შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელებს, აგრეთვე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა Scotland Yard-ში.
მინისტრის შეხვედრა ასევე დაგეგმილია დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.