ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმში (ვიდეო)

ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმში (ვიდეო)

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

ჯარისკაცებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის ერთთვიანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება.

პროგრამა ჯარისკაცებისათვის ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობას გულისხმობს. სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი წინაპრების, მათ შორის, მეფეების, მთავარსარდლების ნაქონ საბრძოლო იარაღებს, მათ აღჭურვილობასა და აღკაზმულობას გაეცნენ;  განსაკუთრებული ყურადღებითა და ინტერესით დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას და საკუთარი ისტორიის უშუალოდ გაცნობას საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.