საკრებულოს დეპუტატების და თანამშრომლების ხელფასებიდან ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და მხარდაჭერისთვის "ბერი ანდრიას ფონდში" ყოველთვიურად გარკვეული პროცენტი ჩაირიცხება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ფული არ უნდა იყოს მთავარი საკითხი.
"ჩვენ უნდა ვეძებოთ საუკეთესო კლინიკები და სპეციალისტები, ხოლო ფული უნდა არსებობდეს და ფინანსების დეფიციტმა არ უნდა გამოიწვიოს ადამიანების სიკვდილი", - აღნიშნა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია მოუწოდებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ ამ ინიციატივას და მათაც მიმართონ იმავე გზას დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ლეიკემიით დაავადებული იოსებ კვიჟინაძის სამკურნალოდ მობილიზებულია თანხა.
საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის, მაკა გვარამიას განცხადებით, ცენტრალური მთავრობის და მერიის მონაწილებით, მობილიზებული იქნა იოსებ კვიჟინაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხა.