ზამთარი ახლა დაიწყო და სეპარატისტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ. „ენგურჰესის“ გაჩერების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ე.წ. რესპუბლიკაში შეწყდა სწავლა, გაჩერდა ბაღები, დაწესებულია უმკაცრესი გრაფიკი როგორც ელექტროენერგიის, ასევე ინტერნეტის მიწოდებაზეც კი.
„ენგურჰესმა, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე“, - დაადასტურეს „ჩერნომორენერგოში“ და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.
„ენგურჰესის“ გათიშვამდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ასეთი ვითარება აფხაზეთში ნოემბრის შემდეგ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ჰყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია.
მოგვიანებით, ენგურჰესმა მუშაობა განაახლა, მაგრამ შეზღუდული და მწირი რესურსით.
„აფხაზეთის ელექტრომომარაგება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა.
ამჟამად ელექტრომომარაგება აღდგენილია, თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ენგურჰესში.
აფხაზეთის ენერგოსექტორი უკვე რამდენიმე დღეა განსაკუთრებულ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება, დროებით სწავლა გაჩერებულია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე შეზღუდვით მიეწოდება მოსახლეობას ინტერნეტიც.
ახალი გრაფიკით, მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათისა 40 წუთით მიეწოდება, ხოლო 21:00-იდან დილის 07:00 საათამდე მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამო რუსი ტურისტული ნაკადის შემცირებას პროგნოზირებს.
მაგალითად, ტუროპერატორ „მულტიტურის“ მონაცემებით, ზამთარში განსახლების ობიექტების, დაახლოებით, 10% მუშაობს, ხოლო დიდი სასტუმროებს სტუმრების მიღება ავტონომიური გენერატორების გამოყენებით უწევთ.
ტუროპერატორი ALEAN-ის ცნობით, ჯავშნების დინამიკის შემცირდა. კერძოდ, „ელექტროენერგიის პრობლემამდე აფხაზეთში საახალწლო მიმართულებები, შარშანდელთან შედარებით, 40%-ით უფრო აქტიურად იყო დაჯავშნილი“.
ენერგოკრიზისმა საზაფხულო ჯავშნებზეც იმოქმედა. კერძოდ, 2025 წლის ზაფხულისთვის ჯავშნების რაოდენობა, ენერგოშეზღუდვების შემოღებამდე არსებულ რაოდენობასთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
მოკლედ ეხლა კაი დროა პუტინთან დასალაპარაკებლად მაგრამ ამ ,,ევროების,, შიშით ესენი პუტინთან დალაპარაკებას ვერც კი გაბედავენ.....