქანის ღირებულება (ლარში);

საგარანტიო პირობები;

საგარანტიო სერვისის ფარგლებში, 100 000 (ასი ათასი) კმ-ზე გასაწევი მომსახურების ღირებულება (ლარში).

მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას, მხედველობაში იქნება მიღებული ავტომანქანის ფასი, ტექნიკურ პარამეტრები, საგარანტიო პირობები და საგარანტიო სერვისის ღირებულება.

ყველა დაინტერესებულმა პირმა  წინადადებები უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 04 მარტის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში.