უძრავი ქონების ბიზნესის სტატისტიკა საუკეთესოა, მაგრამ პოლიტიკაში გადავარდნილი ბიზნესი სულ უკმაყოფილოა

უძრავი ქონების ბიზნესის სტატისტიკა საუკეთესოა, მაგრამ პოლიტიკაში გადავარდნილი ბიზნესი სულ უკმაყოფილოა

უძრავი ქონების სექტორში უმნიშვნელო შეფერხების დროსაც კი განგაშს ტეხენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულების ბიზნესი ბოლო წლებში არნახულად გაიზარდა და ზემოგებაზე გავიდა, ახლა პოლიტიკურმა ნიავქარმა ბევრი კომპანია ოპოზიციურ ორბიტაზე გადაისროლა.

„არსის“ დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ეფექტი უკვე აისახა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზეც. მოთხოვნა უკვე შემცირებულია.

„ბიზნესი, როგორც წესი, პირველი ვამჩნევთ ეკონომიკურ პრობლემას, იმიტომ რომ ყოველდღიურად პულსზე გვიჭირავს ხელი. სტუმარ-მასპინძლობის სექტორს თუ ავიღებთ, იქ უკვე კრიზისთან გვაქვს საქმე, სასტუმროებში ჯავშნები გაუქმებულია, რესტორნებში ადამიანები არ დადიან. ეს ნიშნები უკვე სახეზეა. დანარჩენ სექტორში მათ შორის ჩვენთანაც საკმაოდ დიდი რყევები არსებობს, მოთხოვნა შემცირებულია.

ჩვენი სექტორი ისედაც ძალიან მოწყვლადია ხოლმე მსგავსი პრობლემების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული უძრავი ქონების შეძენა და ამ დროს ადამიანები თავს იკავებენ უძრავი ქონების შეძენისგან ან მინიმუმ, ხდება გადაწყვეტილების გადავადება. გვიწევს ამაზე სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ - თუნდაც ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ კრიზისის ნიშნები ეტყობა სექტორს, ეკონომიკას და საჭიროა სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნა ორთოიძემ.

23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილ ბიზნესს შეხვდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი საუბრობს კრიზისი უარყოფით ეფექტზე საქმიანობაზე, პიენი დაინტერესდა არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეხვედრაზე რაიმე ფორმით დაისახა თუ არა კრიზისის დაძლევის გზები. როგორც ორთოიძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის საუბარი არ შემდგარა.

„შეხვედრის შემდეგ როგორც მოვისმინეთ ეკონომიკური გუნდიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ არის პირველი ნიშნები და არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა ეკონომიკაში და დაადასტურებს მოლოდინებიც, რომ თუ ასე გაგრძელდა იგივე სანქციებთან დაკავშირებითაც, ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, ამ შეხვედრაზე მსგავს საკითხებზე (მაგალითად, შეღავათებზე) არ ყოფილა საუბარი. კრიზისი არ უნდა იყოს დიდხნიანი, რადგან იქიდან გამოსვლას დიდი დრო და თანხები სჭირდება“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ამ დროს, სტატისტიკა სულ სხვაგვარად აჩვენებს რეალობას. 2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3560 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ნოემბერში გასაყიდმა ფასმა 1247 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე, 0.4%-იანი კლებაა. ბაზრის მოცულობამ 290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა.

გასაქირავებელი ფასი ნოემბერში 1 კვ/მ-ზე 11.5 დოლარს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდ.

თიბისი კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა.

გამოდის, რომ უძრავი ქონების ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს ნოემბერში დაფიქსირებულ უმნიშვნელო კლებაზე განგაში აქვს ატეხილი, ხოლო წლიურ ჭრილში შთამბეჭდავ ზრდას სათვალავში არ აგდებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულ აჟიოტაჟს პოლიტიკურ ელფერი დაჰკრავს და რადიკალური ოპოზიციის ხელწერა იკვეთება.

ლაზი უკვე გამოიკვეთა მოოპოზიციენერო, ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც წაუგებელ თამაშს თამაშობენ:
ამ მთავრობის პირობებში მათ ბუზსაც არავინ აუფრენს, ეს კარგად იციან.
თუ ქვეყანა გადააატრიალეს და ისინი მობრუნდნენ, იმათი სიკვდილივით ეშინიათ. ამიტომ ამ მოოპოზიციონერობით თავს იზღვევენ, აქაოდა ჩვენ ადრეც მხარს გიჭერდით და მით უმეტეს ახლა თქვენს სამსახურში ვართო.
ასეთია მედროვეთა ფილოსოფია. ფული უპირველეს ყოვლისა.
1 დღის უკან