საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დღეს აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრნენ.
ისინი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში დაცული აზერბაიჯანული კულტურის სხვადასხვა ექსპოზიციას გაეცნენ. სპეციალურად სამხედროებისთვის კულტურის მუზეუმთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა აზერბაიჯანული ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.
ჯარისკაცები ნანახით კმაყოფილი დარჩნენ. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა. თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.