სტიქიის ზონების სურსათით და წამლებით მომარაგება გაჭირდა, საქმეში ბიზნესმენებთან ერთად მთავრობა ჩაერთო

სტიქიის ზონების სურსათით და წამლებით მომარაგება გაჭირდა, საქმეში ბიზნესმენებთან ერთად მთავრობა ჩაერთო

გურიისა და აჭარის სტიქიურ ზონებში აუცილებელი პროდუქტებით მომარაგების პრობლემამ იჩინა თავი და საქმეში მთავრობა ჩაერთო. კერძო სექტორი ადასტურებს, რომ სურსათის და მედიკამენტების ყველგან მიტანა ჭირს. ამიტომ პრემიერის დავალებით მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შევა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები - 10 000 ერთეული პაკეტი.

სოციალური ქსელის ვრცელდება ინფორმაცები, რომ პრობლემებია სტიქიის ზონებში მდებარე მაღაზიების სურსათით მომარაგების მხრივ. მოქალაქეები წერენ, რომ დახლების ნაწილი ცარიელია. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო დისტრიბუციის პრობლემა, ძირითადად, იმ პროდუქტებს შეეხო, რომლის მიწოდებაც ყოველდღიურად ხდებოდა.

რაც შეეხება სოფლების მომარაგებას, ეს ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე სხვადასხვა რაიონის მუნიციპალური ცენტრის ან დაბის.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლაშა რიჟამაძის ინფორმაციით, რეგიონებში, ქსელურ მაღაზიაში სურსათის მარაგი არის, თუმცა პრობლემა მისი განაწილებაა.

პურს მიწოდების მოკლე ვადა აქვს და დისტრიბუცია ყოველდღიურად ხდებოდა, ამიტომ მარაგი უკვე მცირეა. სხვა ძირითად პროდუქციაზე არსებითი პრობლემები ჯერ არ შექმნილა. ძირითადად მომარაგება სოფლების მიმართულებით ჭირს, სადაც მცირე მეწარმეები ანაწილებდნენ პროდუქციას. მარკეტებში, სურსათის დეფიციტი არ არის, მაგრამ პურზე მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები არსებობს.

პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მარაგის პრობლემა შესაძლოა, სოფლებში იყოს. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებელი იმ რაოდენობის პროდუქციას არ შეიძენენ, რომ საერთო მარაგი ხელოვნურად შემცირდეს.

რაც შეეხება უშუალოდ მიწოდების ნაწილს, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დეფიციტი არ შეიქმნება. ზოგიერთი პროდუქტები შეიძლება შემცირდეს, ოღონდ აქ ვგულისხმობ, ისეთ დასახლებებს, სადაც ქსელური ტიპის მაღაზიებია.  რაც შეეხება სოფლებს, იქ გაცილებით მეტი შეფერხებაა. ამ მიმართულებითაც ველოდებით შესაბამის უწყებებს და ვეცდებით, რომ კონკრეტული ლოკაციიდან მათი დახმარებით მიწოდება აღდგეს“, - აღნიშნა კომერსანტთან საუბრისას ლაშა რიჟამაძემ.

განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებს უჭირთ. რამდენადაც ბიზნესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების სრულფასოვან მომარაგებას თავს ვერ ართმევს, საქმეში მთავრობა ერთვება. პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში განხორციელდება, დაახლოებით 10 000 ერთეული პაკეტი ჩავა გურიაში. მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შევა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები.

სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები,“ - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

სტიიქის დროს მთავარი აინც პურით მომარაგების საკითხია. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირისთავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, გურიიდან არ გავრცელებულ ცნობა, რომ პურით მომარაგების მხრივ რაიმე სერიოზული პრობლემა იყოს.

რეგიონში მუშაობს ოზურგეთის ქარხანა, ასევე ჩოხატაურში კუსტარული საცხობი, თუმცა მუშაობასა და მიწოდებაზე, არის თუ არა შეფერხება, დოლიძისთვის უცნობია.

ჩვენთან ოზურგეთის ქარხანა თანამშრომლობს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამე შეფერხება არის თუ არა. ჩოხატაურში არის კუსტარული ტიპის საცხობი. ისე კი, ასეთ დროს გურულები უფრო მეტად მჭადზე გადადიან ხოლმე, მე თვითონაც გურიიდან ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ პურის დეფიციტი ან მიწოდების პრობლემაა“, - განაცხადა დოლიძემ.

ოზურგეთის მუნიციპილატეტის უმსხვილესი ქარხნის შპსვასაძის პურისდამფუძნებელი, მერაბ ვასაძეც არ ადასტურებს პურის დეფიციტს და ამბობს, რომ ამ დროისათვის მათ საწარმოში საკმარისი პროდუქტია.

თვითონ ქალაქის მერიასაც ქარხნიდან გააქვს პური და მოსახლეობაში არიგებს.

ოზურგეთზე თუ საუბრობთ, არანაირი პურის დეფიციტი არ არის. მართალია, ყველგან ვერ მიგვაქვს მიტანით, მაგრამ ვინც მოვა უპრობლემოდ იყიდება. ქარხანა არ ჩერდება და ახლაც საკმარისი მარაგი გვაქვს.

ბაზარზე არანაირი დეფიციტი არ არის. პურს ვაცხობთ, ვმუშაობთ. მანქანებიც სავსეა და სადაც შეგვიძლია მანქანით მისვლა ვაწვდით. თუ არადა, ადგილზეც შეგვიძლია მოვიდნენ და გავატანთ. თვითონ ქალაქის მერიასაც ქარხნიდან გააქვს პური და არიგებენ მოსახლეობაში. გუშინ, 3000 ცალი მივეცით და დღეს 2000 პური აქვთ შეკვეთილი. ასე რომ, პური არის“, - განაცხადა მერაბ ვასაძემ.

სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე დღეა შექმნილია მოხალისეთა  ჯგუფი.

კომპანიები ჩამონათვალი, რომლებიც ეხმარებ გურიას:

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია

შექმნილი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის, რომლებისთვისაც შესაძლებელია რეგიონში ვერ ხერხდება, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მიწოდება, ასოციაცია გამოხატავს მზაობას, მისი წევრი კომპანიების მხარდაჭერით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე პროდუქციის მიწოდება.

Gulf Georgia – „ნავთობკომპანია გალფის მხარდაჭერით, ამჟამად გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სამაშველო ჯგუფები და მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას“.

Tegeta - „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა ეხმარება ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.

Wissol ჯგუფი - Wissol - ვისოლი უერთდება ინიციატივას და საწვავით ეხმარება საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია-ის წევრ მანქანებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად გაემგზავრნენ.

SOCAR Georgia Petroleum - SOCAR Georgia Petroleum საწვავით უზრუნველყოფს Off-road Club Georgia-ს, რათა დაზარალებულ ოჯახებს სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება მიაწოდოს.

Wondernet Express Investment Group - არსებული რესურსებით, მათ შორის, ტექნიკით, 24-საათიან რეჟიმში ეხმარება აჭარისა და გურიის მოსახლეობას.

სამკერვალო - Bar - ბარში შემოსული თანხის 30% სრულად გადაირიცხება გურიაში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად!

ჯისთორი - გაგზავნა ფოვერბანკები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის.

სანდომი -  ქ.ოზურგეთში , კოსტავას ქუჩა N1 (სპორტსკოლა) გროვდება პროდუქტი გურიის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის დასახმარებლად.

PCShop.ge - გამოყოფილი იქნა საჭირო ტექნიკა და რესურსები, რათა მათ კომუნიკაციის აღდგენა გაუადვილდეთ.

PSP Pharmacy - მოხალისეებს უფასოდ აწვდის მედიკამენტებს მოსახლეობისთვის.

ნიკორა ჯგუფი - „ნიკორა ჯგუფი ჩართულია დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების პროცესში, გადაცემკვების პროდუქტებს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შემდგომ გადანაწილებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.