ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ შემდგომ არჩევნებამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ცვლილებები მყისიერად, 20 იანვარს მოხდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. შესაბამისად, არანაირი საფრთხე იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისა, არ არსებობს. ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს, შესაბამისად, ამ კუთხით მზად ვართ გრძელვადიანი მარათონისათვის, რომ საბოლოო ჯამში შედეგს მივაღწიოთ და დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ნამდვილად არჩეულია ხალხის მიერ და სწორედ ხალხი არის ერთადერთი წყარო, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას.
ჩვენ შეგვწევს ძალა, უნარი გავუძლოთ დროებით პრობლემებს, ზეწოლას და საბოლოო ჯამში ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად შემდგომ არჩევნებამდე. შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებია და იქ გამოჩნდება თუ რა მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას და რა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა სალიამ.