სვანეთში უკვე ენერგოკრიზისია - რა იქნება ზამთრაში ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს

სვანეთში უკვე ენერგოკრიზისია - რა იქნება ზამთრაში ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს

სვანეთი ენერგომომარაგება ძალიან გართულდა. საქმე ისაა, რომ რეგიონის ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანფორმატორები არანორმალურ დატვირთვას ვეღარ უძლებს. მიზეზი ჭარბი მოხმარებაა, რომელიც ფრული ვალუტის გამომუშავებას უკავშირდება.

მესტიის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მაინინგის გამო სვანეთს უკვე პრობლემები უკვე შეექმნა.

ირკვევა ისიც, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება და მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის დენის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

კრიზისულად გაზრდილი დატვირთვის გამო, ამ ეტაპზე ტრანსფორმატორი გათიშულია, მისი გადაწვის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ .. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - წერია განცხადებაში.

კრიპტოვალუტის მოპოვების გამო ელექტროენერგიის პრობლემა მესტიაში უკვე რამდენიმე წელს ითვლის. 2021 წელს მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს გათიშავდნენ, თუმცა ფაქტია, რომ საკუთარ სახლში სპეციალურ აპარატურას მაინც ამუშავებენ.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ამჯერად ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

სადაც ჭარბი მოხმარება იქნება, იქ გაითიშება დენი, რადგან სამწუხაროდ, ტრანსფორმატორები ვერ უძლებს, ბოლოს აფეთქდება და მთლად სიბნელეში აღმოვჩნდებით.

ენერგო-პროსთანყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ, ინფორმაციას გვაწვდიან. დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო ასეთი გაზრდილი მოხმარება. წინასაარჩევნოდ შეხვედრებზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას და ვაფრთხილებდით კიდეც, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

სამწუხაროდ, ნაწილმა არ შეისმინა და კვლავ გააგრძელა. დაფარული არაფერი არაა, მაქსიმალურად გახსნილად ველაპარაკებით მოსახლეობას, ეს ჩვენს განცხადებასაც ეტყობა“, - თქვა მესტიის მერმა ბიზნეს მედია ჯორჯიასთან.

ენერგო-პრო ჯორჯიაშიადასტურებენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვეთრად გაზრდილი მოხმარების გამო, მესტიის 2 თემში ტრანსფორმატორი გათიშულია.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის ავარიული გამორთვა და ის გაზრდილმა დატვირთვამ გამოიწვია. ფაქტია, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.

საუბარია ჭუბერზე. ამ ტრანსფორმატორიდან რომელი ფიდერიც იკვებება, აბონენტების იმ ნაწილს აქვს შეზღუდვა (ელექტროენერგიის მიწოდებაზე).

ჩვენ არ გვაქვს ავარიული გამორთვა. გაზრდილი დატვირთვის გამო ითიშება, ანუ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს“, - განმარტესენერგო-პრო ჯორჯიაში“.

დამატებით კომენტარი გააკეთა კომპანიის წარმომადგენელმაც:

მე, როგორცენერგო პრო ჯორჯიასწარმომადგენელი გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის პრობლემა და მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა. ეს არ არის ახალი ამბავი, 2018 წლიდან არის იქ ჭარბი მოხმარება, ვერ გეტყვით, რამდენით არის ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი. ჭარბი მოხმარება წლებია გრძელდება და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი.

სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი მოსახლეობის მიერ მაინერების მუშაობაა. 2021 წელს მესტიაში ხატზეც კი დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ. მოსახლეობა მაშინ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.

შესრულდა ეს რიტუალი, ხატზე დაფიცების, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ ამ თემაზე. ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც გვაქვს არის ის, რომ ამ ზომას მივმართეთ, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს, ეს პრობლემა არაფრით მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას ხატზე დაფიცების“, - აცხადებდნენ ადგილობრივები.

ახლა კი ვითარება ძალიან გართულებულია. ჯერ არ დაზამთრებულა და მოსახლეობას ელექტროენერგია სტაბილურად არ მიეწოდება. რა იქნება ცივ თვეებში და უამინდობაში, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

დოი სხვა რეგიონებშიც მიხედეთ,მაგ შიდა ქართლს,ძლივს რომ ბჟუტავს ნათურები!
1 კვირის უკან
დოი სხვა რეგიონებშიც მიხედეთ,მაგ შიდა ქართლს,ძლივს რომ ბჟუტავს ნათურები!
1 კვირის უკან
ლევკოთეა როგორც ჩანს, ზოგმა ისე დაიფიცა, როგორც ფილმშია - ,,სვანი". ჩექმებში რომ მიწა ჩაიყარეს და ვფიცავთ, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, ჩვენიაო. :)
ვფიცავ, რომ გავთიშავ მაინერს და აღარ ჩავრთავთ (ნუ, ახლობელი ჩამირთავს). :)
სერიოზულად კი, შერჩა კია დაფიცებას ის ძალა და რწმენა, რაც საუკუნეების წინ იყო?
1 კვირის უკან