გაირკვა, რომ ქვეყანაში ბიზნესმენთა დიდი ნაწილი სულაც არ უჭერს მხარს ვითარების რადიკალიზაციას

გაირკვა, რომ ქვეყანაში ბიზნესმენთა დიდი ნაწილი სულაც არ უჭერს მხარს ვითარების რადიკალიზაციას

პრემიერმა უმსხვილეს ბიზნესთან შეხვედრა გამართა და ყველა საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა ბიზნმენი, მათ შორის ისინიც, რომლებიც ბოლო კვირეების განმავლობაში ძალიან მწვავე პოზიციას გამოხატავდნენ. გაირკვა, რომ ქვეყანაში ბიზნესმენთა დიდი ნაწილი სულაც არ უჭერს მხარს ვითარების რადიკალიზაციას და მთავრობის პოლიტიკასაც საკმაო მომხრეები ჰყავს.

100-მდე ბიზნესმენთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ბიზნესმენების მხრიდან დაყენებული იყო არაერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას და ბიზნესს აწუხებს.

ბიზნესმენთა ნაწილი ამბობს, რომ ყველამ თავისი გასაკეთებელი უნდა აკეთოს. ლოგისტიკური კომპანია ისთ გეით გრუპის დამფუძნებელმა, ირაკლი იაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უერთდება გაფიცვის მოთხოვნებს, რადგან მას ამ თემაზე თავისი მოსაზრება გააჩნია.

არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე. 30 წელია ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ახლა მაინტერესებს, მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას.

ლარის კურსზე რომ შეტევა მიმდინარეობს, სწორად მიგაჩნიათ? ეს ხომ ნალოლიავებია. 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეკონომიკა და ლარი. მესმის მოთხოვნები, რომ ჩამოვაქციოთ ლარი და არ ვუერთდები ამ მოთხოვნებს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს. პეტიციას არ ვუერთდები, რადგან მე ჩემი მოსაზრებები მაქვს“, - განაცხადა იაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრებისაა ბიზნესმენი, ვიარ ჰოლდინგის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე. მისი შეფასებით, 12 წელია დაისვენა ქვეყანამ და არავითარი ხელახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები! არავინ არავის სახლში არ უვარდება, არავინ არავის აწიოკებს, არავინ არავის არ ხვრეტს. ახლა ზოგიერთების აღქმის საფუძველზე, რომ თურმე, ჩვენ შევდივართ რუსეთში თუ სადღაც... ყოფილი ნაცი ხომ არ არსებობს და ამ ბიზნესმენების აღქმების საფუძველზე, თურმე შევდივართ რუსეთში... მათ შიში აქვთ, რომ რამე შეიცვალოს, რადგან მათ პასუხს მოსთხოვენ“, - განაცხადა ნამორაძემ.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრ შეხვედრაზე ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. როგორცთეთრი კვადრატისმმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ აღნიშნა, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ევროკავშირისკენ სვლას ალტერნატივა არ გააჩნია.

საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო და ვიტყოდი, კრიტიკულიც, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის მისაღწევი და ესენია სტაბილურობა და ეკონომიკური აღმავლობა, ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ამაზე ჩამოვყალიბდით ყველა და ამაზე აზრთა სხვადასხვაობაც არ იყო.

აზრთა სხვადასხვაობის საგანია ის თუ როგორ ვივლით ამ გზაზე. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, ჩვენ ვხედავთ კომპანიაში, ოჯახებში და ამ ტემპერატურის დაწევის ყველაზე კარგი გზაა დიალოგი. ეს არის საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ახალი არჩევნების მოთხოვნა არ მომისმენია, საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი თემაა - ეკონომიკური აღმავლობა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ევროკავშირისკენ სვლა უალტერნატივოა და დავამატებ, რომ ევროკავშირისკენ სავალ გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რომელიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი. მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ მოვიდოდი. არის პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

კატევე ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ კი აღნიშნა, რომ

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს როლზე ჰქონდათ საუბარი. ამასთან, შეხვედრაზე გაისმა როგორც კრიტიკული აზრები, ასევე აზრი, რომელიც ბიზნესს ჰქონდა.

ჩვენ, ზოგადად, გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და სახელმწიფოს პოზიციონირების შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე აზრი, რომელიც ბიზნესს გააჩნია. ჩემთვის მთავარი არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. დამშვიდება არ სჭირდება ბიზნესს. სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ, ზოგადად, ეკონომიკას. გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარე შეხვდება, ზოგადად, ბიზნესს, რომელიც ფიქრობს თუ ქვეყნის განვითარება როგორ იქნება საჭირო“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ ქვეყნის განვითარება იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორიც ახლაა.

ლილო მოლის გენერალური დირექტორი, გია კვარაცხელია აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა, მაგრამ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე ბიზნესს დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერზე ვიმსჯელეთ და პრემიერი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთული ვითარებაა ქვეყანაში და ეს არ არის ნორმალური, მაგრამ გეუბნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ პრემიერთან და იყო კარგი, დადებითი შეხვედრა“, - განაცხადა გია კვარაცხელიამ.

საქართველოს უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა. ლაშა პაპაშვილმა კომენტარი მედიასთან ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიზნესმენი ამბობს, რომ გამოსავალია ერთობა და შეხების ის წერტილებია მოსაძებნი, რითაც დაპირისპირებული მხარეები დაახლოებას შეძლებენ.

ჩვენი უწმინდესი, პატრიარქი მოგვიწოდებს, გვასწავლიდა, რომ ეშმაკი გვყოფს და უფალი აერთიანებს. ეს მაქვს სათქმელი. ერთად ყოფნა არის გადარჩენა. გზები უნდა ვიპოვოთ. 4.5 საათი ბიზნესმა და პრემიერმა, მათ შორის კრიტიკულმა ბიზნესმა (ისინი ვინც ოპონირებს და ეს არის მოქმედი მთავრობის დამსახურება) და ასეთი ადამიანები იქ მრავლად ისხდნენ, დააფიქსირეს თავიანთი აზრი. ვისაუბრეთ ძალიან მწვავე საკითხებზე“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ჰეშ ბანკისდამფუძნებელი ამბობს, რომ გამოწვევების არსებობა ეკონომიკაში ეს უკვე ფაქტია.

მოსალოდნელი ეკონომიკური (კრიზისი) ფაქტია. რა თქმა უნდა, ფაქტია, უკვე ტურიზმი შემცირდა, რესტორანი არ არის... ეს ესმით. უდიდესი რისკების წინაშე ვართ ქვეყანა. უკონკრეტულესი ნაბიჯია, რომ ვეძებოთ ერთობა. უკვე ოჯახებშია დაპირისპირება, ქუჩაშია დაპირისპირება, საზოგადოებაშია დაპირისპირება...“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ახლა რაც მხარეებს აერთიანებთ, არის ის, რომორივე მხარე ხედავს უდიდეს ეკონომიკურ რისკს“.

შეჯამებისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი იქნებიან იმ ბიზნესების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან.

პრემიერმა ძალიან საინტერესო რეჟიმში წარმართა დიალოგი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს უმსხვილესი ბიზნესი. აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე და სხვადასხვა მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს უჭერენ მხარს, იყვნენ ადამიანები რომლებიც არ უჭერენ ხელისუფლების კურსს მხარს. საკმაოდ საინტერესო დიალოგის რეჟიმში პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს ქართულ ბიზნესს აწუხებს, იგივე, რაც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. საუბარი იყო პერსპექტივაზე და მომავლის ხედვაზე.

პრემიერმა განმარტა, რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული. ამ ყველაფერზე პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა.

ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ და მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა, რათა ჩვენ განვითარება განვაგრძოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ არიან მსხვილ ბიზნესში ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, ამიტომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის ბიზნესმენები იქნებიან ჩართული, რათა მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება და ვფიქრობ, ისინი მიიღებენ ამ მხრივ ამომწურავ ინფორმაციას, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მარბიელი ჩემი სანდო იმფორმაციით იმ ბიზნესმენთა უმეტესობას, რომლებიც ახალ არჩევნებს, როტს, ფოტიგას, გრიგორიადისს, გვარამიას, ხაზარაძეს და "ოღონდ ევროპას" უჭერენ მხარს და არ მოსწონთ "რუსული ხელისუფლება", სოლიდური ბიზნესები აქვთ რუსეთსა და ბელორუსში ...საჭიროა ამ ბიზნესების დაკონკრეტება, ამ ხალხის გამომზეურება, რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკითხვების დასმა
8 საათის უკან