შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა ნელი ქ-მ საბრძოლო მასალა წარადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა.
შსს-ს ცნობით, მოქალაქის მიერ ჩაბარებულია "პე-გე 7 ემ"-ის ტიპის ჭურვი, "ერ-გე 42"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, "ეფ 1"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატისთვის განკუთვნილი 160 საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.