რიშისა და შაჰინის „მეგობრობა“ უკივე კოშმარად ექცა საქართველოს

რიშისა და შაჰინის „მეგობრობა“ უკივე კოშმარად ექცა საქართველოს

აშშ-ის სენატში ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმამეგობარი აქტიწარადგინეს, რაც ქართულ ოცნებაზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის ბერკეტად შეფასდა. აღნიშნულმა გარკვეული მოლოდინებიც შექმნა, რომ საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ რიტორიკა და ხისტი დამოკიდებულება დასავლეთთან მიმართებაში შეცვალოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობების დასალაგებლად და გადასატვირთად. როგორც ცნობილია, მეგობარი აქტის განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა განხილვა გადაიდო და აქტს, სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავენ.

ამის ფონზე, ასევე ვხედავთ თბილისშიმეგობარი აქტისმხარდამჭერ მსვლელობებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ აქტის მიღებასა და ამით ქართულ ოცნებაზე ზეწოლის გაძლიერებას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი აშშ მეგობარ აქტს და დანარჩენ ორ აქტს მიიღებს, რომლებიც ასევე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გრძელვადიან კრიზისში შევა.

მეგობარი აქტის გარდა, აშშ- წარმომადგენლობით პალატასა და სენატში დაინიცირებულია კიდევ ორი აქტი - ეს არის ქართველი ხალხის და ქართული კოშმარის დასრულების აქტი. თუ ეს აქტები იქნება მიღებული და პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს, ქართულ-ამერიკური ურთიერთიბების გადატვირთვის იმედი არ უნდა გვქონდეს, შეიძლება ეს ურთიერთობა გრძელვადიან კრიზისში შევიდეს.

აშშ- სჭირდება მეტი სიცხადე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, თუ სად მიდის საქართველო, როგორი იქნება მისი ურთიერთიბები ჩინეთთან, ირანთან და ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში დემოკრატია - დარჩება თუ არა საქართველო აშშ- ინტერესების გამტარებელი სამხრეთ კავკასიაში და სტრატეგიული პარტნიორი, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო შორს წავიდა, ვიდრე მეგობარი აქტის მიღებაა, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობაზე.

მეგობარი აქტის მიღება, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური განაცხადი ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, რომ ის იზიარებს პოზიციას საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც ამ აქტით არის გამოხატული. შესაბამისად, ეს საწყის ეტაპზე შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ამას ადმინისტრაციის მხრიდან მოჰყვება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იქნება შეუზღუდავი. საკმაოდ კრიზისული სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ფაქტობრივად, იდენტური იქნება იმასთან, რასაც ევროკავშირი აკეთებს, თუმცა თუ აშშ-მა უფრო შორს წასვლა მოინდომა, ეს იქნება პირდაპირი ზეგავლენა არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.

ალბათ, გაძლიერდება ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. თუ მეგობარი აქტის მიღება ქვეყნისთვის პლიუსია, ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოზიციები გარკვეულწილად შეცვალოს, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

მეგობარი აქტის ძირითადი დებულებებია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა. აღნიშნულია, რომ აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

აქტში ვკითხულობთ ასევე დებულებას დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.

საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას, - წერია აქტში.

ამასთან, საუბარია სანქციებზეც: არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, „მეგობარი აქტისმიღება მოიტანსქართული ოცნებისლიდერებისა და ივანიშვილის მეტ იზოლაციას, საქართველოს მეტ ინტეგრაციას ამერიკასთან, რაც საქართველოსთვის ნიშნავს დაცულობას, განვითარებას და წინსვლას.

თუ მარტო დავრჩებით ძალიან მარტივი იქნება ჩვენი დამონება, ამიტომ გვინდა ჩვენ მეგობრობა ამერიკასთან და ჩავთვალოთ, ეს არის ამერიკის მეგობრობის მხარდაჭერის მსვლელობა. ესმეგობრობის აქტისაქართველოს სჭირდება. ჩვენ ბევრი გვყავს ამერიკაში, ევროპაში და მათაც სჭირდებათ ჩვენგან გამხნევება ჩვენი აქციებით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი ხმამაღალი სიტყვით, რომ არ დაიღალონ ჩვენ მხარდაჭერაში იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, გამარჯვებაში. ეს უნდა ვაჩვენოთ. ამ აქტის განხილვა იწყება აშშ-ის სენატში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით მიღების კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი, ამიტომ ეს განხილვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ საქართველოსთან მიმართებაში, მით უმეტეს, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, რა პოზიციები არის ამერიკიდან საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებამისთვის ბევრ არასასურველ რამეს მოისმენს, ჩვენ, ძალიან ბევრს იმედისმომცემს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Gami როგორაა მონდომებული ეს პამპერსიანი მაჩვის ძაბირაძე რომ "ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში უფრო შორს წავიდეს". დამპალი ნაძირალა. ვაა, ვაშაძესზც ჰქონია "ჭიჭე აზრი."
1 დღის უკან
Maverick არ მგონია, რომ სენატმა დაამტკიცოს "მეგობრული" აქტი!
1 დღის უკან
ლაზი თუ ტრამპი რიშ-შაჰინისა და უოლსონის ჭკუაზე რიარულს აპირებს, იუსაიდი და ნედი კი არ გაეუქმებინა, რომ არ ყოფილიყო უნდა შეექმნა, რადგან ეს აქტები პირდაპირ მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. ამ პრინციპით მალე იგივე დასჭირდებათ უნგრეთში, სლოვაკეთში, სერბეთში და სხვა კონსერვატიული პოლიტიკის ხელისუფლების ქვეყნებში. თუ ასეთი გზით წავა ამერიკის პოლიტიკა, ამით დაკარგავს პოლიტიკურ მოკავშირეებს და მას წალეკავს ლიბერალური ფაშიზმი. დიფ სტეიტი კი არ დამარხდება, არამედ მალე ტრამპზე და მის გუნდზე გამარჯვებას იზეიმებს.
დღეს რომ ამერიკაში მასკის ტესლებს წვავს და აზიანებს, ის ხალხი, იმათი იდეური ნათესავები არიან, ვინც საქართველოს პარლამენტს და პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით უტევდა და პიროტექნიკით, პირდაპირი დამიზნებით, მაქსიმკას პულემიოტივით აყრიდა ცეცხლს. სწორედ მათ ლობირებენ უოლსონი და რიშ-შაჰინები ამერიკის კონგრესში. მათი დამკვეთები კი აქ სიხარულით ჭყლოპინებენ "მეგობრული" აქტების მიღების მოლოდინში.
1 დღის უკან
დოი არ შეიძლება ამერიკელების ნდობა ბოლომდე...
1 დღის უკან