ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება, შესაძლოა თებერვალში მათი ნაწილი პარლამენტში შევიდეს

ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება, შესაძლოა თებერვალში მათი ნაწილი პარლამენტში შევიდეს

დაბნეული, სასოწარკვეთილი და პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია დილემის წინაშე დგას. გეგმის არარსებობის გამო, პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებული, ჩაკეტილი და მხოლოდ საკუთარი ტელემედიებიდან მუშტის ქნევით დაღლილი გამოსავლის ძიებაშია. თუმცა, კატეგორიულად აცხადებენ, რომ „შარლ მიშელი 2“ აღარ იქნება და არც კომპრომისზე წასვლას აპირებენ. როგორ უნდა აიძულონ ხელისუფლება, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნოს, 26 ოქტომბრის შემდეგ ამის ფიქრში არიან, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია თებერვალში პარლამენტში შევა იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ვითარდება. 

For.ge-ს წყარო უყვება, რომ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირებაა და უკვე გაჩნდა ბიზნესმენ დეპუტატებში პოზიცია, რომ პარლამნეტში შესვლაა გამოსავალი. შესაბამისად, მოსალოდენლია, რომ ბევრმა მათგანმა პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურადაც მიიღოს. სწორედ ეს მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდშიც და ფიქრობენ, რომ გარედან შემცირებული მხარდაჭერის და დაფინანსების პარალელურად, ოპოზიცია იძულებული გახდება პარლამნეტში შევიდეს. ეს პროცესი კი თებერვლისთვის დაიწყება.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირში ჯერაც არა აქვთ ერთიანი პოზიცია, როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

„სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის კონტროვერსიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ამის დასადასტურებლად, ნახეთ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც 29 დეკემბერს გააკეთეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ტოვებდა. ბრიუსელში ახლა მიიჩნევენ, რომ საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მსგავს მდგომარეობაში – ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატია, რომლის წევრობის გზაც არსებითად გაყინულია“, - წერს რიკარდ იოზვიაკი სტატიაში.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „შარლ მიშელი 2“ არ განმეორდება. კუპრაძე კვლავ იმეორებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციამ უნდა აიძულოს, რათა ხელახალი არჩევნები დანიშნოს.

„მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვა მხრივ, ჩვენ მათთან რაიმე ტიპის საპარლამენტო, საკომიტეტო, რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ, ეს არის გამორიცხული. „შარლ მიშელი 2“ არ იქნება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები. ეს ორი მოთხოვნა უცვლელი რჩება“, - განაცხადა კუპრაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არაერთხელ ითქვა, მათ შორის საერთაშორისო მედიაში, ტრამპის თეთრ სახლში მისვლა მსოფლიოში არსებულ ბევრ გარემოებას რადიკალურად შეცვლის. ეს კი, პირველ რიგში, ტრადიციული ღირებულებების, კონსერვატორული პოლიტიკის გატარებას ეხება. როდესაც ამერიკიდან სხვა სიო უბერავს, ეს ასახვას ჰპოვებს, როგორც ევროპაზე, ასევე სხვა რეგიონებზეც.

„ოპოზიციის გაჯიუტება დროებითია, ეს კი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. შეერთებული შტატების პოლიტიკა კარდინალურად იცვლება, მათ შორის, საგარეო დაფინანსებაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საერთაშორისო მასშტაბით. ტრამპის პოლიტიკის შედეგად, ევროკრატები შეიცვლებიან და მათ აღარ ექნებათ საქართველოსთან დაკავშირებით თვითმარქვია ჟანდარმების ფუნქცია. მესამე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ რადიაკლური ოპოზიცია უპრინციპობით, არათანმიმდევრულობით ხასიათდება. ისინი მუდმივად ერთს ამბობენ და სხვას აკეთებენ. გვახსოვს, მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შედეგები და მაშინაც მათი დროებითი გაჯიუტება და პარალმენტში შესვლა. ასევე, გავისხენოთ ისიც, რომ 2024 წლის ბოლომდე იყო ვადა, პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარი განეცხადებინათ. თუმცა გვარამია-მელიას პარტიის გარდა, დანარჩენმა სამმა პარტიამ, დაფინანსებაზე უარი არ თქვა. აქაც გამოჩნდა უპრინციპობის მათი ისედაც ნაცნობი სახე. თუ ბოიკოტს უცხადებ ე.წ. რუსულ პარლამენტს, რატომ უნდა აიღო მაშინ ამ პარლამენტის მიერ დაფინანსებული ფული?! ამ ხალხის ნებისყოფა და მორალური სახე ვიცით და როგორც კი დახმარების ხელი მოაკლდებათ დასავლეთიდან, პარალმენტში ერთმანეთს შეასწრებენ. აქ არის კიდევ ერთი მთავარი მომენტი - საგაზაფხულო სესიაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა დაიწყება, ნაცმოძრაობის წინა დანაშაულებების გამოძიებისთვის. ამ მართლმსაჯულებას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაექცევა, რომლებიც სააკაშვილის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ვფიქრობ, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ასოცირდებინ ახლანდელ ნაცმოძრაობასთან, მაგრამ არ იყვნენ სააკაშვილის ნაცჯალათური რეჟიმის მსახურნი, არაფერი ემუქრებათ. ვფიქრობ ადრეულ გაზაფხულზე ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებში ძალიან ბევრი სიუპრიზი იქნება. 2025 წელი საინტერესო იქნება იმ მხრივ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება, ხოლო ეს ცვლილების ტალღა, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიამდე და საქართველომდე მოაღწევს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის არასერიოზული ქმედებები და არეული მოქმედებები ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ეს ხალხი ჯერ კიდევ იმ ხავსს ეკიდება, რომელსაც მალე წყალი წაიღებს. შესაბამისად, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ საქციელით ოპოზიცია პოლიტიკურად საკუთარ თავს განაჩენს თავად გამოუტანს, ამიტომ დიალოგი და რაღაცა მოლაპარაკებები ყველაზე მეტად მათ უნდა აწყობდეთ, რომ სახე შეინარჩუნონ.

„არ ვიცი, ოპოზიციას თუ უსაქციელო მაიკლ როთის, რომლის ფასი, როგორც პოლიტიკოსის,  თავად გერმანიაში ნულის ტოლია და საბჭოთა კავშირის დროინდელი ბალტიისპირელი პოლიტიკოსების იმედი აქვს, ღმერთმა მათი თავი არ მოუშალოთ. ასევე, ფულისტ ცალკეული კონგრესმებნების იმედზე ყოფნითაც რას მიაღწევენ, ესეც გამოჩნდება. მათთვის დიდი ხნის განმავლობაში, პოლიტიკური დიალოგის არანაირი რესურსი არ გამოჩნდება; მათი იმედებიც სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, წარსულს ჩაბარდა; ივანიშვილს დაუწესეს სანქციები, რომელიც ისედაც სანქცირებული იყო და ასევე, „ოცნების“ მაღალჩინოსნებს და, მერე რა? მოხდა რამე? ოპოზიციის მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, ამიტომ ჯობია დროზე შევიდნენ პარლამენტში და თავს უშველონ“, - ამბობს აბაშიძე.

ლევკოთეა ე.ი. ხელისუფლება ამბობს, ტრამპი მოვა და საჩვენო ხაზს გაატარებსო. ოპოზიციაც ტრამპს ელოდება და ოცნების დასჯას, ჩინეთთან სიახლოვის გამო.
სასაცილო ისაა, რომ ტრამპიც კაი შეფერთხილია და თვითონ არ იცის, 21 იანვარს მარცხენა ფეხზე ადგება საწოლიდან, თუ მარჯვენაზე.
3 საათის უკან