საქართველოში მეფობის თემამ რამდენიმე წლის წინ წამოიწია. როგორც ჩანს, ტახტის იმჟამინდელ კანდიდატს «დიდოსტატის მარჯვენა» ჰქონდა წაკითხული და ამიტომ შორენასთან გააბა რომანი, თუმცა მერე ისე გამოვიდა, რომ შორენას დაშორდა და მხოლოდ მარჯვენა შერჩა. შემდეგ მეფობაზე პრეტენზია იმერელმა ბაგრატიონებმაც განაცხადეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამეფო უფლებები რეალურად ბაგრატიონ-გრუზინსკებს ჰქონდათ და არა ბაგრატიონ-მუხრანელებს და დღემდე კაცმა არ იცის, რომელი მხარეა მართალი. უფრო ზუსტად, საზოგადოებამ არ იცის, თორემ სამეფო კარი მეფობანას თამაშობსდა თან როგორ?!
ჯერ იყო და სამეფო ქორწილი გამართეს, მერე იყო სამეფო გაყრა, მერე _ ისევ შეყრა, ახლა კი _ ისევ გაყრა და ამ ყველაფერს ლოგიკურად პატარა უფლისწულის დაბადებაც მოჰყვა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, იმ უფლისწულსაც გვარიანი ბრძოლა მოუწევს თავისი უფლებების დასამტკიცებლად.
შემდეგ ეს ჩვენი ბაგრატიონები რაინდების კურთხევას მოჰყვნენ. პირველად ეს პატივი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერგო, მერე _ სხვას, ახლა კი... აბა, თუ იცით, ვინ არის კლაოდიო სოარეშ როშა?! ბრაზილიელი ფეხბურთელი არ გეგონოთ, ეს კაცი ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატის ისტორიული დოკუმენტაციის საბჭოს წევრი გახლავთ. ძალიან გთხოვთ, ამხელა თანამდებობასა და გვარ-სახელს ნუღარ გამამეორებინებთ და მარტივად გეტყვით, რომ სამეფო კარმა ეს კაცი რაინდად აკურთხა და პარალელურად, საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლად დანიშნა ბრაზილიაში. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ნოდარ დუმბაძის «თეთრ ბაირაღებს» გაგახსენებთ, ტიგრან გულოიანი რომ ეუბნება ჭეიშვილს, დროშა იყავი და ტარიც გაგიკეთესო...
ისე, ამ ამბავს დადებითი მხარეც აქვს. დავით აღმაშენებელი იწოდებოდა მეფედ«აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა»... ჰოდა, თუ მეფობა აღდგებასაქართველოში, ამ ტიტულებს დაემატება მეფე ბრაზილიელთა. ახლა არმითხრათ, რაში უნდა გამოვიყენოთო. ჯერ ერთი, სამბას კურსებს გავხსნით დაცეკვას ვისწავლით, მერე კიდევ, ისე როგორ იქნება, ერთი-ორი ბრაზილიელიფეხბურთელი დაგვამადლონ და ეგებ ამ ჩვენს ნაკრებსაც ეშველოს რამე.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საკითხავი ახლა ის არის, ეს რაინდის ტიტულების დარიგება როდემდე უნდა გაგრძელდეს? ხელს კი არაფერში გვიშლიან, მაგრამ სამეფო სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე (არის ასეთიც), პირველ განცხადებად ის წერია, რომ სპონსორს ეძებენ, მერე კი იმის ახსნა მოდის, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ჩვენ არაფერი გვემუქრება, რადგან თითოეულ მოსახლეს სამეფო ოჯახის შენახვა წლიურად ორილარი დაუჯდება, ანუ მათი შენახვა 5-6 მილიონ ლარზე მეტი არ ეღირება.წლიურად 2 ლარი ბევრი მართლა არ არის, თუმცა, ცოტა არ იყოს, უხერხულია,წელიწადში 6 მილიონით შევინახოთ ერთი ოჯახი, როცა საქართველოსმასშტაბით მიუსაფართა თავშესაფრების შენებას ვერ ავუდივართ და უფასოსასადილოების გახსნა ლამის სტრატეგიულ მიზნად გვექცა. თანაც ჯერ ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, მეფე ვინ არის და, მაგათ რომ ცალ-ცალკე ოჯახები ჩამოაყალიბონ და ერთმანეთს აუჯანყდნენ ხოლმე, დაშლა-დაქუცმაცება მერე ნახეთ.
გამოსავალი ერთადერთია _ სამეფო სახლს უჟანგავი მასალისგან დამზადებულიმახათი უნდა გადავცეთ და თან ინსტრუქციაც მივაყოლოთ. მერე რაინდადკურთხევის ცერემონიაც მახათით ჩავატარებინოთ, მაგრამ, ჩვენი ბედი რომ ვიცი,თვალს წამოუგდებენ რომელიმე ლათინოამერიკული ქვეყნის რომელიღაცწარმომადგენელს და მისი მკურნალობის ხარჯებიც ჩვენი გადასახდელი გახდება.ამიტომ უფრო უმტკივნეულო გამოსავალს გთავაზობთ: საფრანგეთის მეფეებს ასე მიმართავდნენ _»სირ»(ხელმწიფეო). არა მგონია, ფრანგებმა უარი გვითხრან ამ წოდების გამოყენებაზე და... ახალი მეფეები სწორედ ფრანგულად მოვიხსენიოთ.