შსს-ს წარმომადგენლებმა ახალი პროექტი წარადგინეს

შსს-ს წარმომადგენლებმა ახალი პროექტი წარადგინეს

შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პროექტი – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის ტრეინინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით’’ – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს.

აღნიშნული პროექტი დროებითი მოთავსების იზოლატორში ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნით, ასევე, ტრეინინგების და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.