მიმდინარე წლის 17–18 თებერვალს გაიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ბესარიონ ბენდელიანიასა და ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის დედაქალაქ რიგაში.
ვიზიტის მსვლელობისას გაიმართა შეხვედრები ქ. რიგის მერის მოადგილესთან, ქონების მართვის განყოფილების თავმჯდომარესთან ბატონ ანდრეის ამერიკსთან, ქალაქის სტრატეგიული გეგმარების განყოფილების უფროსთან ბატონ არმანდს კრუზესთან და ქალაქის კომიტეტის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მაქსიმს ტოლსტოისთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, ისეთ სფეროებში როგორიცაა; ქალაქის დაგეგმარება, ორმხრივი საკონსულტაციო ხასიათის შეხევდრებისა და ფორუმების ორგანიზება, ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარება, კულტურისა და ხალხთაშორისი ცნობადომის გაზრდა და სხვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქ. რიგის თვითმართველობის სპეციალური დოკუმენტის “ქვეყნის სტრატეგიული განვითარება 2030”–ის შექმნას და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობა საკონსულტაციო შეხვედრებზე.