31 მარტის აქცია და ოპოზიციური სპექტრის გახლეჩვა გაერთიანების ნაცვლად!

31 მარტის აქცია და ოპოზიციური სპექტრის გახლეჩვა გაერთიანების ნაცვლად!

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამჟამად ოპოზიციური სპექტრის კოორდინირებას ცდილობს. ამის გათვალისწინებით, ზურაბიშვილისაერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნის ინიციატივით გამოდის და 31 მარტს დიდ აქციას აანონსებს, რამაც ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ყოფილი პრეზიდენტის იდეას სკეპტიკურად უყურებენ.

ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული და უტოპიურია, მაშინ უნდა დასრულდეს ყალბი საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკიდურეს უსამართლობად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის არშეწყალების გადაწყვეტილება, თავად პრეზიდენტი სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდაჭერების დანაციონალური მოძრაობისმიმართ, რომ ჩვენ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება, მონაწილეობა მიგვეღო. თუმცა აქაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობაყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის, თუმცა ეს არის დემოკრატია, სადაც ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მოდუს ოპერანდი და ვერავის დავაძალებთ, დიდ საერთო პოზიციურ ფრონტში გაერთიანდეს, სადაც მზად ვიქნებოდით ყველასთან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ხშირად მოგვისმენია მსგავსი ტიპის განცხადებები შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებთ, თუმცა ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მისთვის გაუგებარია ოპოზიციის სურვილი გაერთიანდნენ, რადგან საყვარელიძის შესაფსებით, ამით ამომრჩეველთა მოზიდვის კუთხით არაფერი იცვლება.

ადრეც, ბევრჯერ ყოფილა ნათქვამი, გავერთიანდეთო. ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის საჭირო გაერთიანება. თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთ კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, ხოლო ამ პარტიას შემოყვანილი ჰყავს სხვა პარტიები, ძალაუნებურად ადგილებიც უნდა გაუყოს სხვა პარტიებს და გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობა უნდა მიაღებინოს - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხმები ერთი, კონკრეტული პარტიისაა. ამის ფონზე, გაუგებარია მოწოდება გაერთიანების შესახებ.

რომც გაერთიანდნენ, მეტი ხმა არც მიიღება. გააჩნია პარტიების მხარდამჭერებს ერთმანეთის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ და არა პარტიის ლიდერებს. ასე რომ, ყველამ თავის საქმეს მოუაროს, მკაფიოდ ანახონ რა შეუძლიათ, თორემ გაერთიანებით, ქეიფიც კი შეიძლება არ გამოვიდეს ხალხმრავალი თუკი ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და პარტიების გაერთიანებით რატომ აქვთ მოლოდინი, რომ კარგ დეგს მიიღებენ, გაუგებარია. მგონია, რომ უფრო სტერეოტიპებს მიყვებიან, თითქოს ორი რაზმი თუ გაერთიანდა, მტერთან ბრძოლის დროს უფრო გაიმარჯვებენ, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრს სურს საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნის ხელისუფლებას ემორჩილებოდეს:

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, რომელშიც არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, სიმბოლური დასრულება იყო ნაცმოძრაობის მიერ მისი ოფისის გაყიდვა. თუმცა, ოპოზიციური პოლიტიკური ველი ვერ მოითმენს ვაკუუმს და ის შეივსება ახალი ძალებით, მაგრამ ამ ოპოზიციურ პარტიასთან, საერთო ვერ უნდა ნახოს გიორგი გახარიამ, რადგან თავის დროზე, მას თვალთხარიას ეძახდნენ.

31 მარტი ამ ოპოზიციური სპექტრისათვის არის საშინელი დღე. ამ ხალხს უნდა საკუთარი მთავრობა სხვის მთავრობას ემორჩილებოდეს - არ შეიძლება ეს ადამიანები 31 მარტს ერთიანი იდეით იყვნენ წარმოდგენილნი, რომელსაც ჰქვია საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, რადგან ისინი ემხრობიან იდეას, რომ საქართველო უნდა ემორჩილებოდეს ვიღაცას და ქვეყანა იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული. ამიტომ, მათი იდეა ძირშივე მცდარი და მკვდარია, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.