"სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა" - პარალელები ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და კუპონს შორის

ლა­რის კურ­სის ვარ­დ­ნამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას კუ­პო­ნე­ბის ავ­ბე­დი­თი ხა­ნა გა­ახ­სე­ნა, რო­ცა ყვე­ლა მი­ლი­ო­ნე­რი იყო, მაგ­რამ ამ მი­ლი­ო­ნე­ბით ვე­რა­ფერს ყი­დუ­ლობ­და. უსი­ა­მო მო­ლო­დინს ისიც და­ერ­თო, რომ მა­ღა­ზი­ებ­მა ფა­სე­ბი ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც გა­ზარ­დეს. მარ­თა­ლია, მთავ­რო­ბა და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი ხში­რად გვა­ი­მე­დე­ბენ, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და პრო­ცე­სე­ბი კონ­ტ­როლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­ში მა­ინც ჩნდე­ბა. 

სო­სო არ­ჩ­ვა­ძე ­(ექ­ს­პერ­ტი): ლა­რის კურ­სი, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კა, ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მას­ზე გავ­ლე­ნას ბევ­რი რამ ახ­დენს, მათ შო­რის, ში­და და გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ასე­ვე - ნე­გა­ტი­უ­რიც. ჩვენ­ზე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა აქვს ევ­რო­კავ­შირს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ევ­რო შე­მო­ი­ღეს, ევ­რო­სა და დო­ლარს შო­რის შე­ფარ­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. არც არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ვა­ლუ­ტის კურ­სი უც­ვ­ლე­ლი იყოს, მაგ­რამ სულ სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად და დრო­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ ის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სიმ­ყა­რეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ეს რყე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო სექ­ტორს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეროვ­ნულ ბანკს, აკის­რია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვა­ლუ­ტის კურ­სი და ინ­ფ­ლა­ცია და­ი­ჭი­როს. ამ მხრივ ჩვენს ეროვ­ნულ ბანკს უფ­რო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა ევა­ლე­ბა და ჩე­მი აზ­რით, მწვა­ვე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც ბო­ლო ხა­ნებ­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­მართ გვეს­მის, ეროვ­ნული ბან­კი­სად­მი უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი. ლა­რის კურ­სის და­ჭე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ე­კო­ნო­მი­კუ­რი ნევ­რო­ზი" მო­უხ­ს­ნას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნ­ლებს, ეს "ნევ­რო­ზი" სწო­რედ ლა­რის კურ­სის რყე­ვი­თა და ფა­სე­ბის ზრდით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. 

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თანდილ სი­ლა­გა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა არ უნ­და მოხ­დეს, რად­გან ამი­სათ­ვის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს. 

- ბო­ლო ხა­ნებ­ში ექ­ს­პორ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა, ამა­ვე დროს, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წელს უნ­და ამოქ­მედ­დეს - ეს ოთხი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბანკს აქვს, ეს არის სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ი­მი­სოდ, რომ ლა­რის სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვა არ მოხ­დეს. მოკ­ლედ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქმნის იმის სა­ფუძ­ველს, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა უფ­რო მე­ტად არ გა­უ­ფა­სურ­დეს და თუ მი­სი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ინც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ეს უკ­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ბი­უ­ჯე­ტი 1,70-ის ფარ­გ­ლებ­შია გათ­ვ­ლი­ლი და თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­ინ­დო­მებს, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა აღარ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, იმი­ტომ, რომ სა­ა­მი­სოდ ობი­ექ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. 

უფ­რო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ექ­ს­პერ­ტი ლე­ვან კა­ლან­და­ძე:

- ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სუ­ლაც არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, უფ­რო მე­ტიც, ამ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც არ­სე­ბობ­და, რად­გან წლის ბო­ლოს ყო­ველ­თ­ვის იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა ლარ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მოთხოვ­ნის ზრდამ ის უნ­და გა­ამ­ყა­როს. ამას­თან, პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლე­ბი უცხო­ე­თი­დან წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აშ­კა­რად გა­ი­ზარ­და, რაც ლა­რის გამ­ყა­რე­ბის კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რია, რად­გან ამის გა­მო ლარ­ზე მოთხოვ­ნა იზ­რ­დე­ბა. 2013 წელს გაზ­რ­დი­ლი იყო ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც და ამა­საც ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე უნ­და ემუ­შა­ვა, ანუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მოხ­და სულ სხვა რამ - ლა­რის კურ­სი და­ე­ცა. რამ გა­მო­იწ­ვია ეს? - იმან, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს ხარ­ჯ­ვი­თი პო­ლი­ტი­კა არას­წო­რი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო: მე­ოთხე კვარ­ტალ­ში და­იწყო ფუ­ლის დი­დი მა­სის ერ­თ­ბა­შად გაშ­ვე­ბა მი­მოქ­ცე­ვა­ში, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. 


- ესე იგი, სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია? 
- მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო მოხ­და, არას­წო­რია! იმი­ტომ, რომ სე­ზო­ნურ ფაქ­ტორს, პი­რი­ქით, ლა­რი უნ­და გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნ­და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვი: იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვარ­და და მას­ში დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი არის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რად.

ჩნდე­ბა კითხ­ვა: ხომ არ იყო ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი? ეს მო­საზ­რე­ბა საღ აზრს სუ­ლაც არ არის მოკ­ლე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იან­ვარ­ში ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ვა­ლუ­ტო ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ლა­რის კურ­სი მა­ინც ვერ და­ი­ჭი­რეს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი შე­უ­სა­ბა­მო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ხო­ლო იმის მტკი­ცე­ბა, რომ ლა­რი სტა­ბი­ლუ­რია და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ბო­ლო თვე­ებ­ში ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ შექ­მ­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლი კი არა, სა­გან­გა­შო ვუ­წო­დოთ, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოჰ­ყ­ვეს ინ­ფ­ლა­ცი­ის გაღ­რ­მა­ვე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამის პირ­ვე­ლა­დი ნიშ­ნე­ბი უკ­ვე შე­იმ­ჩ­ნე­ვა: ფა­სე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტ­ზე გაზ­რ­დი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 35%-ით, 15%-ით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტ­ზე, ხო­ლო 19%-ით - ნავ­თობ­პ­რო­დუქ­ტ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ინ­ფ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი გაღ­რ­მავ­დეს და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­გ­ნე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის ფა­სიც გა­ი­ზარ­დოს… ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სა­გან­გა­შოა ქვეყ­ნის­თ­ვის, ეკო­ნო­მი­კი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვთ, ხო­ლო ისი­ნი, ვინც ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხი უნ­და აგონ, კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი "მშვე­ნი­ე­რი" სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­მარ­ტივ­დეთ. დის­კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ლარ­ში, ამ დროს კი, აღე­ბუ­ლი აქვს სეს­ხი, რო­მე­ლიც დო­ლარ­შია გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვნად აძ­ვი­რებს ცხოვ­რე­ბას, ლარ­ში შე­მო­სა­ვა­ლი და დო­ლარ­ში სეს­ხი სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სთ­ვის. 

- ცნო­ბი­ლია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ყა­რებ­და ლარს, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეს იწ­ვევ­და დეფ­ლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის. 
- ინ­ფ­ლა­ცია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი უნ­და იყოს. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლა­რის კურ­სი არა­კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. ინ­ფ­ლა­ცია კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი მა­შინ არის, რო­ცა ბი­უ­ჯე­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ლა­რის კურ­სი ნარ­ჩუნ­დე­ბა. ახ­ლა კი რა ხდე­ბა? - ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი გა­მო­დის და ამ­ბობს: ლა­რის კურ­სი ბო­ლომ­დე კონ­ტ­როლ­დე­ბაო და ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ორ-სამ დღე­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს? რამ­დე­ნად კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დია ლა­რი, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ახორ­ცი­ე­ლებს 40-მი­ლი­ო­ნი­ან ინ­ტერ­ვენ­ცი­ას სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც უფა­სურ­დე­ბა? სა­ბო­ლო­ოდ კი ზა­რალ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა, ზა­რალ­დე­ბა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და ხე­ლის მოთ­ბო­ბას ახერ­ხე­ბს მხო­ლოდ ის, ვინც სა­იმ­პორ­ტო ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბს. ჩე­მი აზ­რით, მთავ­რო­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურსს ვერ აკონ­ტ­რო­ლებს, თა­ნაც, ამის გა­მო არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ იღებს და დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მე და თქვენ ვზა­რალ­დე­ბით: რა­საც ვყი­დუ­ლობ­დით 100 ლა­რად, დღეს უკ­ვე იმის ყიდ­ვი­სთ­ვის 110-120 ლა­რი გვჭირ­დე­ბა და ამის გა­მო არა­ვინ პა­სუხს არ აგებს.

"გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ფერ­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ბო­ლო კვარ­ტალ­ში გა­მო­ცოცხ­ლე­ბა აშ­კა­რა იყო. ამან გა­მო­იწ­ვია დო­ლარ­ზე მოთხოვ­ნის ზრდა, რა­საც ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბა მოჰ­ყ­ვა. თუმ­ცა, რე­ზერ­ვე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ კურ­სი არა­თუ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი შემ­ცი­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბით"".

ნო­დარ ხა­დუ­რი, თბი­ლი­სი, 2014 წე­ლი

"მო­გახ­სე­ნებთ იმ და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ხერ­ხ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი გარ­და­მა­ვა­ლი ვა­ლუ­ტის - კუ­პო­ნის კურ­სის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ეს ერ­თ­გ­ვარ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­დაც კი იქ­ცე­ვა, თუ­კი ამი­სათ­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვიზ­რუ­ნებთ. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, რო­ცა ასეთ მოვ­ლე­ნებს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა".

ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე, თბი­ლი­სი, 1994 წე­ლი