"ელი­ტუ­რი მათხოვ­რე­ბი" - რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ დღე­ში მოწყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბი

დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მათხოვ­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბა უკ­ვე აღა­რა­ვის უკ­ვირს. ისი­ნი თით­ქოს თბი­ლი­სის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქ­ც­ნენ. ზო­გი ჩვენ­გა­ნი ეხ­მა­რე­ბა მათ, ზო­გი - არა. ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს ფუ­ლის მო­პო­ვე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი სტრა­ტე­გია აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. უმე­ტე­სო­ბა ხალ­ხის ყვე­ლა­ზე სუსტ წერ­ტილს "ურ­ტყამს" - ცდი­ლობს გუ­ლი აუჩუ­ყოს ადა­მი­ა­ნებს, თა­ვი შე­ა­ცო­დოს, ამის­თ­ვის კი უამ­რა­ვი ხერ­ხი არ­სე­ბობს, მაგ: ტი­რი­ლი სა­კუ­თარ ბედ­ზე, შვილ­ზე, რო­მელ­საც სას­წ­რა­ფო ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, ან და­ზე, ძმა­ზე, ქმარ­ზე და ა.შ.

არავინ დაობს, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უჭირს, მაგრამ ზოგიერთისთვის მათხოვრობა უკვე პროფესიად გადაიქცა. თუ რატომ, ამას ფსი­ქო­ლო­გ ნი­ნო სვა­ნი­ძისგან შევიტყობთ:

- არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არა აქვთ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, არ იცი­ან, რო­გორ მარ­თონ ოჯა­ხი, ამი­ტო­მაც იმას აკე­თე­ბენ, რაც მათ­თ­ვის ბუ­ნებ­რი­ვია. ეს არის არა მხო­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო, არა­მედ უნა­რი ქუ­ჩას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მათ ეს უნა­რი კარ­გად აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ისი­ნი ­თა­ვის გა­მოვ­ლე­ნას უფ­რო ქუ­ჩა­ში ხე­და­ვენ, ვიდ­რე სახ­ლ­ში. დი­ა­სახ­ლი­სის ჩვე­ვე­ბი რომ გქონ­დეს, ოჯახ­ში უნ­და იზ­რ­დე­ბო­დე. ზოგიერთს ქუ­ჩა­ში უფ­რო უად­ვილ­დე­ბა შვი­ლის გაზ­რ­და. ესეც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რო­დე­საც შენს შვილს ხალ­ხის გა­რე­მო­ში უფ­რო ხე­დავ, ვიდ­რე შენს სივ­რ­ცე­ში. ხში­რად შვი­ლე­ბი ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­რეთ უფ­რო ახერ­ხე­ბენ, ვიდ­რე სახ­ლ­ში. რა თქმა უნ­და, ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტო­მაც არის აუცი­ლე­ბე­ლი, ბავ­შ­ვი ნორ­მა­ლურ ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დოს. უნ­და იცო­დეს სახ­ლ­თან, თუნ­დაც სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ტრა­გე­დიაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში ყა­ლიბ­დე­ბა, ამ დროს მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის­გან. სხვა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბიც მსმე­ნია, რო­დე­საც ასეთ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უყი­დეს სახ­ლი, შე­უქ­მ­ნეს საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, თუმ­ცა მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბა, რად­გან არ ჰქონ­დათ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა­საც გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა?
- რა თქმა უნ­და, ჩვენ ჩვენ­და­უ­ნე­ბუ­რად ვი­მე­ო­რებთ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის საქ­ცი­ელს. მა­გა­ლი­თად, ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მის 

გა­რე­შე იზ­რ­დე­ბი­ან, ან მა­მა და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­მის ხსოვ­ნით ცხოვ­რო­ბენ. ეს კვე­ბავს მათ ცნო­ბი­ე­რე­ბას. ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე…


პ.ს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მოწყა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მთხოვ­ნელს გა­ე­სა­უბ­რა იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დენს "გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ" ისი­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, სა­შუ­ა­ლოდ ეს თან­ხა 30 ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში 40-50 ლარს და მეტ­საც აღ­წევს. მა­თი­ვე თქმით, პრე­სტი­ჟულ უბ­ნებ­ში მათხოვ­რებ­ს ­(­ხუმ­რო­ბით მათ ე.წ. ელი­ტურ მათხოვ­რებ­საც უწო­დე­ბენ) მკაც­რად აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი "მუ­შა­ო­ბის სფე­რო­ე­ბი" და "კონ­კუ­რენ­ტის" გა­მო­ჩე­ნა ჩხუ­ბი­თა და აყალმა­ყა­ლით მთავ­რ­დე­ბა ხოლ­მე. პრინ­ცი­პი ერ­თია - ძლი­ე­რი იმარ­ჯ­ვებს. არ­სე­ბო­ბენ მათხო­ვარ­თა ჯგუ­ფე­ბიც. ცხრა-ათი კა­ცი ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობს და დღი­ურ შე­მო­სა­ვალ­საც ერ­თად ინა­წი­ლე­ბენ. ჯგუფ­ში ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნია, მათ შო­რის ბავ­შ­ვე­ბიც...