შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რომან დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „ბერეტა“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).