სეპარატისტების გამოისობით ენგურჰესი წამგებიანი გახდა

სეპარატისტების გამოისობით ენგურჰესი წამგებიანი გახდა

აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება საქართველოს ენერგოსისტემას, კერძოდ კი, ენგურჰესის საქმიანობას ხელს უშლის. ბოლო წლების განმავლობაში მომგებიან პოზიციაზე მყოფი კომპანია წამგებიანი გახდა, რის მიზეზადაც სწორედ აფხაზეთის ფაქტორი სახელდება.

სტატისტიკითაც დასტურდება, რომ ენგურჰესი ზარალს განიცდის. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით ჰესმა 2023 წელს 40.5 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. კომპანიამ 6.5 მილიონი ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა, რაც ბოლო 3 წელიწადში ზარალის პირველი შემთხვევაა.

2022 წელს ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესის წმინდა მოგება 60 მლნ ლარი იყო, 2021 წელს კი - 40 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან ენგურჰესის ზარალი, შემოსავლების შემცირებასთან ერთად, განპირობებული იყო საანგარიშო პერიოდში, კურსთა შორის სხვაობით მიღებული ზარალით (7.2 მლნ ლარი) და საპროცენტო ხარჯების ზრდით. 2023 წელს წელსენგურჰესისშემოსავალმა 93 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 41%-იან კლებაა. რომ არა აფხაზეთისთვის უფასოდ ელექტროენერგიის მიწოდება, ენგურჰესი შარშანაც მოგებაზე გავიდოდა და საკმაო შემოსავალს მიიღებდა.

ამდენად, ზარალი სერიოზულია და სანამ აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება გაგრძელდება, მისი ოდენობაც მოიმატებს.

სეპარატისტებს ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგიაც კი აღარ ყოფნით და ენერგოდეფიციტზე აქედანვე საუბრობენ. აფხაზეთში ენერგეტიკულმა დეფიციტმა მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლოა, დაახლოებით, 200 მლნ კვტ/სთ შეადგინოს. ამის შესახებჩერნომორენერგოსგენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

დეფიციტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, რაც ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით, 200 მლნ კვტ/სთ-, ან შესაძლოა, ნაკლებსაც შეადგენდეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სეზონზე, კერძოდ, წვიმებსა და კაშხლის წყლის დონეზე. კომპენსირდება თუ არა ეს დეფიციტი მცოცავი გათიშვებით ან ახალი ნაკადით, ჯერ უცნობია, - განაცხადა ჯინჯოლიამ.

მისი მონაცემებით, დაერთებული ობიექტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წელს ელექტროენერგიის მოხმარება, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა. ამას ჯინჯოლია მოსახლეობისთვის მრიცხველების დამონტაჟებას უკავშირებს, რაც მევალეების დისტანციურად გათიშვის საშუალებას იძლევა.

ქართველი ენერგეტიკოსები კი აფხაზეთთან ენერგოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტად ლოიალური მიდგომა აქვს, რითაც ისევ ქართული მხარე ზარალდება.

ყოველთვის ვამბობდი, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი გადასახედია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ენგურჰესი ზარალზე წავიდა. თუ დროულად არ გადაიდგმება ნაბიჯები, უარეს შედეგს მივიღებთ. აფხაზეთს მიაქვს იმდენი დენი, რამდენიც სჭირდება. ამ დროს ვიცით, რომ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა. საქართველოს მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებულიო დენის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პროცესს ხმარდება და ეს იქცა ჩვეულებრივ ამბად.

ამ დროს ჩვენ ზამთარში განვიცდით ელექტროენერგიის დეფიციტს. ასეთ მდგომარეობაში ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არა აქვს, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ლევკოთეა აფხაზები არიან გენეტიკურად უმადური ხალხი. გინდა წინიდან უკეთე სიკეთე, გინდა უკნიდან. მათ აზროვბებაში ამით არაფერი შეიცვლება.
1 თვის უკან