გამუდმებულმა აქციებმა და ქვეყნის რყევის მცდელობამ სამშენებლო ბიზნესიც დააზარალა

გამუდმებულმა აქციებმა და ქვეყნის რყევის მცდელობამ სამშენებლო ბიზნესიც დააზარალა

პოლიტიკურმა დაძაბულობამ უკვე სამშენებლო ბიზნესსაც დაასვა დაღი. უძრავი ქონება უკვე ძნელად იყიდება, ტრანზაქციები შეჩერებულია, ბინის შეძების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იკლებს. ისევე, როგორც დანარჩენ ბიზნესში, სამშენებლო სფეროშიც ყველაფერი პოლიტიკური დაძაბულობის ხანხრძლივობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ როგორ დასრულდება ვნებათაღელვა.

არსისდირექტორის ბესო ორთოიძის აზრით, ვითარების დეესკალაცია თუ არ მოხდა, ბიზნესში კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება.

ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ სამშენებლო სექტორზე რა გავლენა მოახდინა, ეს შეიძლება წლის ბოლოს შევაფასოთ. მიმდინარე ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო კვირებში სამშენებლო სექტორი გაჩერებულია - არა მარტო ტრანზაქციები, არამედ ოფისებშიც აღარ მოდიან, ზარებმაც იკლო, შეკვეთები საერთოდ აღარ არის.

ვალუტის ეროვნული მერყეობა სამშენებლო სექტორისთვის ძალიან სენსიტიურია. დღეს უძრავი ქონების ყიდვით რომ არავინ არაა დაინტერესებული, ეს ლოგიკურია. სამუშაო განწყობაც არ გვაქვს.

ვითარების დეესკალაცია თუ არ მოხდა, ბიზნესში კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება. თუ უძრავი ქონება არ გაიყიდა, მომიჯნავე სექტორებშიც პრობლემა შეიქმნება, მაგალითად, ტექნიკის, სარემონტო და სამშენებლო სფეროებს ძალიან დააზარალებს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

შედარებით ოპტიმისტურ პოზიციას ინარჩუბევს ჯი. მილერ ინტერნეიშენალ ჯორჯიას დირექტორ ნიკოლოზ ურუშაძე. მისი შეფასებით, უძრავი ქონების სექტორი სწრაფად არ რეაგირებს მოვლენებზე. ჯერ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მდგომარეობა შეიძლება კრიზისში გადაიზარდოს.

რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ნეგატიურად უძრავ ქონებაზე, რადგან ფული სხვა სფეროებიდან მოედინება აქ. რასაც ახლა ვამჩნევთ, ხალხი ცდილობს, რომ ფული გადაიტანოს იქ, სადაც მსგავსი მოვლენები ნაკლებად მტკივნეულია. საბოლოოდ, როდესაც უკვე შეწყდება ინვესტიციები, აღარ შემოვა ფული, აღარ იქნება ქვეყანა საინტერესო ინვესტორებისთვის, აუცილებლად უძრავ ქონებასაც დაარტყამს. არ დაარტყამს 3 თვეში, მაგრამ 6 თვეში და 1 წელში ჩვენ საკმაოდ სავალალო სიტუაციას მივიღებთ, ეს აუცილებლად გამოიწვევს ქონების გაუფასურებას, რიგი სექტორების ჩამოშლას და ..

ამ ეტაპზე ჯერჯერობით პროტესტის ისეთი დღეები გვაქვს, რომ არ არის განსაკუთრებული ცვლილებები უძრავ ქონებაში. თვის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სექტორი სწრაფად არ რეაგირებს მოვლენებზე. მომავალში ეს აუცილებლად უფრო ნეგატიურ ფაზაში გადავა“, - განაცხადა ურუშაძემ ბიზნესპრესნიუსთან.

ამასობაში მშენებლობა მუდმივად ძვირდება, რაც გასაყიდი უძრავი ქონების თვითღირებულებაზე მოქმედებს. რეალიზაციის მკვეთრი შემცირების ფონზე კი ეს საკმაოდ უარყოფითი ფაქტორია.

2024 წლის ოქტომბერში წლიურად მშენებლობა 6.8 პროცენტით გაძვირდა, თვის განმავლობაში კი ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემები ადსტურებს, რომ სამშენებლო სექტორში მცოცავი გაძვირების შეუქცევადი ტენდენციაა.

„2024 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4-პროცენტიანი მატებით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 31.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 5.07 და 1.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.1 პროცენტით“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.