რატომ არის რეკომენდირებული ორთოპედიული ბალიშის გამოყენება?

რატომ არის რეკომენდირებული ორთოპედიული ბალიშის გამოყენება?

ორთოპედიულ ბალიშებს მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე ეს პროდუქცია სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს  და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. გარდა ამისა, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში ორთოპედიული ბალიშების როლი საკმაოდ დიდია. შესაბამისად, მოთხოვნა ამ პროდუქტების მიმართ დღესდღეობით საკმაოდ გაზრდილია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

       კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

       ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

       სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და  კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

       რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

ორთოპედიული ბალიშების  განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:

       სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

       სხეულის სწორ პოზიციონირებას;

       ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;

       უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;

       ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.