შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას კომენტარი

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას კომენტარი

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ კომისიის ფარგლებში  სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკანონო მოსმენებს წლების წინ, წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. დაახლოებით 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750-მდე საათ ინფორმაციას მოიცავს და რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თვალთვალს მოიცავს, მის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას მოიცავს და შესაბამისად ეს ინფორმაციები იქნა დეტალურად მოსმენილი სწორედ ამ სამუშაო ჯგუფისგან. იქნა ასევე გადაწყვეტილება მიღებული, რომ ფართო ანგარიში მომზადდება საჯაროდ საზოგადოებისთვის და ამის პრეზენტაციაც მოხდება თქვენს წინაშე 31 იანვარს.

მოგეხსენებათ, რომ სწორედ 31-ში იწურება კომისიის მუშაობა, ეს მასალა კი ბუნებრივია შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა პროკურატურას და დაიწყება გამოძიება, ხოლო ის ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს, განადგურდება როგორც ის 110 დისკი რომელიც 5 სექტემბერს განადგურდა. აქვე მინდ ორი რამ ერთმანეთისგან გავმიჯნო, რომ ეს საზოგადოებისთვუს იყოს თავლნათელი. კერძოდ, თუ რატომ განადგურდა დაუყოვნებლივ მაშინ ის დისკები და რატომ იწყება გამოძება ამ დისკებზე. იმიტომ რომ ის დისკები და, მათ შორის ეს ორი ახლადაღმჩენილი დისკი, შეეხება ისეთ ინტიმურ სცენებს, რომელიც ამ შემთხვევაში დაზარალებულის ღირსებას შეეხება და სწორედ მისი ღირსების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი სახის დისკების დაუყოვნებლივ განადგურებისა. როგორც გითხარით ასეთი კიდევ 2 დისკი იქნა აღმოჩენილი და ისიც განადგურდება. მეოთხე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა  გითხრათ, გახლავთ ის, რომ მომავალში შევა ცვლილებები, უკვე არსებობს ამის პროექტი, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158, და 159-ე მუხლებში და გამკაცრდება სანქცია ასეთი დანაშაულის შემთხვევაში“.