„სად არის გარანტია, რომ ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა?“

„სად არის გარანტია, რომ ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა?“

მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავალს იღებენ. საუბარია კომპანიებზე, რომლებიცქართული ოცნებისხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. სია საკმაოდ ვრცელია და საუბარია ასეულობით მილიონი ლარის ბრუნვაზე.

ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

შპსლორგო“ - 60,461,894 ლარი

შპსპსპ ფარმა“ - 49,611,158

შპსჯეო-კოოპ“ - 47,955,624

შპსნატურლენდი“ - 23,865,116

შპსგორგია“ - 9,048257 ლარი

სსკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - 9,047,787 ლარი

შპსბეიბი ფუდიჰიპი -9,002,725 ლარი

შპსკავკას მეტალი“ - 4,102,068 ლარი

შპსკორპორაცია ქართული ღვინო“ - 3,437,984 ლარი

შპსრითეილ ჯგუფი“ - მაგნიტი - 2,290,204 ლარი

შპსგეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარი

შპსთერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარი

შპსცელსიუსი“- 1,474036 ლარი

სსწყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 1,343,496

შპსსუპერი“ - 858,476

რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:

სსწყალი მარგებელი“ - „ნაბეღლავი“ - 35,581,817 ლარი

შპსკორპორაცია ქართული ღვინო“ - 31,069,380 ლარი

შპსგეო ორგანიკს“ - 20,776,555 ლარი

შპს „NUTSGE“ - 19,727,332 ლარი

შპსვინივერია“ - 11,192,775 ლარი

სსთბილღვინო“ - 9,674,708 ლარი

შპსხეთა“- 5,067,400 ლარი

შპსანგელ ლოჯისტიკს“ -3,606,959 ლარი

შპსკამპა“ - 2,132,001 ლარი

შპსგემუანი“ - 1,886,946

შპსჩირინა“ - 1,090,134 ლარი

შპსგეოპლანტი“ - „გურიელი“ - 932,121 ლარი

შპსჯეო-კოოპ“ - 754,087 ლარი

სსენისელი - ბაგრატიონი“ - 255,012 ლარი

შპსბარამბო“ - 192,258 ლარი

ამ თემაზე გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. „გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა იმედის ეთერში მდინარაძემ.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძისთვის ძალზე საეჭვოა, მსგავს კომპანიებს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ, რადგან პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში.

გაფიცვით ევროპაში ვერავის გააკვირვებ, გაფიცვები რეგულარულად ხდება ევროპაში, არაერთი მასშტაბური გაფიცვაც ყოფილა, როდესაც კომპანიების თანამშრომლები მონაწილეობენ შრომის უკეთესი ანაზღაურებისა და პირობებისთვის ბრძოლაში. როგორც წესი, გაფიცვებს მხარს უჭერენ პროფკავშირები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები. ხშირია გამაფრთხილებელი ან რამდენიმე საათიანი გაფიცვები, მათ შორის ტრანსპორტის პროფკავშირების მონაწილეობით, მაგრამ როდესაც ბიზნესის ნაწილი აცხადებს გაფიცვას, რომლის მიზანიც არის წმინდა პოლიტიკური და რაც მთავარია, დროში არ არის რეგლამენტირებული, ევროპული პრაქტიკა არ ცნობს. რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გაფიცვის მთავარი მიზანი არის გაფიცვაში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, რამაც უნდა მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, აშკარად სცილდება ეკონომიკურს და არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის.

ამ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც სოცქსელებში ვრცელდება, სხვა რამეზეც მიუთითებს. ძალზე საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში!“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ ბიზნესის ეს წარმომადგენლები სამარცხვინოდ გამოიყურებიან, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ. ახლა კი მათ რუსეთში გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული და უხერხულია, რომ ევროპულობას იბრალებენ.

ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებიან ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, არიქა, ევროპულ გზას როგორ გადაუხვიეთ და რუსეთისკენ რატომ მიგყავთ ქვეყანაო. ყველამ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, ხმის ამოღებას კი არა ზევით მისატანი ფულის დაგვიანებას ერთი წუთითაც ვერ ბედავდნენ. ახლა თვითონ რუსებთან გამალებული ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, გასაგებია, რომ მათთვის ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ძაან ევროპულობასაც ნუ დაიბრალებენ, მინიმუმ უხერხულია, - დაწერა ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტები პირდაპირ სვამენ კითხვას - რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე? ანალიტიკოს ნინო ფოჩხუას თქმით, ამ კომპანიების მთელი შემოსავალი რუსული რუბლია და რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ.

რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. „გორგიას, „ბარამბოს, „კამპას და .. პროდუქცია ევროპაში არავის სჭირდება ან თუ სჭირდება, ძალიან მცირე რაოდენობით. მთელი მათი შემოსავალი რუსული რუბლია, რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ. ამ კომპანიების დამფუძნებლები კი ორპირა ვირეშმაკები არიან, აქეთაც არიან და იქითაც. შეირგეთ რა რაც ამ ხელისუფლების ხელში გაქვთ თავისუფალი ბიზნეს-გარემო, დააფასეთ და მორჩით ორმაგი სტანდარტით თამაშს, - დაწერა ფოჩხუამ.

კიდევ უფრო საფუძვლიანი ეჭვები უჩნდება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეს. სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტად არ იქცა? - კითხულობს ექსპერტი. მისი შეფასებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბევრი მათგანი აღიარებს შეცდომას და ვითომც არაფერი - რუსეთში მილიონების კეთებას კვლავაც გააგრძელებს.

ამ კომპანიებისთვის და მათი მფლობელებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და პირზე დუჟმორეული ყვირიან, არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!?

ისე ჩვენში დარჩეს და, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ? გამოხდება ხანი, და ბევრი მათგანი თავჩაღუნული იტყვის, შევცდითო და ვითომც არაფერი, გააგრძელებს რუსეთში მილიონების კეთებას - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

დოი აქ ერთ-ერთიერთი გაზლუქუნებულიმართლა რუსული ფულებით,მართლა გაუნათლებელი,სხვის დიპლომს რომ ეძებს,რუსეთუმეს და მოღალატეს გვაძახოდა,თუ ნაცების მხარდამჭერი არ ვიყავით. საერთოდ ამათი მიშვება საშიშია,ორმაგი აგენტები არიან და ალბათ ყურადღებაა საჭირო,!
8 საათის უკან