ვინ იქ­ნე­ბა მე­სა­მე - რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სთ­ვის

ვინ იქ­ნე­ბა მე­სა­მე - რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სთ­ვის

მე­სა­მე ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არ ჩანს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გა ხანს არც იქ­ნე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს აძ­ლი­ე­რებს, 2013 წლის აპ­რილ­ში პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­ნაცხა­და: "ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლი­ა, რომ მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა გაჩ­ნდეს. არ­სე­ბო­ბენ პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვხვდე­ბი და არ ვმა­ლავ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე, ასე­ვე ვე­სა­უბ­რე ირ­მა ინაშ­ვილს. მე მათ ვუთხ­ა­რი, რომ აქვთ პარ­ტია და უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ და უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც შე­ვუთ­ვა­ლე, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. არ გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა თუ გაღ­ვი­ძე­ბა მოხ­დეს". ამ ამ­ბი­დან კარ­გა ხა­ნი გა­ვი­და, ხსე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დიც კი ჰქონ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. ის და­მარ­ცხდა არა მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­ის, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­თა­ნაც კი, თა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბით, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი შედე­გით მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი ბურ­ჯა­ნა­ძეს თით­ქოს ჰქონ­და კი­დეც, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­სი და მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სრუ­ლი ინერ­ტუ­ლო­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კარს მომ­დგარ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ცალ­კე მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თუ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ბა­რი­ერ­საც ვერ გა­და­ლა­ხავს. რიგ წრე­ებ­ში ელი­ან, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლამ შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას კო­ა­ლი­ცი­ა, რომ­ლის ლი­დე­რი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი­ა. 

NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის ბო­ლო შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან 20 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი მე­სა­მე ძა­ლის­თვის რე­ა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა, თუმ­ცა ამ ვე­ლის ამ­თვი­სე­ბე­ლი არ­სად ჩანს. დღეს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, გარ­და ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე­ე­ბი­სა, ჩანს რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თა იმი­ჯი და ავ­ტო­რი­ტე­ტი მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი არ არის. აქ­ტი­უ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტე­ბი", "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი", რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი თქვა და ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" გა­რი­გე­ბა­ში ამ­ხი­ლა. ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რა­საც, ძი­რი­თა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის ხარ­ჯზე შე­ეც­დე­ბი­ან. რჩე­ბი­ან ე.წ. ულ­ტრა­რა­დიკ­ალ­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იმიჯ­შე­ლა­ხუ­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ით", კა­ხა კუ­კა­ვა, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ა, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მე არც ისე დი­დი­ა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან ის ელექ­ტო­რა­ტი მო­ხიბ­ლონ, რო­მე­ლიც უფ­რო ჩრდი­ლო­ეთ­ზე აკე­თებს სწო­რე­ბას.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ისიც, ხალ­ხი თუ კვლა­ვაც მი­იჩ­ნევს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად. თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ექ­სმმარ­თველ ძა­ლას ჯერ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ა, თუ მა­ნამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს ისევ გი­გი უგუ­ლა­ვა იქ­ნე­ბა, ანაც შე­იძ­ლე­ბა ეს მი­სია კვლა­ვაც მათ­მა ექ­სსა­პრე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ იტ­ვირ­თოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ცნო­ბი­ლი­ა, ის და­ვით ნარ­მა­ნი­ა­ა. ისიც, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი­ა, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ და რაც მცი­რედ გა­მო­აშ­კა­რავ­და კი­დეც, მას კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც ბევ­რი კვლა­ვაც არ იწო­ნებს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ არა­სა­პა­რლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია მო­ა­ხერ­ხებ­და ერთ კო­ა­ლი­ცი­ად გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და თბი­ლი­სის მე­რო­ბის ერთ ძლი­ერ კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბას, მა­შინ მი­სი შან­სე­ბი, შე­საძ­ლო­ა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი­ყო კი­დეც. ვრცელ­დე­ბა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ ამ­გვა­რი მო­ლა­პარ­აკე­ბე­ბი დაწყ­ე­ბუ­ლი­ა, ზო­გი 

ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, სხვა­თა თქმით, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ფა­ლა­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილი იყოს. თუმ­ცა ამას არც გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან და არც ოქ­რუ­აშ­ვილ­თან დაახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ.

ექ­სპერ­ტთა თქმით, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­სა­მე ძა­ლის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად და ერ­თბა­შად შექ­მნა, სა­თა­ნა­დო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის გა­რე­შე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. ექ­სპერ­ტთა მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნას ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წე­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ა ისე­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს, და­ა­ფუძ­ნონ პარ­ტი­ა, მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ამავ­დრო­უ­ლად, მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა და თა­ნა­ბარ სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბებ­ში შე­უდ­გნენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მოკ­ლედ, დრო­ა, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვი­ხი­ლოთ, თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არ­სად ჩა­ნან, ძვე­ლე­ბი კი ისე ვერ გვა­ვიწყ­ე­ბენ თავს, რომ ახ­ლე­ბად მი­ვი­ღოთ. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მა­ნამ არ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით არ წა­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი, რა­საც უფ­რო მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნ­და ვე­ლო­დოთ.