სააკაშვილის ფინანსები და ბერძენიშვილის რომანსები

სააკაშვილის ფინანსები და ბერძენიშვილის რომანსები

საბრალონიდამცირებულნი დაშეურაცხყოფილნიჰიუგო და დოსტოევსკირომ იტყოდნენან კიდევ, «ნაციონალებისთვის» გასაგებ ენაზე რომვთქვათგაღლეტილნიჩარეცხილნი დამიჩმორებულნიგამორიცხული არაარომმათვინც წაიკითხეს წერილირომელიცმიხეილ სააკაშვილმა ფრანგულსასამართლოს გაუგზავნაყველა ესსიტყვა ერთდროულად გაახსენდათ.

«მას (დავით კეზერაშვილსდაევალაგამოეყენებინა მისი ნიჭი და კონტაქტები«ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის» ფინანსების მოზიდვაშიმთელი ამწლების მანძილზე ის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყოდა პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიკოსად რჩებოდა, _ წერს ჰალსტუხების მბრძანებელი ფრანგულ თემიდას, _ ის მონაწილეობდა პარტიის ყველასტრატეგიულ გადაწყვეტილების მიღებაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. 2012 წელსარჩევნებში დამარცხების შემდგომდაიწყო დევნა «ერთიანინაციონალური მოძრაობის», როგორც ახალი ოპოზიციური ძალისდა მისიდონორების წინააღმდეგ და მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.მაშინაც კიროდესაც ახალმა მთავრობამ საქართველოში დარჩენა შეუძლებელიგახადამისი მნიშვნელობა პარტიისთვის კიდევ უფრო გაიზარდაის იყოერთადერთირომელიც იცნობდა ნებისმიერი კამპანიის პოტენციურდამფინანსებლებს და იყო ერთადერთირომლებსაც დონორები ენდობოდნენ».სააკაშვილმა აღნიშნარომ კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენა «ნაცმოძრაობას»მძიმე დღეში ჩააგდებს და სთხოვს ფრანგულ სასამართლოსმისი ექსტრადირებისგადაწყვეტილება არ მიიღოს. იგივე თემა გაშლილია ყოფილი მმართველი პარტიის კოლექტიურ განცხადებაშიც: «კეზერაშვილის ამჟამინდელი პატიმრობა ნიშნავს«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებისმნიშვნელოვან შემცირებას».

ისე, საინტერესო პარტიაა «ნაციონალური მოძრაობა» _ ხელმძღვანელ რგოლში ირიცხება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც პოტენციური  დონორები ენდობიან. შესაძლოა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ «ნაციონალებს» ხსენებული დონორები უიმედო აფერისტებად აღიქვამენ, რომლებთანაც სასაუბროდ წესიერი ადამიანი, უბრალოდ, არ დაჯდება. ალბათ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიდგომა «ამ ადამიანის გარდა არავის დაველაპარაკებით» უფრო დამახასიათებელია არა პატიოსანი ბიზნესმენებისთვის, არამედ  მაფიოზებისთვის და ტერორისტებისთვის, რამაც შეიძლება გარკვეული ეჭვები გააჩინოს. თუმცა, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ბუნდოვან მომენტს ეჭვმიტანილთა სასარგებლოდ გავშიფრავთ და, აქედან გამომდინარე, დროებით ჩავთვლით, რომ «ნაცმოძრაობის» დონორები სავსებით კანონმორჩილი ადამიანები არიან და მართლაც უყურებენ კეზერაშვილს დაახლოებით ისე, როგორც XVIII საუკუნის მელომანები ნორჩ მოცარტს.

აქ სხვა რამ არის საინტერესო _ რატომ ახსენებენ ფულს საერთოდ? ხომ შეეძლოთ, უბრალოდ დაეწერათ, რომ კეზერაშვილი, მაგალითად, «გამოჩენილი დემოკრატი რეფორმატორია» და, ამავე დროს, სამხედრო საქმის ტიტანი, რომელმაც 2008-ში რუსებს სტალინგრადამდე სდია, სადაც ბატარეა დაუჯდა. ისრომ «ნაცმოძრაობას»დაფინანსება შეეზღუდებაფრანგული მართლმსაჯულების გადასახედიდან ვერაღიქმებაროგორც შემამსუბუქებელი გარემოება (იყო ძველად ასეთი ფრაზა: «შერიფს ინდიელების პრობლემები არ ანაღვლებს»). მეტიცაპელირებამ ამ თემის მიმართშეიძლება ახალი უხერხული კითხვები გააჩინოსსასამართლოში თუ არა,მასმედიაში (რაში მდგომარეობს კეზერაშვილის უნიკალური როლი? რა ფონდებზე და რომელ დონორებზე ვსაუბრობთ? და ა. შ.). შესაძლოა, «ნაციონალებმა» უბრალოდ ვერ გაიაზრეს ეს მომენტი ან კიდევ აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგანკეზერაშვილის იზოლაციამ მათ რეალური დარტყმა მიაყენა და პარტიული «შავისალაროს», უხეშად რომ ვთქვათ, «ობშიაკის» ნაწილი მათთვის მიუწვდომელიგახადა.

ერთი შეხედვით, ეს არადამაჯერებელი ვერსიაა, რადგან მსგავს სიტუაციებში ხდება «ყულაბაზე» კონტროლის დუბლირება, შესაძლო მოულოდნელობების პრევენციით. თუმცა სააკაშვილის ჯგუფმა წარსულში არაერთი კოსმოსური მასშტაბის სისულელე ჩაიდინა და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ აქაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შესაძლოა,ეს საფინანსო კონსპიროლოგია უსაფუძვლოა და «ნაციონალებს», უბრალოდ,კეზერაშვილის ალაპარაკება აშინებთრომელსაც შეიძლება მოჰყვეს როგორცახალი ხელისუფლების კონტროლის დამყარება მათ საიდუმლო ფონდებზეისემთელი რიგი საბრალდებო დასკვნების დამძიმებარომელსაც ყოფილმაღალჩინოსნებსსავარაუდოდარცთუ შორეულ მომავალში წარუდგენენ.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დავაფიქსიროთ, რომ «ნაცმოძრაობის» საიდუმლო ფონდების არსებობა და დავით კეზერაშვილის კავშირი მათთან მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებული ვერსიებია, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა. კეზერაშვილი და მისი თანამეინახეები უდანაშაულოებად ითვლებიან, ვიდრე სასამართლო საპირისპიროს არ დაადგენს. ისე კი, ერთი რამ ნამდვილად უნდა ითქვას:

«ნაციონალებს» ძალიან არ გაუმართლათრომ 2011-ში მათ ოპონენტებს  სათავეშიჩაუდგა არა გენერალი ან (სიტყვაზებალეტის მოცეკვავეარამედ მილიარდერი,რომელსაც ფულის მნიშვნელობა და როლი ძალიან კარგად ესმისარსებობსინფორმაციარომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე (ზოგიერთი ვერსიის თანახმად, პოლიტიკაში მოსვლამდე) ბიძინა ივანიშვილმა დასვა სპეციალისტები და დაავალა,შესწავლათთუ როგორ ხდება «ნაციონალების» პარტიული «ყულაბის» შევსება,საბიუჯეტო თანხების გათეთრებაშესაბამისი საიდუმლო ფონდების ფორმირებადა მათ მიერ მომზადებული მოხსენებების დეტალები უცნობიამაგრამეჭვგარეშეარომ ეს სამუშაო ნამდვილად ჩატარდა.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, პერუს ხელისუფლების შეცდომა გაემეორებინა, რომელმაც დააპატიმრა და, პროცედურების იდეალური დაცვით, გაასამართლა ქვეყნის ყოფილი მმართველი ალბერტო ფუხიმორი თავის თანამზრახველებთან ერთად, მაგრამ მოუმზადებლობისა და იურიდიული სირთულეების გამო, ვერ მისწვდა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებულ თანხებს (ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფომ ამ ფულის მხოლოდ 7-8%-ის დაბრუნება თუ მოახერხა). ამ ფულმა დიქტატორის მომხრეებს გადაჯგუფების შესაძლებლობა მისცა, მათ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი გააჩაღეს და წლების განმავლობაში დესტაბილიზაციისა და ძველი რეჟიმის რესტავრაციის საფრთხეს ქმნიდნენ. 2011 წლის არჩევნებში დიქტატორის ქალიშვილს, კეიკო ფუხიმორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებამდე ხმების სულ რაღაც 3% დააკლდა. აქ, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერუ საქართველოზე ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და უცხო სახელმწიფოები მის საქმეებში გაცილებით ფრთხილად ერევიან.

ძველი რეჟიმის რესტავრაციის თვალსაზრისითსაქართველოში იქნება თუპერუშიყველაზე საშიშ რესურსს წარმოადგენენ არა თავად ყოფილიმაღალჩინოსნებიმათი იაფფასიანი იდეები თუ ლოზუნგები ან წლებისგანმავლობაში მოპოვებული კომპრომატიარამედ საეჭვო წარმოშობისუკონტროლო ფულირომლის გამოყენება პროვოკაციისთვისსაბოტაჟისთვის ანთუნდაც ტერორისთვის შეუძლიათ (სააკაშვილის ჯგუფის წარსულის გათვალისწინებით, ალბათ, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ამას ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერენ). ამ ფაქტორის თუნდაც ნაწილობრივი ნეიტრალიზაცია ძველი დიქტატურის მომხრეთა პროპაგანდისტულ და პარტიულ ინფრასტრუქტურას უსერიოზულეს დარტყმას მიაყენებს და დესტაბილიზაციის საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. რაც შეეხება ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას «თეთრ ბუღალტერიაზე» დაყდნობით, ამას, ცხადია, ვერავინ აუკრძალავს როგორც საქართველოში, ისე პერუში.

მოკლედამ სიტუაციაში მთავარია ფინანსური ბაზისი და არა პოლიტიკურიზედნაშენი დაშესაძლოასწორედ ამიტომ ასე შეწუხდნენ «ნაციონალები»,როდესაც დავით კეზერაშვილს ექსტრადირება დაემუქრაინფორმაციას,რომელიც მან შეიძლება გამოძიებას მიაწოდოსძალიან დიდი ფასი აქვსბევრირამ სააკაშვილმაც იცისთუმცა მის დაკითხვამდე საქმე ჯერ არ მისულა დაშეიძლება საერთოდაც არ მივიდესთუ ხელისუფლება იმ იდეებს დაეყრდნობა,რომელთაც ბოლო დროს ლევან ბერძენიშვილი ახმოვანებს.

სხვათა შორის, ყველას ვინც ესპანურს ფლობს, შეუძლია წაიკითხოს, რას წერდა პერუს პრესა ფუხიმორის პროცესის წინ. იქაც იყო დაახლოებით ასეთი ფრაზები: «ძია სემი გაგვიბრაზდება», «ლათინური ამერიკა ვერ გაგვიგებს», «მას მსოფლიოში მაინც წარმატებულ ნეოლიბერალ (თან ნეოკონსერვატორ)  რეფორმატორად იცნობენ» და ა. შ. საბოლოო ჯამში,განსაკუთრებული არაფერი მომხდარა _ ფუხიმორის დანაშაული დაუმტკიცდაისციხეში ზისაშშ და მთელი ლათინური ამერიკა მშვენივრად თანამშრომლობსპერუს ხელისუფლებასთანპრობლემა ისაარომ პერუში მსგავს პროპაგანდასმხოლოდ ფუხიმორისტები მიმართავდნენსაქართველოში კი ამას მმართველიკოალიციის წარმომადგენელიც აკეთებს. ნაწყვეტი ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუდან «ყველა სიახლეს»: «ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდაგადაწყვიტონსაქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილითუსააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანიამაშინ უნდა დავიჭიროთმაგრამ უნდავიცოდეთრომ მსოფლიო ამას არ მოიწონებსსამწუხაროდდღეს სააკაშვილისრეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალიაეჭვიც არ მეპარებარომთუგამოძიება დაიწყებასააკაშვილის დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება და ისდასაპატიმრებელი აღმოჩნდებამაგრამ უღირს კი ეს ქვეყანასრომელიც ასეთიარჩევანის წინაშეაევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება?».

აქ განსახილველი, პრინციპში, არაფერია; XXI საუკუნის პოლიტიკოსი, რომელიც ასე ღიად უარყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს, დაახლოებით იგივეა, რაც ფილოლოგი, რომელიც ანბანს უარყოფს. თუ მან არ იცის, რომ მოქალაქის დაპატიმრება ხდება კანონის მოთხოვნებიდან და არა წარმოსახვითი რეიტინგიდან და (აგრეთვე, წარმოსახვითი) პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ან (არარსებული) დილემებიდან გამომდინარე, ეს მისი პრობლემაა. ამასთანავე, ეს მმართველი კოალიციის პრობლემაცაა _ ის უნდა გაემიჯნოს მსგავს განცხადებებს ან დაადასტუროს, რომ ამ (არსებითად ანტიკონსტიტუციურ) მიდგომას იზიარებს. მაგრამ წამით დავუშვათ, რომ ჩვენ არა მეტ-ნაკლებად ნორმალურ სახელმწიფოში, არამედ სადღაც ურდოში ვცხოვრობთ და ადამიანებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიჭერთ ან არ ვიჭერთ, როგორც ლევან ბერძენიშვილი გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, ალბათ, გამოიყენებს ყველა საშუალებას იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც ყოფილ დიქტატორსა და მის გეგმებს უკავშირდება (მისი მეუღლის ინტერვიუს თანახმად, რომელიც ჰოლანდიურ პრესას მისცა, სააკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებაზე ფიქრობს).

საინტერესოააცნობიერებს თუ არა ბერძენიშვილირაოდენ დრამატულადშეიძლება დასრულდეს სააკაშვილისთვის თამაში კანონის ჩარჩოებს მიღმათუახალი ხელისუფლება და ყოფილი ბელადის რადიკალური ოპონენტები მხოლოდპოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელებენ? ცნობილი სცენა «მიმინოდან» _ «დაეწია და უნიტაზში თავი რამდენიმეჯერ ჩააყოფინა» _ განხილულ კონტექსტში ყველაზე მსუბუქი ვარიანტია. ამ ჰიპოთეტურ სიტუაციაში, «მიზანშეწონილობიდან გამომდინარე», ყოფილ მაღალჩინოსნებს, სავარაუდოდ, ელექტროხელსაწყოების გამოყენებით და არა ადვოკატების თანდასწრებით დაკითხავენ.მოეწონება თუ არა ლევან ბერძენიშვილს ისეთი საქართველორომელშიცტაქტიკური პოლიტიკური გათვლები დომინანტური გახდება (და არა კანონი)?იმედია, არ მოეწონება. ასე რომ, ალბათ, უკეთესი იქნება, თავი დავანებოთ უაზრო და უპასუხისმგებლო თამაშს კანონის უზენაესობის პრინციპთან და ვიცხოვროთ არა ურდოში, არამედ სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც, სხვა ყველაფერთან ერთად, უკლებლივ ყველა დამნაშავე ისჯება.